ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ქორწინების ორი წლისთავს აღნიშნავენ
მსოფლიოს ულამაზესი წყვილი ქორწინების 2 წლისთავს აღნიშნავს.
ჰოლივუდის მსახიობები , 41 წლის ანჯელინა ჯოლისა და 52 წლის ბრედ პიტის ქორწინებიდან დღეს 2 წელი გავიდა.
ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ერთმანეთი 2005 წელს "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე გაიცნეს და მათი რომანიც დაიწყო. ანჯელინა და ბრედს ექვსი შვილი ჰყავთ, აქედან სამი ნაშვილები. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი ედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა. თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
2014 წელს წყვილმა იქორწინა. ანჯელინას ქორწილში შვილების ნახატებით მორთული კაბა ეცვა.