გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 07:21
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. გლდანში, მე-20 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე დასახელდა. ის ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი იყო. გლდანის, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ არჩევანს ლევან კობიაშვილზე აკეთებს. კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. გლდანში, 22-ე ოლქში, "ქართული ოცნებიდან" გამარჯვებისთვის ექიმი და ბიზნესმენი ლევან კობერიძე იბრძოლებს. დიდუბეში, მე-15 ოლქში, პრემიერმა ზაზა პაპუაშვილი დაასხელა. ბიზნესმენი ილია წულაია, დიდუბეში, მე-16 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ვაკეში, მე-2 ოლქში, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბიძინა გეგიძე. ვაკეში, მე-3 ოლქში, მმართველი პარტიიდან გამარჯვებისთვის მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი იბრძოლებს. ისანში, მე-8 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე. ისანში, მე-9 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე წარადგინეს. ისანში, მე-10 ოლქში, ბექა ნაცვლიშვილი დასახელდა ის თბილისის საკრებულოს წევრია. კრწანისში, მე-7 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ბექა ოდიშარია, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული. ნაძალადევში, მე-17 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია სოფო კილაძე კილაზე პროფესიით იურისტია. ,ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ნაძალადევში, მე-19 ოლქში, კანდიდატად დასახელებულია ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია. საბურთალოზე, მე-4 ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მამუკა მდინარაძე იბრძოლებს. საბურთალოზე, მე-5 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გოგუაძე იქნება. საბურთალოზე, მე-6 ოლქში, "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. სამგორში, მე-11 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე. მარიამ ჯაში, რომელიც სოლდარობის ფონდის ხელმძღვანელია პრემიერმა კანდიოდატად სამგორში, მე-12 ოლქში დაასახელა. სამგორში, მე-13 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა ხაბარელი. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია ვოლსკი
წაკითხულია 1767 ჯერ

Related items

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური და მოზომილი, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

    „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერც ამჯერად შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელთან დაკავშირებითაც  „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ხელს აწერდა.

    ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროდ შეთანხმება ვერ შედგა, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    „არ დაუჯეროთ არაფერს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, რადგან რაც ისაუბრეს, მეტწილად ტყუილი იყო. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც წარიმართა დაახლოებით იგივე სცენარით, რა სცენარითაც წინა მოლაპარაკების პროცესი, რომლის ბოლოსაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, რასაც არ ეთანხმებოდა, ორ საკითხს. ეს ეხებოდა ხელახალი არჩევნების საკითხს და პოლიტპატიმრების თემას.

    გარდა ამისა, იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. ანუ, პრაქტიკულად ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს. ეს გამოჩნდა მათ შორის აქაც, როდესაც კითხვები დავუსვით. აქაც გამოჩნდა, რომ ისინი ამ დოკუმენტზე ხელის მომწერი არ იყვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხდა შეთანხმება და ცხადია, მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

    „ამ შემთხვევაში ჩემს თავზე ვიტყვი და არა ზოგადად ოპოზიციაზე, რომ ჩემი აზრით, ის სამი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არც ერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მე არ მჯერა, რომ იქ დაწერილი ტექსტებით მართლა შეიძლება, რეალურად რამე შეიცვალოს მართლმსაჯულების სცენარში, ან ძალაუფლების განაწილების ნაწილი ჩემთვის საერთოდ საინტერესო თემა არ არის –  პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობა და მსგავსი რაღაცები.

    კომპრომისი იყო ის, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი მაგალითად მე და ვიძახდი, რომ კარგი, ამას მოვაწერ ხელს. მათ შორის იყო ჩემთვის პრინციპული საკითხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ მთელი მოლაპარაკებების რაუნდები, ჯერ კიდევ პირველი რაუნდიდან მოყოლებული, როცა ელჩები აკეთებდნენ ფასილიტაციას, ვითხოვდი სრულად პროპორციულს, ბარიერის გარეშე ყველა არჩევნებს და ვერ მივაღწიე, რომ ასეთი ტექსტი ჩაწერილიყო, მაგრამ მზად ვიყავი, ამაზე თვალი დამეხუჭა. ასევე იყვნენ ჩემი კოლეგებიც მზად, სხვადასხვა საკითხზე თვალი დაეხუჭათ, თუ კომპრომისებზე არის საუბარი.

    ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს დღემდე, მათ შორის პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესშიც უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, არ მესმის, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი. მად კომპრომისი სად გადის, არ ვიცი, ისევე როგორც არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა, როდესაც 8 წელია, ერთი პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. პრობლემები რომ არსებობს, ეს წერია შარლ მიშელის თითოეულ პუნქტში, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, არ არის დამოუკიდებელი, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს და პოლიტიკური დევნაა. მე რანაირად ვარ ამაზე პასუხისმგებელი, გაუგებარია. ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი, დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს. ამაზე ვლაპარაკობ საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც“, – განაცხად ზურაბ ჯაფარიძემ.

    რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ წერია დოკუმენტში რურუა“, – ჯაფარიძე პასუხობს, რომ „ოცნებას“ უთმობენ.

    „იმიტომ არ წერია, რომ უთმობენ „ოცნებას“, უთმობენ „ოცნებას“, რადგან „ოცნება“ არ მოდის მაგაზე. ვიდრე ასეთი მოზომილი პოზიციით არიან, მანამდე ივანიშვილი არ დათმობს არაფერს, რადგან მას ესმის მხოლოდ ძალის ენა. ამას მარტო თქვენთან კი არ ვიძახი,  ამას ვეუბნები ჩვენს მეგობრებს პირშიც“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ამასთან, კითვაზე, „როგორ გააძლიერებთ საერთშორისო ზეწოლას“, ჯაფარიძე პასუხობს: „ჩვეულებრივი, ბრძოლის ამბავია, როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით. რაიმე გამზადებული რეცეპტი არ არის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ვართ დიდი ლუპის ქვეშ ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან. მათ ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული, რომ ამ ქვეყანაში აშენდეს დემოკრატია. მთელი წლების განმავლობაში გვხატავდნენ, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული რეგიონში, როგორც დემოკრატიის მშენებელი ქვეყანა და ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ დემოკრატიის მშენებელ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტი არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და ეს ესმის ყველას. შესაბამისად, ყურადღება ისევ გაგრძელდება მათი მხრიდან, უბრალოდ, ჩემი აზრით, პრონციპულად შესაცვლელია ეს მიდგომა. მათ ღიად უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეთი არის სასამართლო, ასე ტარდება არჩევნები და ასეთი კრიზისის დროს, ზოგადად ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. უტრირებენ იმას, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩადებული აქვთ ეს ინვესტიცია და ახლა უნდა გადაუსვან ამ ყველაფერს ხაზი და თქვან, რომ გაგვექცა სიტუაცია ხელიდან, აგერ, ერთი კაცის ხელშია ყველაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

    ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

    წყარო: https://1tv.ge/news/zurab-jafaridze-vidre-chveni-megobrebis-pozicia-iqneba-diplomatiuri-da-mozomili-qartuli-ocneba-arafers-datmobs/

  • ევროკავშირის შუამდგომლობა: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ

    მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლის შუამდგომლობით რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს, გვიან ღამით, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა. მას გამგზავრებამდე მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოლაპრაკების მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი. 

    შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 

    ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული.

  • პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კომენტარი ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით

    პოლიტიკური პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი "ნიუს დეი საქართველოსთან" საუბარში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დაწყების, კონკრეტულად ნიკა მელიას საკითხს და საქართველოს შესახებ სენატში გამართულ მოსმენას შეეხო: 

    მისი თქმით, ამერიკის სენატის მოსმენაზე ერთადერთი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხარეს. მათ განაცხადეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა და გადაეგდო ელექტრონული სამაჯური. "თუმცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და ციხიდან გამოვიდეს. დღეს "ქართული ოცნება" ამ ტყუილს ავრცელებს! მელიას რომც უნდოდეს გირაოს გადახდა, დღეს ეს არ შეუძლია. პროცედურა შემდეგნაირია - პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართოს შესაბამისი შუამდგომლობით, სასამართლომ იგი უნდა გაიზიაროს და მელიას მისცეს ვადა თანხის გადასახდელად, იქნება ეს 1 დღე, თუ 1 თვე, რაც ასევე არ არის გაკეთებული. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ცრუობს, თითქოს ყველაფერი მელიას ხელშია, რადგან ხელისუფლების ხელშია პროკურატურა და სასამართლოც! მხოლოდ ამის მერე ექნება მელიას არჩევანის საშუალება, გამოვა თუ არა ციხიდან“, - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა..

  • კახა ოქრიაშვილი: „ქართული ოცნება" ცუდად დაამთავრებს, რადგან ის საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“!

    „ქართულ ოცნებას“ პანიკურად ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

    მისი თქმით, ხელისუფლება დღეს ზომავს ხალხის მოთმინებას და ეს ცუდი იდეაა. "არ ვიცი, ამას სიგრძით ზომავენ თუ სიგანით, მაგრამ ძალიან ცუდად ამთავრებს ყველა ის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ვინც საკუთარი ხალხის მოთმინებას ზომავს“, - აღნიშნა მან.

    გარდა ამისა, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი ასეთ მოწოდებას აკეთებს: „ქართულ ოცნებას“ დათმობისკენ წამოიყვანს ხალხი და ხალხის რეაქცია. თუ ხალხს მოსწონს სიდუხჭირეში, უსამართლობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და დააფიქსიროს თავისი პოზიცია -  რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ყოველგვარი არეულობის, რევოლუციების გარეშე, წყნარად და მშვიდად უნდა გადმოვიბაროთ ხელისუფლება, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაორმაგოთ ეკონომიკა, 5-7 წლის განმავლობაში ორჯერ გავზარდოთ მინიმალური და საშუალო ხელფასი და შევქმნათ 10 0000-ობით ღირსეული სამუშაო ადგილი. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ხალხი ქუჩაში ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას და მის უნიათობას გამოჰყავს. გაზომონ ჩვენი ხალხის მოთმინება და მალე დაინახავენ, რაც მოუვათ, ქართველი ხალხის მხრიდან!“, - დასძინა პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური