არქიმანდრიტი ანთიმოზი ბოდიშს იხდის

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 ივნისი 2015 18:49

არქიმანდრიტი ანთიმოზი საქართველოსა და პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინცინდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის:

"ლუკა მსაჯმა რომ გააგდო და მინდვრიდან რომ გადიოდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, ამ ბიჭმა ფეხბურთს საერთოდ არ დაანებოს თავი-მეთქი. ჩემი საქციელი იყო ლუკას მხარდაჭერა იმ მომენტში. მსაჯთან მცირე ინცინდენტის გამო, ბატონ პეტრესქუს და სპორტულ სამყაროს ბოდიშს ვუხდი.
ლუკას ტყვილა არ დავარქვი ბრაზოვიჩი.
მალე ყველას დაგიმტკიცებთ რომ დიდი ფეხბურთელი იქნება და საქართველოს ასახელებს.
ისე, მეც ცოტა ბრაზიანი ვარ", - წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანთიმოზი.

გაბრაზებულმა ლუკა ზარანდიამ მსაჯის მისამართის ბურთი გაისროლა, რის გამოც 87-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. 

შეგახსენებთ, შეხვედრის დასრულების შემდეგ  არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელის გვირაბში შევიდა და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც  არქიმანდრიტი ანთიმოზი თავდაპირველად უარყოფდა. ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ფაქტი დაგვიდასტურეს. ინციდენტის გამო უეფა სფფ-ს სანქციებს დააკისრებს.

წაკითხულია 917 ჯერ

Related items

  • არქიმანდრიტ ანთიმოზის გამო ფეხბურთის ფედერაცია სკანდალში გაეხვა

    არქიმანდრიტ ანთიმოზის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სკანდალში გაეხვა. შემთხვევა საქართველოსა და პორტუგალიის  19 წლამდელთა ნაკრების მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 წააგეს. გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი რუმინელ მსაჯ პეტრესქუს გასახდელში შეუვარდა   და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახური გვიდასტურებს:

    „სამწუხაროდ, გასახდელების გვირაბამდე შემოაღწია, სტუარდს უთხრა, ჩემი სულიერი შვილები არიან, წაგებას განიცდიან და უნდა დავლოცოო. მერე შემოვარდა და მსაჯისკენ გაიწია.  სტუარდებმა დროულად მოახერხეს მისი გაყვანა.

    უეფას დელეგატმა გუშინ შეადგინა რეპორტი, სადაც დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და გადააგზავნა. რა სანქციები იქნება ჯერ არ ვიცით. ტურნირი ძალიან კარგად მიდიოდა, უეფას დელეგატისგან დადებითი  შეფასებები იყო.  ახლა კი ფულადი ჯარიმა იქნება, რომელიც ფეხბურთის  ფედერაციამ უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა "ნიუსდეისთან" საუბრისას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ეკა ელოშვილმა.

    არქიმანდრიტი ანთიმოზი მომხდარ ფაქტს უარყოფს და ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს:

     “ეხლა ავრცელენენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესქუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში, რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო”,-  აღნიშნავს  არქიმანდრიტი ანთიმოზი.

    საქართველო 19 წლამდელთა ელიტრაუნდს წარმატებით მასპინძლობდა და უეფას დელეგატების სიამპატიაც აშკარა იყო, რაც შემდეგი ტურნირების მასპინძლობისთვის დაგვეხმარებოდა, თუმცა მომხდარი ფაქტი არა მხოლოდ მიმდინარე ტურნირზე, არამედ შემდეგ ეტაპებზეც უარყოფიდად აისახება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური