რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: ყველაფერი ტყუილია... პუტინი და ერდოღანი ვერ შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 13:30

გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტის, გენერალ ლეონიდ ივაშოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ოპერაციების ჩატარების თაობაზე არ შეთანხმებულან, მოსკოვმა ამ თანხმობაზე უარი განაცხადა.

ივაშოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ″პოლიტიკაში ყოველთვის ნაკლები სიმართლეა, ამ საკითხთან დაკავშირებით კი თურქეთის მხრიდან სიმართლე არ არსებობს. იმიტომ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქული პრესა რასაც წერს სიმართლეს არ შეესაბამება, ყველაფერი ტყუილია.″

ივაშოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანკტ-პეტერბურგში ორი ლიდერის შეხვედრის დროს როგორც ISIS, ისე სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

″მაგრამ რუსეთს ამ სპეცოპერაციისთვის თანხმობა არ მიუცია და ვერც მისცემდა. რადგან რუსეთი საერთაშორისო წესებსა და გაერო-ს კანონებს ემორჩილება. თურქეთი საკუთარი ქმედებებით რეგიონში არსებული სამართლებრივ სისტემას ზიანს აყენებს.″-განაცხადა ივაშოვმა. 

წაკითხულია 508 ჯერ

Related items

  • თურქეთის პრეზიდენტს მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

    მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულმა ასოციაციამ (IPA) თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, ლტოლვილ ბავშვებისთვის  გაწეული დახმარებისათვის, „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    IPA-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დაწესებულების წარმომადგენლები თურქეთში იყვნენ ჩასული. მათ ლტოლვილთა ბანაკებში არსებული სიტუაცია და მათი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს რა, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანზე  „მშვიდობის საერთაშორისო ჯილდო“-ს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაწეული დახმარებით მრავალი  ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მსოფლიოს საერთაშორისო პედიატრიულ ასოციაციას 1 მილიონზე მეტ პედიატრი ჰყავთ გაწევრიანებული და 140 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

  • პუტინი: თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით

    თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

    ″The Putin Interviews″(პუტინის ინტერვიუები) დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა, 15 ივლისს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შესახებ ისაუბრა.

    ″თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ გადატრიალების მცდელობაში აშშ რაიმე როლს ასრულებდა. მაგრამ მე ამ ლოგიკით შემიძლია ვიმსჯელო: თუ გიულენი მართლა მონაწილეობდა გადატრიალების მცდელობაში, მაშინ ამის შესახებ ამერიკის სპეცსამსახურებს რომ არ სცოდნოდათ ძნელი დასაჯერებელია.″-განაცხადა მან.

    პუტინმა ინტერვიუში ინჯირლიკის ბაზის შესახებაც ისაუბრა.

    ″ამასთანავე, როგორც ცნობილია თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე ამერიკელებთან ერთად მომსახურე თურქი სამხედროებიც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ამერიკელებს თურქეთის ბაზაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღიც აქვთ და არავინ იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი დრამატული მოვლენების დროს″.-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

    წყარო: http://www.kronos.news/tr/putin-gulenin-darbe-girisiminde-yer-aldigi-konusunda-fikrim-yok/

  • ევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ

    თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიდად მოწადინებული არ არის,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

    იუნკერის თქმით, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ″თუ ჩვენ ერდოღანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დავუჩოქებთ.″-განაცხადა მან.

    გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან საუბრისას იუნკერი ამბობს, რომ მან პრეზიდენტ ერდოღანს ბოლო შეხვედრაზე განუცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მკაფიო უნდა იყოს. იუნკერის თქმით, თურქეთში ძალიან ბევრი ევროკავშირის მომხრეები არიან, მაგრამ მთავრობა ამ საკითხში დიდად მოწადინებული არ არის.

    ″როგორც ჩანს, თურქეთი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს და ამის პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს. ევროკავშირი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შემწყვეტი მხარე არ იქნება, “მე ხელშეკრულებების ერთგული ვარ. ჩვენ 1999 წელს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი კანდიდატ ქვეყნად გამოვაცხადეთ. ეს ჯერ კიდე ძალაშია.″-განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

    ჟან-კლოდ იუნკერი ხაზგასმით აღნიშნავს, თურქეთმა ევროკავშირის წესებს პატივი უნდა სცეს და დასძენს, რომ ევროკავშირი, ისეთი ჩვეულებრივი გაერთიანება კი არ არის, არამედ საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა.

    http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/758195/AB_den_Turkiye_aciklamasi.html

     

  • პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ლედერებთან დონეცკსა და ლუგანსკში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

    რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, რუსეთის ლიდერთან საუბრისას, მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ცალკე განხილვის თემა იყო რუსი და უკრაინელი ტყვეების საკითხი. უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ,,ნორმანდიული ფორმატი” 2014 წლიდან ფუნქციონირებს. 

     
     
  • The Economist : ერდოღანს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე აღმზრდელობით ტონში ლაპარაკის უფლება არ აქვს
    ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი The Economist-ი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიმართ გაკეთებულ ნაცისტურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერდოღანის მთავრობას არ აქვს უფლება, ვინმეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასწავლოს. ქვეყანაში ყალბი მტკიცებულებებით 40 ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, ქურთი პოლიტიკოსები და 100-ზე მეტი ჟურნალისტი. ჟურნალი Economist-ი გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ერდოღანს გააჩნია „განსაკუთრებული“ უნარი, აღმოაჩინოს ფაშისტები იქ, სადაც მათ ვერავინ ამჩნევს. ერდოღანის მიერ ″ნაცისტური გადმონაშთების″ შესახებ გაკეთებული განცხადება ევროპელებისთვის საშინელი ხუმრობაა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთში 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე ყველა, ვინც „არას“ თქმას აპირებს , ტერორისტად ცხადდება. ჟურნალი ასევე ადგილს უთმობს, ვენეციის კომისიის მიერ ″ავტოკრატიის სახელმძღვანელოდ″ შეფასებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს პარტიული პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას. ″არსებობს მინიშნებები, რომ ეს კრიზისი თავად ერდოღანმა შეგნებულად გამოიწვია. ჰოლანდიის ხელისუფლებამ, მიმდინარე საარჩევნო სამზადისის გამო, თურქეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მიტინგი არ ჩაეტარებინა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული იქნებოდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ჰოლანდიის მთავრობის ნებართვის გარეშე, როტერდამში ჩასვლა დაიჟინა. თუმცა საზღვარგარეთ პროპაგანდული საქმიანობა თურქეთის კანონმდებლობის მიხედვითაც აკრძალულია″, -აღნიშნულია სტატიაში. ″ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რეფერენდუმზე ერდოღანის კონსტიტუციის მომხრეთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ერდოღანის მხრიდან ყველაზე დიდ ინვესტორთან -ჰოლანდიასთან და ყველაზე ახლო პარტნიორთან-გერმანიასთან ურთიერთობის გამწვავება იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გამოუვალ მდგომარეობაშია ის″,- წერს ჟურნალი. წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-39288175

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური