ინგა გრიგოლია დისშვილის ქორწილში ვერ წავიდა - ნახეთ, ფაქოს და ნინი ძაძამიას ულამაზესი ქორწილის ფოტოები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 23:54

''ბინა 18''-ის წამყვანი ლევან გოგორელიანი, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი, როგორც ფაქო, დაოჯახდა და ცოლად, ინგა გრიგოლიას დისშვილი, ნინი ძაძამია მოიყვანა.

წყვილმა ქორწილი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ვიწრო წრეში გადაიხადა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფაქოს და ნინის ქორწილის ფოტოები.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ქორწილში არ იმყოფება ინგა გრიგოლია, რომელიც სავარაუდოდ დაძაბული სამუშაო დღის გამო ვერ ახერხებს დისშვილის ქორწილში ყოფნას.

Rating

Rating

წაკითხულია 1905 ჯერ

Related items

  • ინგა გრიგოლიას ქალიშვილის მთავარი ცეკვა ქორწილში

    ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამი გათხოვდა, მისი მეუღლე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.
    ნიკოლოზი და მარიამი დიდი ხანია შეყვარებულები არიან, თუმცა, ამის მიუხედავად, წყვილმა ყველა წესის დაცვით იქორწინა. ზაფხულში მათ ნიშნობა ჰქონდათ, დღეს კი ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
    მარიამ გრიგოლია საკურთხეველთან დედამ მიიყვანა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ანუკი არეშიძემ შეუკერა.

  • იძულებული გავხდი, ხელოვნურად შემეწყვიტა ფეხმძიმობა" - ინგა გრიგოლია "პროფილში"

    ხუთშაბათს, მაია ასათაინის საავტორო გადაცემა "პროფილში" ინგა გრიგოლია პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს.

  • ''დავრჩი ასე ცარიელ-ტარიელი'' - ინგა გრიგოლია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

    ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქში" წერს:

    "დავკარგე ჩანთა,საბუთებით, ფულით, ყველა საჭირო ნივთით. ხოდა დავრჩი ასე ცარიელ-ტარიელი(((( თუ ვინმე იპოვის, საბუთებიც ძალიან მჭირდება და ფულიც და ეგებ გამიხსენოთ", - წერს გრიგოლია.

  • ,,წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა" - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას?

    ჟურნალისტი და  ტელე-წამყვანი ინგა გრიგოლია ავარიას გადაურჩა. ამის შესახებ ტელე-წამყვანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს:

    ინგა გრიგოლია: "ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან...გადმოვდივარ გადასასვლელზე. ჩემი გზაა, მწვანე ანთია, მოვდივარ და ვფიქრობ გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე... არსაიდან უეცრად გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა. კივილი, მუხრუჭების საშინელი ხმა და ინსტიქტურად სადღაც გადავხტი. მოკლედ გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ. მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. თურმე არ მცოდნია და დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში". წერს ინგა გრიგოლია.

  • ინგა გრიგოლია მაყურებელს დროებით ემშვიდობება - „პროექტს უმაგრესი ჟურნალისტი გააგრძელებს“

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ დროებით მაყურებელს ემშვიდობება:

    “ხვალ ამ “დღის ამბებში“, რომელიც ერთი წელია მიმყავს, ბოლო დღე მაქვს და მერე ცოტა ხნით დაგემშვიდობებით პროექტს ყოველ სამუშაო დღეს, ორზე და ოთხზე უმაგრესი ჟურნალისტი გააგრძელებს, რომელიც ყოველთვის ისე საინტერესოა, რომ ეკრანს ვერ ვწყდები ხოლმე მისი ეთერებისას მე კი თებერვლიდან ტვ “პირველზე“ დიდ თოქ-შოუს ვიწყებ.

    დიდი სადისკუსიო სივრცე იხსნება, დარბაზით, ფართო აუდიტორიით და წავიყვან კვირაში ორჯერ არხზე კიდევ ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. მე კი აშკარად მომენატრა დიდი სტუდია, პოლოტიკურ-სოციალური თოქ - შოუები მთელი თავისი ფურფუშელებით. 

    მოკლედ, ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი რეაქცია და დიდი თოქ-შოუთი განვაგრძობ ტვ“პირველზე, მუშაობას ხვალ კი დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ვინც თავიდან გვენდეთ და თავიდანვე მხარს გვიჭერდით და თანამშრომლობდით, როცა ახალი არხის კეთება დავიწყეთ და როცა ჯერ კიდევ არავის სჯეროდა, რომ დღის გამოშვებები შეიძლებოდა ყურებადი ყოფილიყო“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური