დედაქალაქის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი ისევ შეუძლოდ გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 12:37

ცოტა ხნის წინ მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი, ელენე მალაშევსკი ისევ შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს. ელენე მალაშევსკიმ ტერიტორია არ დატოვა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვეღარ შეძლებს პროტესტის უკიდურესი ფორმით გაგრძელებას, მას სხვა ჩაანაცვლებს.თბილისის მერიასთან მოშიმშილე ელენე მალაშევსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კახა კოჟორიძემ და ანა დოლიძემ მოინახულეს.მას სთხოვეს, რომ შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილობა და დიალოგის რეჟიმში გააგრძელონ მერიასთან საუბარი, თუმცა პარტიზანი მებაღეობის წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, არ იცვლება მათი მოთხოვნებიც, გადადგეს გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი.

 

წაკითხულია 287 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური