25 პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა - მათ შორის არიან "მრეწველები"
მრეწველები, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და კიდევ რამდენიმე სხვა გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაცხადა. რეგისტრაციიდან სულ 25 პარტია არის მოხსნილი. განკარგულებაში საარჩევნო ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს. ცეკოს-ს ხელმძღვანელის განკარგულების მიხედვით, მრეწველების რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი არასრულყოფილი სიის წარდგენაა.ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილები არიან ცენტრისტები, ვალერი კვარაცხელია სოციალისტები, ამ პარტიების შემთხვევაში სახელდება არაუფლებამოსილი პირის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია.ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მრეწველები სარჩელს ამზადებენ საქალაქო სასამართლოში შესატანად. ზურაბ ტყემალაძე სადამკვირვებლო მისებთან შეხვედრასაც აპირებს.ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ცეკსო-ს ხელმძღვანელს ამის უფლება ჰქონდა, თუმცა ამის საფუძველი არ ჰქონდა. მისი თქმით, მრეწველებმა ცესკო-ში დოკუმენტები და სია თანმდევი კანონებით თავის დროზე ჩააბარეს.ზურაბ ტყემალაძის თქმით, მრეწველების რეგისტრაციიდან მოხსნა ბევრის ინტერესებში შედის, ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც იყოს.