სამედიცინო პროექტები დევნილებისათვის

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 02 ივნისი 2015 16:26

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყველაზე აქტუალური გასვლითი სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებებია, რაც რეგიონებში, კომპაქტურად ჩასახლების პუტქტებში მყოფი დევნილებისათვის უფასო ამბულატორიული მომსახურების გაწევას გულისხმობს, - ამის შესახებ „სპუტნიკ -ჯორჯიას“ მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ განუცხადა.

 „სამინისტროში კომპლექტდება  სპეციალური ჯგუფი, რომელიც დადის რეგიონებში, განსაკუთრებით, ჩასახლებულ ცენტრებში, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვს დევნილებთან. დგება სპეციალური კითხვარები და ასეთი ანალიზის შემდეგ ვგეგმავთ ჩვენ ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტით არის წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადგილზე უფასო ამბოლატორიული მომსახურებაა  და მედიკამენტებით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს სამინისტრომ 19 გასვლითი ღონისძიება ჩაატარა.

 

წაკითხულია 540 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური