ექსპერტთა აზრით საუკეთესო სლოგანი ცესკო-ს ეკუთვნის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 16:25

ცესკო - დემოკრატიის სერვისი! ექსპერტთა შეფასებით საუკეთესო სლოგანია.

თვეზე ოდნავ მეტი დარჩა იმ არჩევნებამდე, რომელსაც პრაქტიკულად ყველას შეფასებით, საქართველოს უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა ექნება. შესაბამისად, დუღილის ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს და პიკს სექტემბრის ბოლოსთვის მიაღწევს. ასეთ დროს კი ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ სფეროს ექსპერტები, როგორ აფასებენ არსებულ სიტუაციას, რა შენიშვნები თუ რეკომენდაციები აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან.

ზოგადად, ექსპერტებს თუ ვენდობით, წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დიდი (თუ ყველაზე დიდი არა) მნიშვნელობა პარტიის სლოგანს აქვს. პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ სლოგანი დასამახსოვრებელი და ეფექტური უნდა იყოს, მაქსიმუმ სამი სიტყვისგან თუ შედგება, ხომ საერთოდ, მისწრებაა, თუმცა ჩვენს სინამდვილეში ერთსიტყვიანი სლოგანებიც გვაქვს და რთული წინადადებებიც.

ისე, საქართველოში ყველაზე ცნობილ და დასამახსოვრებელ რეკლამად ავეჯის გადაზზიდვის სერვისის რეკლამა მიიჩნევა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ქალბატონი მონოტორული ხმით იმეორებდა - "ავეჯის გადაზიდვის სერვისი, 25-60-60..."

საარჩევნო სლოგანებზე საკუთარ მოსაზრებას ამ სფეროს ექსპერტები, ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, სოლომონ გალუმაშვილი, კახა მაღრაძე, ვიზუალური ტექნოლოგი მიხეილ ქოჩაკიძე, ლატვიელი პოლიტიკური ტექნოლოგი რეინის კონჩელოვსკისი და ლელა იაკობაშვილი გამოთქვამენ.
გვერწმუნეთ, მათი ხედვა და შეფასებები ძალიან საინტერესოა, თუმცა...

დღევანდელ რეალობაში არსებული სლოგანები ერთმანეთს პრაქტიკულად არ ჰგავს. უფრო მეტიც, სლოგანი რეალურად პარტიის სახეს ასახავს და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს გასაკვირი არც არის. მაგალითისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სლოგანი ავიღოთ - "ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის".

აღნიშნული სლოგანი ერთგვარი მობოდიშების ფორმაა, ანუ ყოფილი მმართველი გუნდი აფიქსირებს, რომ ახალი სახეები ჰყავს, ძველები მოიშორა ან კარგად დამალა და მოსახლეობას სთხოვს, კიდევ ერთხელ ენდოს.

"ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის" - ეს არის ახალი მობოდიშება, ანუ ამ სლოგანით ნაციონალები გვეუბნებიან - ჩვენ მოვახდინეთ განახლება, გავთავისუფლდით ნუგზარ წიკლაურისგან, გივი თარგამაძისგან და ახლა ახალი ენერგიით მიგვიღეთო...აი ეს არის ბოდიშის მოხდა. ამ სლოგანში კარგად ჩანს ნაციონალურ მოძრაობას თუ რა კომპლექსი აწუხებს" - ამბობს ექსპერტი ვაკა გორგილაძე.

"ჯეპრას" კონსულტანტი კახა მაღრაძე რესპუბლიკელების სლოგანის ანალიზს ახდენს. "ალბათ ამ სლოგანს დამატებითი ახსნა სჭირდება, რომ უფრო გასაგები გახდეს. თუმცა გათავისუფლებაში ალბათ რესპუბლიკელები ყველაფერი ცუდისგან და უარყოფითისგან გათავისუფლებას გულისხმობენ. რაღაცნაირად ბორჯომის სლოგანსაც მახსენებს "გათავისუფლდი ზედმეტისგან", - ეს კიდევ ერთი ექსპერტის, კახა მაღრაძის შეფასებაა.

ბატონი კახა "ნაციონალური მძრაობის" სლოგანსაც საინტერესოდ აფასებს: "ეს სლოგანი მობოდიშებას უფრო ჰგავს, მაგრამ მეტი მობოდიშება რომ იყოს და განახლებაზე რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს ალბათ უკეთესი იქნებოდა..."
სხვათა შორის, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სლოგანი ცესკო-ს აქვს. უფრო სწორედ, ცესკო-ს ორი სლოგანი აქვს და ორივე გამორჩეული.

"ცესკოს ახალი შემადგენლობის საქმიანობა ზუსტად შეესაბამება ამ სალოგანებს. პირველი მათგანი - "ცესკო - დემოკრატიის სერვისი!" შეიძლებაცოტა ხმამაღალია, რადგან მხოლოდ არჩევნები არაა დემოკრატიის სერვისი, მაგრამ მეორე სლოგანი - "ცესკო თქვენი არჩევანის უზრუნველყოფა!" ძალიან კარგად აღწერს იმ პროცესებს, რომლითაც ცესკო არის დაკავებული", - ამბობს ექსპერტი სოსო გალუმაშვილი.

მართლაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ცესკო ამომრჩევლებში ნდობას აშკარად იწვევს და სწორედ ამიტომ, ამ ნდობის გამყარებაა ის სლოგანები, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიისთვის შეირჩა.

"ცესკო - დემოკრატიის სერვისი!" და "ცესკო თქვენი არჩევანის უზრუნველყოფა!" - ორივე სლოგანი შესანიშნავია, რადგან ზუსტად ასახავს ცესკოს ხედვასა და მის მთავარ მისიას მოახდინოს არჩევანის უზრუნველყოფა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ამომრჩეველმა კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და თავისი სამოქალაქო ვალი განახორციელოს“, - ამბობს ვაკა გორგილაძე.

"ცესკო - დემოკრატიის სერვისი!" - ეს სლოგანი ცესკოს რეალურ მისიას უფრო მეტად შეესაბამება. ხოლო რამდენად მოახერხებს ცესკო ამ მისიის შესრულებას, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ის, რომ ახლანდელ ცესკოს წინა ცესკოებთან განსხვავებით საზოგადოებასთან ურთიერთობის "აგრესიული" პოლიტიკა ჰქონდა",-ასეთია ექსპერტ ლელა იაკობაშვილის აზრი.

რეინის კონჩელოვსკის მიაჩნია, რომ "ცესკო - დემოკრატიის სერვისი!" თავისი ჟღერადობით და ფორმით საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. "ხშირად მიწევს ევროპულ ქვეყნებში მუშაობა და გარწმუნებთ, რომ "ცესკო- დემოკრატიის სერვისი!" ერთერთი საუკეთესო სლოგანია, რომელიც როდესმე მინახავს ან გამიგია. მიმაჩნია, რომ ინგლისური ენის მეშვეობით ყველაზე მარტივად და ლაღად ხდება ნებისმიერი შინაარსის მქონე ენობრივი ფორმულის კონსტრუირება, თუმცა ამ სლოგანმა, ჩემი აზრით, თავისი სიმარტივით, ლაკონურობითა და შინაარსობრივი დატვირთვით საუკეთესო ევროპული ნიმუშები დაჯაბნა".

ამ მოსაზრებას ასევე ეთანხმება მიხო ქოჩაკიძე. "ჩემი აზრით ცესკოს ეს სლოგანი ყველაზე ცხადათ გადმოსცემს ცესკოს ამოცანებს და მისიას, ამასთან ერთად ეს სლოგანი ადვილად დამახსოვრებადია და... ცოცხალია, მასში აშკარად ჟღერს ენერგეტიკა".

ქალბატონი ლელა რესპუბლიკელების სლოგანს "განთავისუფლდეთ" საინტერესოდ აფასებს: -შეიძლება გათავისუფლდე საკუთარი კომპლექსებისგან, მარწუხებისგან და ა.შ. თუ არ იქნება დაკონკრეტებული რა მიმართულებით აპირებს რესპუბლიკური პარტია "გაათავისუფლოს", მაშინ ეს სლოგანი ცოტა არ იყოს გაუგებარია. თანაც ამ სლოგანში, ვფიქრობ, გაჟღერებულია არა ოპერატიული, არამედ გრძელვადიანი მისია".

ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნინო ბურჯანაძის პარტიის სლოგანმა. "უბლოკო სტატუსი საქართველოს გამთლიანებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის" ცოტა გრძლად, მაგრამ აშკარად საინტერესოდ ჟღერს. პრაქტიკულად პირველად ხდება, რომ პოლიტიკური პარტია ოფიციალურად აფიქსირებს იმას, რომ მისი მთავარი მიზანი არსად გაერთიანება არ არის. ისე, ერთხელ ზვიად გამსახურდიამაც თქვა, საქართველო არცერთი კავშირის წევრი არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირიდან დაწყებულიო. ქალბატონი ნინოც სწორედ ამ მიმართულებით აკეთებს აქცენტს და იმედი აქვს, რომ უბლოკო სტატუსის მომხრე საქართველოში ბევრია.

"ჩემთვის ეს სლოგანი თავიდან ბოლომდე გაუგებარია. სლოგანი ხომ გამჭვირვალე უნდა იყოს, მისი სიტყვათა წყობა რაღაცას უნდა ესადაგებოდეს... ადამიანს უწევს ჩაატაროს ძალიან დიდი გონებრივი სამუშაო, რომ ჯერ მიხვდეს უბლოკო რა არის, მერე სლოგანის პირველი ნაწილი მეორე ნაწილს დააკავშვიროს",-ასეთია ლელა იაკობაშვილის აზრი.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ სლოგანის პირველი ნაწილი არ არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი, რადგან არის ძალიან რთული, აღსაქმელად გაუგებარი და ამავდროულად არანაირ პოზიტიურ შინაარსს არ ატარებს. მეორე ნაწილი გარკვეული განმარტებაა პირველი ბუნდოვანი ნაწილის და აქ მე მგონი ბევრი საუბარი არ სჭირდება რას ეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთო ჯამში სლოგანი და მისი პირველი ნაწილი განსაკუთრებით, არ არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და სადღაც გარეთ ეძებს ადრესატებს",-ასე ახასიათებს სოსო გალუმაშვილი ბურჯანაის პარტიის სლოგანს.

და რაღა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ექსპერტთა აზრი მმართველი გუნდის სლოგანზე "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" იყო.

ვაკა გორგილაძე: ქართული ოცნების სლოგანის ეს ტრიადა პარტიის პრიორიტებბზე მიანიშნებს. თავისფლება- არისის რაც უკვე მოხდა, ანუ მოხდა ხალხის გათავისუფლება, ლიბერალიზაცია და თუ რესპუბლიკელისთვისეს არის სამომავლო გეგმა, ქართული ოცნებისთვის უკვე გავლილი ეტაპია. სწრაფი განვითარების მეშვეობით კი ოცნება ცდილობს კეთილდღეობის მიღწევას. მოკლედ, საერთო ჯამში სლოგანი საკმაოდ ლოგიკური, შინაარსიანი და დამახოვრებადია.

სოლომონ გალუმაშვილი: ჩემი ნება რომ ყოფილიყო სლოგანში სწრაფ განვითარებას შევამცირებდი და დავტოვებდი განვითარებას, მაგრამ რატომღაც ქართული ოცნების მესვეურებმა ჩათვალეს რომ მათი მმართველობის შემდეგი ოთხწლიანი ციკლის პერიოდში აქცენტი გაეკეთებინათ მხოლოდ განვითარებაზე კი არა სწრაფ განვითარებაზე. ვფიქრობ ამ შემთხვევაში სიტყვა სწრაფი მხოლოდ მეტაფორული გაძლიერებისთვის არის გამოყენებული. თავისუფლებაში აქ იგულისხმება არა მხოლოდ პიროვნული თავისუფლება, ან მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ იგულისხმება ბიზნესის თავისუფლება, სხვადასხვა სფეროების თავისუფლება და ა.შ. ეს არის გარკვეულწილად სარკული ვარიანტი, ძირითადი მოწინააღმდეგის მოქმედებაზე, სადაც ეს პრიორიტეტი არ არსებობდა. და ბოლოს კეთილდღეობა - ეს არის რაღაც ახალი მიმართულება ქართული ოცნების კონცეფციაში. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება შეეცდება ამომრჩეველს, ქვეყნის მოსახლეობას თავი სწორედ კეთილდღეობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯებით დამახსოვროს.

დღემდე სიტყვა კეთილდღეობა მხოლოდ შევარდნაძეს ჰქონდა გამოყენებული, 1999 წელს - "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე“, თუმცა იქ ეს დაპირება ვერ შესრულდა და შევარდნაძის ეპოქა დარჩა როგორც გარკვეულწილად სტაბილურობის ეპოქა ისტორიაში. ასეთივე ეპოქის შექმნას ფიქრობს ქართული ოცნებაც, რომელიც იქნება კეთილდღეობის სახელით შესული ისტორიაში."

ლელა იაკობაშვილი: "თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ - შედარებით გასაგები სლოგანია, თუმცა ეს სლოგანი რაღაცნაირად იმეორებს მოქალაქეთა კავშირის მაქსიმალურად მშვიდობიან სლოგანებს. ვფიქრობ, უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტიისათვის, უფრო მეტი კონკრეტიკა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა."

კახა მაღრაძე: "ამ სლოგანის პირველი ნაწილით ალბათ იმის თქმა უნდათ რომ თავისუფლება მოგვიტანეს და ახლა ამ თავისუფლების შენარჩუნებას გვპირდებიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე გავშიფრე... და ახლა სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის დრო მოდის. ადრე მოქალაქეთა კავშირს ჰქონდა სლოგანი - "სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე. ქართული ოცნების სლოგანი რაღაცით ამ სლოგანს მაგონებს".

საბოლოოდ, ექსპერტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ პირველი ადგილი ცესკოს სლოგანს "ცესკო - დემოკრატიის სერვისი!" ეკუთვნის, მეორე ადგილზე "ქართული ოცნებაა", გაგიკვირდებათ და, მესამე ადგილი ნონო ბურჯანაძის პარტიას ერგო, შემდეგ ირაკლი ალასანია მოდის, შემდეგ პაატა ბურჭულაძის ბლოკი, ლეიბორისტები და... ბოლოსწინა ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" სლოგანი.

 

წაკითხულია 1738 ჯერ

Related items

  • დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა

    „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით) მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

    დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

    ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22  იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.  

    უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა  რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში -  0,52%-ში ფიქსირდება.

    მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. 

  • არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

    21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge

    „მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

    უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

     

    მაჟორიტარულისაარჩევნოოლქი

    მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

    №1 - მთაწმინდა, კრწანისი

    №2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1 727)

    №41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769) 

    №2 - ვაკე

     

    №2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

    №41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549) 

    №3 - საბურთალო

     

    №24 - ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)

    №41 - დავით სერგეენკო-89.92% (24 697) 

    №4 - ისანი

     

    №5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)

    №41 - კახა კახიშვილი -92.15% (22 055) 

    №5 - სამგორი

     

    №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3 573)

    №41 - სოზარ სუბარი -88.68% (27 993) 

    №6 - დიდუბე, ჩუღურეთი

     

    №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3 188)

    №41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522) 

    №7 - ნაძალადევი

     

    №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

    №41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23 629) 

    №8 - გლდანი

     

    №5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3 032)

    №41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25 474) 

    №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

     

    №5 - გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

    №41 - ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83% (44 616)

    №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

     

    №5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2 076)

    №41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25 728) 

    №12 - რუსთავი, გარდაბანი

     

    №5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

    №41 - ნინო ლაცაბიძე - 89.79% (35 297) 

    №16 - ხაშური, ქარელი

     

    №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

    №41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602) 

    №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

    №5 - კახა გეწაძე - 8.06% (3 488)

    №41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39 810) 

    №23 - ქუთაისი

     

    №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2 626)

    №41 - ზაზა ლომინაძე - 91.92% (29 866) 

    №27 - ზუგდიდი

    №5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2 064)

    №41 - ირაკლი ჩიქოვანი - 93.88% (31 678) 

    №28 - ბათუმი  

     

    №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

    №41 - რესან კონცელიძე - 87.81% (30 057) 

    №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

    №5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

    №41 - ანზორ ბოლქვაძე - 88.19% (32 062) 

     

    ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

     

     საარჩევნოოლქი

     

    მეორეტურშიგასულიკანდიდატები

    №59 - ქუთაისი

    №5 - გრიგოლი შუშანია - 7.98% (2 595)

    №41 - იოსები ხახალეიშვილი - 92.02% (29 911) 

  • ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით

    შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

    აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

    ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებულია წინასწარი შედეგები შემდეგ ბმულზე:

    results.cec.gov.ge

  • ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

    „როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.  კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

    შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით,  ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge -ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების  27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით. 

    „შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე. 

    კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.  

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

    „რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

    მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

    დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

    „საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

    როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge

    მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური