ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 11:31

საქართველოს ეროვნული საფეხბურთი ნაკრების ავსტრიასთან მატჩის ოფიციალური განაცხადი ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა 23 კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ მარცვალაძემ ტრავმა მიიღო და გუნდს წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ეროვნულმა ნაკრებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე, ს.კ. ზესტაფონის მოედანზე ჩაატარა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების შესაძლებლობა პირველი 15 წუთის განმავლობაში ჰქონდათ. ვარჯიშის დაწყებამდე კი, "დინამო არენას" საკონფერენციო დარბაზში ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია შედგა. მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ეროვნული გუნდის წევრმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე
tkt.ge/georgiavsaustria. და დინამოს სალაროებში შეუძლიათ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები  20:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

წაკითხულია 1160 ჯერ

Related items

  • საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
    26 ივლისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა „MÜSİAD“-ის („დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციაცია“) ბათუმის ოფისის ხელმძღვანელთან, ჰამზა ქოსესთან.
    გ. ჯაფარიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჰ. ქოსე სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს „Ayder Health Georgia“ დამფუძნებელი და მფლობელია, რომელიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას თურქეთის წამყვან კლინიკებში.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეების მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
  • ქართული კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება!

    საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება! 

    კლუბი  "დინამო თბილისი" მფლობელის რომან ფიფიას ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად თავაზობთ:
    „მოგესალმებით,
    დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.
    გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.
    მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.
    ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.
    დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს“.
  • ჯოზეფ ბორელი: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში პოლიტიზებული სამართლის არსებობა დაუშვებელია

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

    თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“  მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“. 

    „ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“,  — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.  

    გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე!

    წელს, პირველად, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა!
    სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის European Minifootball Federation ახალი წევრი, შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა!
    წელს, ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი კი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა.
    პირველივე თამაშის შემდეგ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.
    შერკინება მერვედ ფინალში, საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.
    საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი - ბესარიონ არველაძეა.
    მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს - მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.
    საქართველოს ნაკრები, ევროპის მინი ფეხბურთის სამყარომ, გაიცნო როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი! მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

  • საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

    5 ივნისს, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან.
    მონტენეგრო ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი აფციაურმა გაიტანა.

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი.

    6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური