„ქორწინების საკითხის ინიციატორებს პირველ რიგში თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი“ -გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 14:11

„იმაზე ყვირილი, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ეს ცვლილება, ე.ი. რაღაც საშინელება მოხდება ქვეყანაში და ჩვენ ლამის ტოტალურად გავხდებით ერთსქესიანთა ქორწინების მოწმეები - ეს პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია ხალხისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს კომპლექსი, რომ შენთვითონ შეიძლება ორიენტაცია შეიცვალო. სხვანაირად არ მესმის. შენ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიჯანსაღესა და ტრადიციების სიმყარეში, მაშინ რატომ გჭირდება ამის კონსტიტუციით გამაგრება. ე.ი. საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და ამიტომ გინდა, რომ საკუთარი თავი შეზღუდო. შესაბამისად, ამ საკითხის ინიციატორები ჩემთვის არა ტრადიციების დამცველები, არამედ არიან ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი პირველ რიგში“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

წაკითხულია 896 ჯერ

Related items

  • სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის მონაწილეები მედიაში თანამედროვე ტენდენციებზე იმსჯელებენ

    2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

    მედიაფორუმის ფოკუსშია: რეგიონული პოლიტიკური კულტურის თავისებურებები, ტრადიციები და აქტუალური ტრენდები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მედიასაშუალებების საქმიანობაში, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები, აგრეთვე მედიასაზოგადოებების პოტენციალი რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში და სტაბილურობის გამყარებაში. მედიაფორუმის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტების და მიმომხილველებისთვის.

    პროგრამის საგანგებო სტუმარია დიმიტრი კოსირევი – ცნობილი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, პოპულარული პოლიტიკური ტელეპროგრამების მონაწილე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ვალდაის ფორუმის წამყვანი სპიკერი, ავტორი წიგნისა „საბჭოთა კენედი“.

    მედიაფორუმის სპიკერები:

    რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი;

    „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;

    რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი;

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ტატო ლასხიშვილი;

    გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი ალან კასაევი;

    МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის საკითხების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო.

    რუსი მედიაპერსონები ჩაატარებენ მასტერკლასს და ტრენინგს „მოლაპარაკე თავები vs. ექსპერტები: ვისზე ნადირობს მედია?“ და „მედია და სამხედრო–პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.

    მედიაფორუმის გახსნამდე 2018 წლის 4 სექტემბერს, 19:30-ზე გაიმართება საგანგებო ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“.

    მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით.

  • გარდაიცვალა პოლიტოლოგი გია მაისაშვილი

    ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 55 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა პოლიტოლოგი გია მაისაშვილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ.

    გია მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.
    პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. 

  • კატალონიის რეფერენდუმის პირველადი შედეგები ცნობილია

    კატალონიის რეფერენდუმის პირველადი შედეგები ცნობილია.
    კატალონიის მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილე 90%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,2 მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად აქტივობამ 42% შეადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.

    შეტაკებების შედეგად , ბოლო მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

    ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს .

  • სტარვიზია უერთდება კამპანიას - "გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!"

    სტარვიზია უერთდება კამპანიას გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვას დაახლოებით 5-10 წელი დასჭირდება. კერძო სექტორის, ბიზნესმენების, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება მთელი განადგურებული ტერიტორიის, ანუ დაახლოებით 1000 ჰექტრის აღდგენა. კვლევებმა დაადგინა რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი, იქნება ეს კომპანია, თუ კერძო პირი, შეიძენს მისთვის სასურველი რაოდენობის ნაძვის ნერგს და მის სახელზე ბორჯომის ტყე-პარკსი დაირგვება ხეები, რომელთას 5 წლის განმავლობაში სპეციალისტები მოუვლიან. გრძელვადიანი პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომში, საბოლოო ჯამში, იმ ეკოსისტემის აღდგებნად, რომელიც ხანძრამდე იყო.

  • "სტარვიზია" სანკტ-პეტერბურგში მოხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    მედიაჯგუფი "სტარვიზია" მწუხარებას გამოთქვამს სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდარი აფეთქების გამო. "სტარვიზიის" თითოეული თანამშრომელი თანათგომას უცხადებს აფეთქები შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

    შეგახსენებთ, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

    რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

     წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური