„რომპეტროლ საქართველომ“ ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელი ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 16:58

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერმა კომპანია „რომპეტროლმა“, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს გამარჯვება მიულოცა. შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი დაესწრნენ.

„რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის შედეგია. ამიტომ ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ", - განაცხადა “რომპეტროლ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა კაირატ კაბილოვმა.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს კომპანია  „რომპეტროლ საქართველომ“ ფასიანი საჩუქრები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია  „რომპეტროლ საქართველო“ მეორე წელია ძალოსნობის ფედერაციის სპონსორია.

წაკითხულია 627 ჯერ

Related items

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

    ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 

    ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

    ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

    მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
    ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

    კაცები

    +105 კგ

    1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
    2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
    3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

  • რომპეტროლის სიურპრიზი მომხმარებელს!

    მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „რომპეტროლ საქართველომ“ გადაწყვიტა დანერგოს ლოიალობის პროგრამა და ა.წ. 1 აგვისტოდან თავის ერთგულ მომხმარებელს შესთავაზებს მის ახალ პროდუქტს - რომპეტროლის ფასდაკლების ბარათს.

    განსაკუთრებული მექანიკის წყალობით, რომპეტროლის ბარათი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება საწვავზე და ამასთანავე, ჩაერთოს გათამაშებაში: „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!“.

    ბარათის მიღება შესაძლებელია 30 ლარის ნებისმიერი საწვავის შეძენისას შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო, გააქტიურებული ბარათის გატარებით ყოველ მომდევნო 30 ლარზე მომხარებელი მიიღებს გათამაშების ბილეთს, რომელიც საშუალებას მისცემს მას გახდეს  ისეთი პრიზების მფლობელი, როგორიცაა ახალი ავტომობილი Mercedes-Benz E-Class, IPnone 7 და უმაღლესი ხარისხის საწვავის ვაუჩერები.

    ბარათის გასააქტიურებლად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და დატოვოს  რომპეტროლის ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრში, სათავო ოფისში ან თავად გაააქტიუროს იგი საიტზე card.rompetrol.ge

    მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათი დაწინაურდება კლასიკიდან პრემიუმზე, ხოლო პრემიუმიდან - გოლდზე, რის შედეგადაც  მომხმარებელი საწვავზე ბარათის ტიპის შესაბამისად გაზრდილ ფასდაკლებას მიიღებს.

    რომპეტროლის ბარათის  დამატებით კომფორტს მოუტანს რომპეტროლის მომხმარებელს.

    გათამაშებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ აქ:

    card.rompetrol.ge
    www.fb.com/rompetrolgeorgialtd

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ელ.ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

    ტელ: (+995 32) 291 07 27 / 291 07 63 / 291 07 78 (მარკეტინგის დეპარტამენტი)

     

  • ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

    ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

    მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

    პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

    „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

    ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

    8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

    18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

    საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

  • სპორტკომპლექსში არენა2 საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა

    პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, სპორტკომპლექსში „არენა 2", ახლადგახსნილი საბავშვო სპორტული ცენტრი დაათვალიერა. მინისტრთან ერთად საბავშვო ცენტრს, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი სტუმრობდნენ. 

    „შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტრადიციად იქცა კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტული მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს.  განსაკუთრებით კარგია, რომ ეს პროექტი ბავშვების ჯანსაღად აღზრდას ემსახურება და ხელს უწყობს მათ პირველ ნაბიჯებს სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვარჯიშები და პირველი გაკვეთილები დაეხმარებათ მოზარდებს კონკრეტულად სხვადასხვა სპორტის სახეობაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილის ათვისებაში. 

    ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა.  სამომავლოდ, პროექტმა შესაძლოა არა მხოლოდ თბილისი, არამედ რეგიონებიც მოიცვას და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი საუკეთესო ადგილი იქნება, როგორც ჩვენი პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის." - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

    საბავშვო სპორტული ცენტრი, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მცირეწლოვანი პატარების, ასევე მოზარდების და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის ცენტრია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა პროგრამებს, ასევე პერსონალურ და საოჯახო ვარჯიშებს.

    ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობებით,  სპორტული სავარჯიშოებით სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის - ბატუტებით, გასაბერი აკრობატული ბილიკით, პარალონის ორმოთი, ლეიბებით და სხვადასხვა სავარჯიშო დანადგარებით. ცენტრში მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო პირობებია შექმნილი და სავარჯიშო გარემო სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

    ასევე, აღსანიშნავია, რომ ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი მწვრთნელ-მასწავლებლები, რომლებიც ტესტებისა და დაკვირვების შედეგად შეძლებენ განსაზღვრონ მოზარდთა ფიზიკური შესაძლებლობები და სპორტული მიდრეკილებები სამომავლოდ სპორტის კონკრეტული სახეობის არჩევისას.

    საბავშვო ტანვარჯიშის ცენტრის შექმნის მთავარი მიზანია მოზარდ თაობაში ფიზიკური კულტურის როლის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება  და ბავშვთა სპორტის განვითარება საქართველოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური