ხალხს აქვს დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, - გიორგი ღვინიაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 აპრილი 2015 11:36

"სამარცხვინოა, რაც დღეს გურჯაანში ხდება. აღარ არის საუბარი მაჟორიტარის ბიუროზე,  ხელისუფლებას  ბლოკირებული აქვს მთელი გამგეობის შენობა.  ხალხს აქვს დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, მაგრამ ჩვენ აქ საჩხუბრად არ ვართ ჩამოსული. ამ ხალხის მსგავსად არ ფიქრობს მთელი გურჯაანის რაიონი და არ ვაკადრებთ მოსახლეობას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ",- განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ოფისში.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურჯაანში "ანტიკორუფციული კომისია" შექმნეს. პარტიის წარმომდგენელები გუშინ გამგეობის შენობაში მივიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია მუშაობას აგრძელებს და დღეს მოსახლეობას შეხვდება. 

წაკითხულია 506 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური