დავით ნარმანია პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 13:40

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

დედაქალაქის მერი სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეეხებოდა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ქვეყანაში გატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა, რის შემდეგაც საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"განსაკუთრებით ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობას და იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის ახალი ფორმები, ის გამოცდილება, რაც ჩვენ თავის დროზე პოლონეთისგან გვაქვს მიღებული, გვყავდა სპეციალური მრჩეველი რეფორმის პროცესში, ახლა კი უკვე თვითმმართველობის სხვა ეტაპების გატარების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და შესაბამისად, ის გამოცდილება რაც აქ არსებობს და საკითხები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში,"-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კი პანელზე - „საქართველო და აზერბაიჯანი - ფანჯარა ევროპაში. თანამშრომლობის გაძლიერების გზები“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესების განვითარებაზე, სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობასა და მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება. პანელის მონაწილეების თქმით, ქვეყნები წარმოადგენენ ერთგვარ პორტალს ევროპასა და აზიას შორის და ეს პოტენციალი შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული.

კრინიცაში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-მდე სტუმარი ესწრებოდა. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. ფორუმის პროგრამა სხვადასხვა პანელისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც დებატებსა და პრეზენტაციებს, ასევე, თემატურ ბლოკებს.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმს კრინიცა-ზდრუიში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.

წაკითხულია 751 ჯერ

Related items

  • პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

    მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
     
    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
     
    12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

  • ევროსაბჭო პოლონეთს „დემოკრატიის მონიტორინგს“ უწესებს

    დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

    მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

    ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

  • პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

    მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 
    მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
    Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

  • „SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

    თბილისი, 25 იანვარი, Sputnik-ის პრესსამსახური – ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერიმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთისმოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.

    გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.

    საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:

    საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა

    გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა

    დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.

    პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.

    საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესიგანათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

    ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციებიმიუღებელია.

    გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმამიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილებაქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

    ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

    საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითიკომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალურიდა პოლიტიკური საკითხების გარშემო.

    „Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

    Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

  • მ. ჯანელიძის შეფასებით EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი საქართველოში მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა

    „დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება წარმატებული საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის და ევროკავშირისთვის. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრის შეფასებისას. 

    მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფსა.

    „ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას“ - განაცხადა ჯანელიძემ. მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ  ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას.

    „ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის  შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართვლო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების  დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში,  სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა მინისტრმა.

    მისი თქმით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან.

    მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
     

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური