ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ბიჭზე დაინიშნა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 01:59
მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის Like Page-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ და ინფორმაციამ ბევრი საგონებელში ჩააგდო. როგორც ცნობილი გახდა დემნა გვასალია ბიჭზე დაინიშნა. ხოლო მისი რჩეული ლოკ გომეზი გახდა. I said Yes - წერია გავრცელებულ ფოტოზე. დემნა გვასალია Vetements-ის შემქმნელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია, მისი ლუქები ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ამიტომაც მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ბევრის გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად დემნას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. სამაგიეროდ უამრავი კრიტიკული კომენტარი მიიღო საქართველოდან. „კომენტარებს რომ ჩამოუყევი გული გამისკდა“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანანო ბაკურაძე. ანანო ბაკურაძე: რა ჯობია ნეტა მიაღწიო ისეთ წარმატებას როგორსაც დემნა გვასალიამ მიაღწია და დაქორწინდე იმ ადამიანზე ვინც გიყვარს თუ იჯდე თბილისის რომელიმე უბნის ხრუშოვკაში, იყო 50 წლის და ინტერნეტის ფულს დედა გიხდიდეს, სიგარეტზე მამა გეგზავნებოდეს და აგინებდე ბიჭს, რომელსაც მთელ მსოფლიოში შენი ქვეყნის სახელი გააქვს, ძალიან წარმატებულად და საამაყოდ, ან იყო ღიპიანი ბიძა, ოქროს ჯაჭვით კისერზე, გაბანჭგვლული გულმკერდი გიჩანდეს შეხსნილი პერანგიდან და ცოლს ეძახდე წინდების გასახდელად და მაინც დემნას აგინებდე? მე რა თქმა უნდა პირველი ვარიანტი მირჩევნია. You Go Demna!
წაკითხულია 2246 ჯერ

Related items

  • თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

    თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

    კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

    კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

    კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც   სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

    ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party გაიმართება Museum Hotel-ში, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“, Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს მარჯანიშვილზე. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

    გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco),  Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

    თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებ გვერდებზე.

    ოფიციალური მასპინძელი:  თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

    მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

    პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini,  სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

    საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია “იმედი”, “ნარგისი საქართველო“,  Marketer.ge, “Music Box”, „რადიო ფორტუნა” ,„არტარეა”, Georgia Today, “ალმა – alma”.

  • 2015 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით "გაბედე"

    2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კვარტეტი The Virus წარადგენს, სიმღერით "გაბედე". კვარტეტის წევრები არიან: ელენე კეჟრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი.

    ბავშვებთან ერთად, კომპოზიციაზე გიგაკუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი პოეტ ერეკლე დეისაძეს ეკუთვნის, სიმღერის არანჟირება კი ბორიკო შხიანს.

    ვიდეო რგოლის რეჟისორები გიგა კუხიანიძე და რამაზ გუნავა არიან. ბავშვების იმიჯზე დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ იზრუნა.

    წელს საბავშვო ევროვიზიას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს, კონკურსი 21 ნოემბერს გაიმართება.

    მუსიკალური რგოლის სანახავად მიჰყევით ბმულს:  https://www.youtube.com/watch?v=HZZXIcDU6nA

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური