შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს სწავლობენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 17:29

შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს სწავლობენ. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გაეცნო. 
მობილური ჯგუფები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებას შეაფასებენ, შემდეგ კი დასკვნას მოამზადებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. პროცესი თბილისიდან დაიწყება და მთელ ქვეყანას მოიცავს. 

წაკითხულია 532 ჯერ

Related items

  • ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

    მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

    ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

    კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

    ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

    ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.

  • დავით სერგეენკო - კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს

    არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. 
    "მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან",- განაცხადა სერგეენკომ.

  • დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის დასასრულებლად კომპანიას 10-დღიანი ვადა მისცა

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნამდე, ზუგდიდში ახალაშენებული ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა, იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და შენობის დასრულების, ასევე არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 10 დღის ვადა მისცა. 

    ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მისცა გაფრთხილება.

    როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება. 

    C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა. 
    ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მართვის ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.ვ

  • დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს

    ჯანდაცვის სამინისტრო ძირითადი ცვლილებების განხორციელებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, პარლამენტში განაცხადა. 
    როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია და დღეს მას პარლამენტის წევრებს წარუდგენს. ,,ძირითადი ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული. პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე - ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე - არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის. მინისტრობის კანდიდატებს დღეს ქუთაიში, პარლამენტში, ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური