ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 17:12

დღეიდან ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო. შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩაუშვა და ერთობლივი ცენტრის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საძირკველში კაფსულის ჩაშვების ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ერთი წლისთავს დაემთხვა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ JTEC-ის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს საძირკველი ჩავუყარეთ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალ შტაბს. მინდა, ამ ცენტრის დაარსების ერთი წლისთავი  შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს მივულოცო. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ერთად მოვემზადოთ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისთვის და ერთობლივად შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და უნარები,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტოლსტენ კოჰლერმა და JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმაც მიულოცეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა JTEC-ის შექმნისა და ჩამოყალიბების საქმეში აქტიური მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ პროექტის პირველ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს გადასცა. მედლები და მადლობის სერთიფიკატები მიიღეს ასევე, ერთობლივი ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC),  როგორც ორგანიზაცია, 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე  საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის (SNGP)  13 მიმართულებიდან  პირველი  განხორციელებული პროექტია. ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრ  „კრწანისის“ ბაზაზე შარშან დაფუძნდა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. JTEC-ის  მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტაქტიკური წვრთნების ჩატარებით და შეფასებით, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სწავლებების გამართვით და მათზე საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა და მოკავშირე ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესება. ცენტრის მთავარი ამოცანაა საბრძოლო, სიმულაციური და ვირტუალური წვრთნების ჩატარება და აღნიშნულ წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფების შეფასება.  ერთი წლის განმავლობაში JTEC-ის ორგანიზებით ქართველი სამხედროების მონაწილეობით უკვე გაიმართა სახმელეთო, სამედიცინო და ლოგისტიკური სწავლებები.

წაკითხულია 650 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

  • საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას

    ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Times-ი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის".

    პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

    "ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატოს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ", - აღნიშნავს პრემიერი.

    სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით.

    ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის - აფხაზეთის ჩათვლით. რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების უკანონო ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მცდელობები, შეიტანოს დესტაბილიზაცია ბალკანეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი შავიზღვისპირა ქვეყნებში, ცალსახად დასტურდება დოკუმენტურად. რუსეთს არ სჭირდება ამ ნატოს წევრი სახელმწიფოების ოკუპაცია, რათა განახორციელოს თავისი სტრატეგიები შავ ზღვაზე.

    შავ ზღვას ესაზღვრება ნატოს სამი წევრი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ნატოს ასოცირებული წევრი - საქართველო. შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია საქართველოს მხარდაჭერის გარეშე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწევების, ასევე დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნებისადმი დადასტურებული ერთგულების წყალობით, საქართველო წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედს.

    ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რისთვისაც ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, - მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, - ასევე აღიარებენ საქართველოს უნიკალურ უნარს, შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შავ ზღვაზე. შავი ზღვის უსაფრთხოება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში დღევანდელობის სხვა ახალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. ესპერმა აღნიშნა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი არსებითი როლი ამ ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო უკვე ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე და ჩვენ მხარში ვუდგავართ აშშ-სა და ნატოს ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ.

    დავოსის ბოლო ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს.

    რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

    მანამდე კი საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატოში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით".

    https://www.washingtontimes.com/news/2020/feb/24/georgia-deserves-membership-in-nato/

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

  • შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით აძლიერებენ თანამშრომლობას

    შვეიცარია და საქართველო აძლიერებენ ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მე-5 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არა აქვთ. თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად, შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები და ამ მიმართულებით განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

    ორშაბათს, 16 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა).

    ეს განაცხადები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა: 0%). გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც  მათ საქართველოში დაბრუნებას კიდევ უფრო ართულებს. ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ შვეიცარიამ ქართულ მხარეს მიმართა თხოვნით მიეღო გარკვეული ზომები. შვეიცარია,თავის მხრივ, ატარებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სწრაფ და თანმიმდევრულ პოლიტიკას.

    მიმდინარე წლის მაისში მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომდაიწყესთანამშრომლობასაქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით. აღნიშნულითანამშრომლობა ამარტივებს საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობების სწრაფ მოძიებას და, შესაბამისად, პირის ქვეყანაში დაბრუნების შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ, მარიო გატიკერი თბილისში არსებულ ონკოლოგიურკლინიკას ესტუმრა, რათა თავად ენახა საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობის დონე.

    კიდევ ერთი ზომა შვეიცარიისა და საქართველოს მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. ივნისში,Frontex-ის (საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში,შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში შვეიცარიელი მესაზღვრე ერთი თვით განათავსა, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

    28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიშეეყვანა. 2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.

     სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრით, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

     საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ, შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა. კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველო ეცადა გაეძლიერებინა საზღვრების კონტროლი და ჩაატარა რამდენიმე საინფორმაციო კამპანია შენგენის ზონაში მოგზაურთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. საქართველომ, ასევე, გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი არალეგალური მიგრაციის საპასუხოდ.

     

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური