ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 18:15
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გახსნეს. ორმხრივი საავტომობილო გზის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, დედაქალაქის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ესტაკადის პროექტის ავტორი თამაზ შილაკაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ესტაკადის გახსნამდე გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც სიმბოლურად ხიდზე ავტომობილით პირველებმა გაიარეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პუშკინის ესტაკადა ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საცობებისგან განტვირთავს, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. ,, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვასთან ერთად, ასევე კომფორტული გახდება გადაადგილება ტურისტებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახალი საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მთავრობამ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება. ,,ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა აგებული და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილშია, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგა და აღნიშნულ ქუჩაზე აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს. სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანიამ "CRP" განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.
წაკითხულია 826 ჯერ

Related items

  • პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება

    4 ივლისიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება. საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება - ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

    გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

    პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

    სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

  • პუშკინის ქუჩაზე გარე განათების სისტემის მოწყობა დაიწყო

    შპს "თბილსერვის ჯგუფმა" პუშკინის ქუჩაზე გარე განათების სისტემის მოწყობა დაიწყო. დამონტაჟდა ექვსი დეკორატიული საყრდენი და ხუთი დეკორატიული ფასადის სანათები. ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" სამშენებლო-სარემონტო და მინათების განყოფილების ოცდასამი თანამშრომელი და ხუთი ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობდა.

  • პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

    პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. გზის გაფართოვების მიზნით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური