დღეს ფერისცვალებაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 12:11
დღეს ფერისცვალებაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ამ წუთებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს. დღეს ტაძრებში ხილი იკურთხება. 28 ავისტომდე მართმადიდებლები მარხვას იცავენ, დღეს კი თევზით ხსნილია. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს საეკლესიო დღესასწაულთა შორის არის.
წაკითხულია 341 ჯერ

Related items

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • ილია მეორე დაკავებული დეკანოზისა და მასთან დაკავშირებული 50 მილიონის შესახებ საუბრობს

    ერთადერთი ჩანაწერი, რომელშიც ილია მეორე დაკავებული დეკანოზისა და მასთან დაკავშირებული 50 მილიონის შესახებ საუბრობს. 

    ეს არის ფრაგმენტი უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრიდან. შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპარტიარქომ ვებგვერდის საშუალებით გაავრცელა.

  • პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა

    მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა, - ამის შესახებ საპატრიარქოს მირ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

  • ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

     

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ვაკის პარკში მივიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.

    ილია მეორემ გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

    პატრიარქმა ვაკის პარკი უკომენტაროდ დატოვა.

  • ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა

    15 წუთით საპატრიარქოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით ექსპრემიერმა პატრიარქი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა   საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური