საკრებულოს დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 13:14

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია  საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობითა და წარმომადგენლობითი ორგანოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის ლევან დარახველიძის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის, ასევე   საკრებულოს წევრების -დავით უთმელიძისა და იოსებ მანჯავიძის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. 
დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას 26-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ, რომელიც ქალაქ კრინიცაში 6-8 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 9 სექტემბერს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები  ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრებიან, სადაც 9-11 სექტემბერს ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქის საბჭოში  გამართავენ. 
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს არის უკვე 26-ე ფორუმი, რომელსაც  არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  წარმომადგენლობითი, მუნიციპალური და სამთავრობო დელეგაციები  ესწრებიან. 
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მსგავსი შეხვედრები  სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებისა და რაიონების განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების წარმართვისათვის უნიკალური შესაძლებლობაა.

26-ე ეკონომიკური ფორუმი, რომელიც  ცენტრალურ ევროპაში თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა, 25 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების, მთავრობის წევრებისა და ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღები პირების შეხვედრის ადგილი იყო. 
ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეები მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ და  მისი პროგრამა დებატებით, თემატური ბლოკებით და ანგარიშებით იქნება დატვირთული. 
ფორუმის ფარგლებში 6 პლენარული სესია,  180-ზე მეტი საჯარო დისკუსია და სემინარი გაიმართება. 
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში 12 სექტემბერს დასრულდება. 

წაკითხულია 505 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები კიდევ 400-მდე ოჯახს გადაეცათ

    დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ.

    საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ.

    საკრებულოს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

    თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

    „თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

  • პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

    მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
     
    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში.
     
    12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809  მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

  • ევროსაბჭო პოლონეთს „დემოკრატიის მონიტორინგს“ უწესებს

    დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე პოლონეთის საკითხის განხილვას. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო და საპარლამენტო ასამბლეის სესიის მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ძმები კაჩინსკების მიერ დაფუძნებული კონსერვატიული „კანონისა და სამართლიანობის" პარტია უდგას სათავეში, უკვე მრავალი წელია ევროპელი ლიბერალების კრიტიკის ობიექტია.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა რა მოხსენება პოლონეთში არსებულ სიტუაციაზე, ოფიციალური ვარშავისთვის ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ მონიტორინგის პროცედურა დაიწყო, რასაც დამწყები დემოკრატიის ანდაც არადემოკრატიული წევრების მიმართ აკეთებს ხოლმე. პრინციპში, პოლონეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მონიტორინგი დაუწესეს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის მიმართ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა მონიტორინგის პროცედურის დაწყება „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის" პრინციპის ფუნქციონირების კუთხით, რადგან „ბოლოდრიონდელმა რეფორმებმა მძიმედ დააზიანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა".

    მონიტორინგი გულისხმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების რეგულარულ ვიზიტებს ქვეყანაში და მიმდინარე პროცესების პერიოდულ შეფასებას იმ კუთხით, რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

    ამჟამად მონიტორინგის ქვეშ, პოლონეთის გარდა, კიდევ ათი ქვეყანაა - საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სერბეთი.

  • საქართველოს ჩინეთის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია ეწვია

    6–8 ნოემბრს საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია  ეწვია.

    დელეგაციას სიჩუანის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი (პროვინციის გუბერნატორის დონე ჩინეთში)  ბატონი ვანგ იანფეი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: სიჩუანის სახელმწიფო ქონების კონტროლისა და მართვის კომიტეტი (SASAC); სიჩუანის ვაჭრობის დეპარტამენტი, სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი;  სიჩუანის საინვესტიციო კორპორაცია; სიჩუანის ენერგეტიკული ინვესტიციის კორპორაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუქციის  მწარმოებელი ჯგუფი - უ ლიანგიე (WuLiangye Group).

    7 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუციის მთავარი მწარმოებელი ჯგუფის - უ ლიანგიე (WuLiangye Group) მიერ ორგანიზებულ საღამოზე, ჩინურ-ქართული მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე და იდეებზე ისაუბრეს. ასევე, სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ „უ ლიანგიე“ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ.

  • თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან

    2019 წლის 16 აგვისტოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივის „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში, თბილისს ესტუმრა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან.

    დელეგაციის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, „მშრალ ხიდზე“ ცოცხალი პერფორმარსი გამართა.

    მათ ქართველ დამთვალიერებელს აჩვენეს უნიკალური ჩინური ხელოვნების ნიმუშები და კულტურული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ნითები და ნაკეთობები.

     

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური