დანით შეიარაღებულმა პირმა მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 14 აგვისტო 2016 13:07

შვეიცარიაში დანით შეიარაღებულმა პირმა სალეზის ავტოსადგურის მახლობლად, მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა. რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ზოგიერთს დანით მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აღენიშნება. დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვიც არის.

 

საავადმყოფოშია მოთავსებული თავად 27 წლის თავდამსხმელიც. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღიარებს, რომ ტერორისტულ მოტივსაც არ გამორიცხავს.

წაკითხულია 563 ჯერ

Related items

  • შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრებს ხსნის

    დღეს, 2020 წლის 20 ივლისს, ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო იტყობინება.

    შვეიცარიის მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას
    როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
    აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.
    გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.

  • საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად: ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია

    ბერნი. 2019 წლის 28 აგვისტო. საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ ითვლება და, შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოში დაბრუნება  შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება ძალაში  2019 წლის 1 ოქტომბრიდან შედის. 2019 წლის 28 აგვისტოს სხდომაზე ფედერალურმა საბჭომ გააფართოვა „უსაფრთხო ქვეყნების“ და იმ ქვეყნების სია, სადაც დაბრუნება შესაძლებელია.

    ფედერალურ საბჭოს შეუძლია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს ის ქვეყნები, რომლებშიც, მისი შეფასებით, დაბრუნება და ცხოვრება უსაფრთხოა. ამ შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ასევე, ევროკავშირის, EFTA-ს ქვეყნების და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასება. უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის ძიების საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება და, როგორც წესი, პასუხი უარყოფითია. ამჟამად ეს სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (გარდა დნესტრისპირეთისა) მონღოლეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბეთი და ასევე ყველა ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნები. ფედერალურმა საბჭომ  ამ სიაში საქართველოც შეიყვანა.

    გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ამის გათვალისწინებით, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა უკან დაბრუნება გაადვილებულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საკმარისი საბაზისო სამედიცინო მომსახურების არსებობა.  2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს, ევროკავშირისა და EFTA-ს ყველა ქვეყნის პარალელურად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც დაბრუნება უსაფრთხოა ასევე შედის: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

    იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის (EJPD) მიერ მუდმივად ხდება ორივე სიის გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი ავალებს ფედერალურ საბჭოს სიაში ცვლილებები შეძლებისდაგვარად შეიტანოს.

    საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად: ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია

    თავშესაფრის მაძიებელთა მაღალი რაოდენობა

    2017 წლის შემოდგომის შემდეგ ევროპასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საქართველოდან იმატა. ეს მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე შევიდა ძალაში. ამ პროცესიდან გამომდინარე, შვეიცარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. განხორციელდა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერება და დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესება. მიუხედავად ამისა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელეთა რაოდენობა მაღალი რჩება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება იმას ნიშნავს, რომ შვეიცარია განაგრძობს საჭირო ღონისძიებების გატარებას, რათა თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი შემთხვევები შეამციროს და სამშობლოში დაბრუნების პროცესი უფრო ეფექტური გახადოს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ejpd.admin.ch

    შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: JLIB_HTML_CLOAKING ; +41 58 465 78 44

    პასუხისმგებელი დეპარტამენტი: იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი (EJPD)

     

  • "მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის" - პრეზიდენტი

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო - რუსეთის ურთიერთობების საკითხებში - აღნიშნული თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-შვეიცარიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

    გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის - შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის.

    საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით.

    გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.

    საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა და ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გასანადგურებლად.

    როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, მათი ერთიანი სტრატეგია და ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის.

    პრეზიდენტებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

  • დავით უსუფაშვილი შვეიცარიისპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა.

    მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვეიცარიის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მას მედიატორის სახით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აკისრია.

  • საქართველოს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

    5-6 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი ეწვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრისას აღინიშნა.
    გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, კრისტა მარკვალდერმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

    ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რაც, ექსპორტისა და ვაჭრობის წახალისების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავაჭრო წარმომადგენლის განთავსებას გულისხმობს.

    მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აფასებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური