"გული მეწვება... ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები დღეს სხედან სახლში..." - რატომ წუხს ნინი ბადურაშვილი და ვის მიმართავს მომღერალი

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 13:47

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ქართულ შოუბიზნესში არსებულ უძრაობის ხანაზე ჩივის და ფეისბუქის პირად გვერდზე ამის შესახებ წერს:

"რამდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან ნიჭიერ ბიჭს, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი, თავის საქმეში რეალიზებული და მოტივირებული იყო... ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს საქმეზე, თუ რა ხდება ჩვენს სფეროში, ის რომ ხელოვანებს საერთოდ დაკარგული აქვთ იმედი, მონდომება და სურვილი იმისა, რომ რამე ახალი შექმნან, რადგან არსებული რეალობა არ აძლევთ ამის საშუალებას! 

ძალიან ხშირად ვხვდები ჩემს კოლეგებს და გული მეწვება რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები, ნიჭიერები, 

 

თავის საქმის პროფესიონალები დღეს სხედან სახლში იმედგაცრუებულნი და მხოლოდ იმის იმედად, თუ ოდესმე სახელმწიფოს გაახსენდება და ოდესმე პატარა ყურადღებას მაინც მიაქცევს ჩვენს სფეროს! ძვირფასო ადამიანებო, ვისაც გეხებათ ეს, ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ ნიჭიერ ადამიანებს სულიერად! შეუწყვეთ ხელი განვითარდნენ, გააკეთონ ახალი! ნუ ჩაგვიკლავთ იმედს და გახსოვდეთ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გვყავს და მათ გაფრთხილება სჭირდება!" - წერს ბადურაშვილი პირად გვერდზე.

წაკითხულია 567 ჯერ

Related items

  • როგორი მერი სურს ნინი ბადურაშვილს თბილისისთვის და რა ამოცანებს უსახავს მას

    მომღერალი ნინი ბადურაშვილი მომავალ მერის არჩევნებს ეხმაურება და მას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, რამდენიმე ამოცანას უსახავს.

    "ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა, რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს: 1 მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში! 

    2. ახალი თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს, რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი!

    3.განტვირთავს საცობებისგან, რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში! 

    4. იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს სკვერებს, ბაღებს, სპორტულ მოედნებს, რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა! 

    და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს!", - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

  • “აწი კონცერტები და ამერიკები ჩემზე იყოს” - ნინი ბადურაშვილი და აშშ-ს ახალი პრეზიდენტი

    ტრამპმა, მსოფლიოს ახალი საფიქრალი გაუჩინა, მათ შორის ქართველებსაც. არ წყდება ბჭობა და კამათი, სოციალურ ქსელში ტრამპზე უამრავ ხუმრობასაც წააწყდებით. ხუმრობენ ქართველებიც. მაია კაჭკაჭიშვილმა ნინი ბადურაშვილს დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოუქვეყნა წარწერით: “ნინი შენი იმედი გვაქვს”.

     

    “აწი კონცერტები და ამერიკები ჩემზე იყოს”- პასუხობს მომღერალი.

    “ხოდა გეტენები ხომ ხედავ”- ხუმრობს კომპოზიტორი.

     

    ბევრმა ნინი ბადურაშვილისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი ფოტო ფოტოშოპის კარგ შედეგად ჩათვალა. თუმცა, როგორც ირკვევა ფოტო რამდენიმე წლის წინ ტრამპის ბათუმში ვიზიტის დროს არის გადაღებული.

  • ნინი ბადურაშვილი სტამბულში მურატ ილდირიმს შეხვდა - "ბიჭი ჯობია"

    ნინი ბადურაშვილი ფეისბუქზე თურქ მსახიობ მურატ ილდირიმთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

    რასაკვირველია, ფოტოს მაშინვე უამრავი კითვა მოჰყვა, თუ სად ნახა თურქი მსახიობი ნინიმ. 

    მომღერალი კომენტარებში მათ პასუხობს, წერს, რომ სტამბულში შეხვდა მას.

    ბევრს გაახსენდა რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, როცა მურატი "ცეკვავენ ვარსკვლავების"ჟიურის წევრი იყო.

    მაშინ ამბობდნენ, მურატ ილდირიმს ნინი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე იყო, უგონოდ შეუყვარდაო.
     თუმცა ამ ჭორს გაგრძელებაარ მოჰყოლია. 

    ამჯერად კი ნინის ფეისბუქმეგობრები მეგობრები სიცილით წერენ კომენტარებში:

    "უხდებით ერთმანეთს. მე არ ვიცი გამოაყოლე ხელს"

    "ბიჭი ჯობია".

  • ნინი ბადურაშვილმა პოლიციელის ფორმა მოირგო - ''მერიდეთ!''

    მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა პოლიციელის ფორმა მოირგო - ''მერიდეთ!'', წერს ნინი სიცილით ფეისბუქზე. მისმა ხუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    ''გიხდება, ნინი'' 

    ''ვერ შეგვაშინებ'' 

    ''დამაკავე, დამნაშავე ვარ''

    ''პოლიციის ფორმას ჯობდა, სამხედრო ფორმა ჩაგეცვა, ის ბევრად მოგიხდება''.

    ''გთხოვთ, დამიბარეთ და გამომკითხეთ, მზად ვარ მოგცეთ აღიარებითი ჩვენება''

    ''სიმღერას თავი დაანებე''? 

    Rating

  • ნინი ბადურაშვილის სკანდალური განცხადება: „ნელი სიკვდილით გვკლავს!“

    ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში, მანქანების ტექ. დათვალიერებასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს.

    ნინი ბადურაშვილი: მოწევა რომ იკრძალება კარგია,მაგრამ როდიდან შემოვა კანონი მანქანების ტექ დათვალიერებასთან დაკავშირებით? ყოველი მესამე მანქანა ბოლავს და ნელი სიკვდილით გვკლავს !

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური