ტრენინგები „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 17:46
„ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ იდეისა და დაფინანსების კონკრეტულ საქმეებად გადაქცევისთვის ასევე საჭიროა სწორი მიწოდება და სწორი პროცესი“- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო. მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალში გადასულ 51 მონაწილეს ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას, ვენჩერულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, „სილიკონ ველის“ პრინციპების გაცნობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს და დამწყები ბიზნესების მოდულებს „სილიკონის ველის“ ექსპერტები შეასწავლიან, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის თბილისში იმყოფებიან. ტრენინგების გავლის შემდეგ ფინალისტები საკუთარი ბიზნესპროექტების პრეზენტაციებით უკვე ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. „2 თვის წინ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ,,სტარტაპ საქართველო,“ სადაც განაცხადებს ვიღებდით როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, 700-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140-ზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური განაცხადი. აქედან მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მომხდარიყო, ამერიკიდან მოვიწვიეთ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ფინალისტებს, სწორად მოემზადონ ინვესტორებთან წარდგენისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან. „მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიურის წევრები ინვესტორებთან ერთად საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, გამარჯვებულებს გამოავლენენ. „დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება ასევე სწორი მიწოდება და პროცესი იმისთვის, რომ იდეა და დაფინანსება კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეირჩა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები  იყვნენ გლობალურ ბაზარზე. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში და ასევე ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ სხვა პროექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში. ტექნოპარკში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე იმყოფებოდნენ.
წაკითხულია 685 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

    ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების მისაღებად. ლიბერთი ბანკი ტრენინგებს ჩაატარებს ყოველკვარტალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში ჩართული ქალებისათვის. პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. ‘მოხარული ვართ, რომ წარმატებით დავიწყეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. დღეს, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გავუზიაროთ მათ ის სასარგებლო ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ლიბერთი ბანკისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ქალების განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით’ - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. ‘კერძო სექტორს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ლიბერთი ბანკის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ მიზნებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები ქმედითი ინსტრუმენტია.’ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, თამარ საბედაშვილმა. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ლიბერთი ბანკმა 2019 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევაში.

    (R)

  • „სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება

    28 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამა - „სტარტაპ საქართველოს“გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება.

    სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც ინოვაციური პროექტების დანერგვისათვის აშშ-ში გაივლიან  წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება პოტენციურ მომხმარებლებთან, პარტნიორებსა და ინვესტორებთან.

    ვიზიტის შესახებ დეტალების განსახილველად, 24 მარტს, ტექნოპარკში გუნდები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბ-ნ გიორგიმ ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე, სამომავლო გეგმებზე, ასევე, გააცნო სტარტაპებს  ვიზიტის პროგრამა  და წარმატება უსურვა მათ.  სტარტაპებმა, თავის მხრივ, სილიკონ ველის ინვესტორებთან და ექსპერტებთან წარსადგენი პროექტები და პროგრესი გააცნეს მინისტრის მოადგილეს და მზაობა გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ სამომავლო პროექტებში ჩართვაზე.

    ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს: კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან, ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთუმსხვილესკორპორაციასთან - Genentechდა   სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტთან.

    საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოჩნდეს გლობარულ ბაზარზე და დაიმკვიდროს თავი თანამედროვე მსოფლიოს ინოვაციურ ოჯახში. სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების,  მსოფლიოს  წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის  ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ  ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.  გარდა ამისა,  სილიკონ ველი ცნობილია ინკუბატორებისა და ბიზნეს დამაჩქარებლების დიდი რაოდენობით.

    30 მარტს კი ქართველ სტარტაპერებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

    გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან - Hand4help, Health Hub, Innophage, Lingwing, PawwwN, Qolga, QuickCash, Surgical OR Simulator, 

  • სტარტაპ საქართველოს პროექტში სტუდენტები ჩაერთვებიან

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების რექტორებს, სხვა ხელმძღვანელ პირებსა და შპს „სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

    შეხვედრის მიზანი იყო დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის „სტარტაპ საქართველოს“ ელჩობის პროგრამაში ჩართვის შეთავაზება, სადაც სპეციალური ტრენინგების გავლისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ, სტუდენტებს  შანსი ეძლევათ  საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და თვითონ გახდნენ დამსაქმებლები, დაეხმარონ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნეს გეგმების დაწერასა და დაფინანსების მოპოვებაში.

    „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მიზანი სწორედ მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ფინანსური  მხარდაჭერაა, რათა მათ  სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები განახორციელონ,  საკუთარი ბიზნესი დაიწყონ და  სხვებიც დაასაქმონ.

     

  • ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის

    ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო.

    ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა გახსნეს.

    სწავლების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

    პროექტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

    ტრენინგები კომპლექსური ხასიათისაა და ითვალისწინებს რამდენიმე თემის შესწავლას. ძირითადი საკითხებია:
    ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საბიუჯეტო ორგანიზაციებში
    ბიუჯეტის შემოსულობების მართვა
    საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია
    გადახდების პროცედურები

    ტრენინგებს გაუძღვებიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში დაგეგმილია 300-მდე სპეციალისტის გადამზადება.

  • "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტები

    თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტებს.

    ინოვაციური ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს 51 ფინალისტი ჰყავს. მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დახურვის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ჰყავს "სტარტაპ საქართველოს" ფინალისტები. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა წაახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, წამოიწყონ თავიანი საქმე.
    "ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა, ინოვაციურად მოაზროვნე საქმიან ადამიანებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდის ანთებულ თვალებს ვხედავ. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღეს აქ ყოფნა, ფინალისტობა. ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი ნაწილი, არის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს პროგრამა ახალისებს სამეწარმეო სულისკვეთებას, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, წამოიწყონ საკუთარი საქმე და შეცვალონ მთელი თაობის აზროვნება. დღეს შესაძლებელია კარგ იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში, არა მხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ "სტარტაპ საქართველოს" მეშვეობით," - აღნიშნა პრემიერმა.
    გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფინალისტებს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებათ. მანვე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.

    "დღეს გვყავს 51 ფინალისტი, აქედან საბოლოოდ შეირჩევა 20, მაგრამ ყველანი უკვე არიან გამარჯვებულები, იმიტომ რომ მათ ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდს პროგრამის ბრწყინვალედ განხორციელებისთვის, ასევე საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც ეს პროგრამა გახადეს შესაძლებელი. საერთაშორისო ექსპერტებმა შეადარეს ჩვენს ქვეყანაში სტარტაპების დინამიკა ევროპული ქვეყნებისას და მათი მოსაზრებით, საქართველოში საკმაოდ მაღალი დინამიკაა, რაც ძალიან გვახარებს. ფინალისტებს შორის იმყოფებიან დედა-შვილი, ბაბუა და შვილიშვილი. ასევე, ფინალისტების იდეების სპექტრი არის ძალიან ფართო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში უკვე 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. 150-მდე განაცხადიდან 51 საუკეთესო, "სილიკონის ველის" საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. 51 ფინალისტიდან დღეს გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული 100 000 ლარით დაფინანსდება. სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ 5 გამარჯვებულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირების სერთიფიკატები გადასცა. ფინალისტებს „სტარტაპ საქართველოს" სიმბოლო გადაეცათ, რომელიც ტექნოპარკში დამზადდა.

    მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური