"მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური პროგრამა გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 16:57

 "მოძრაობამ სახელმწიფო ხალხისთვის" გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას სოციალური პროგრამა გააცნო.მათი დაპირებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სტატუსი და დახმარება 50 %-ით გაეზრდებათ. 

წაკითხულია 545 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ გორში სიჩქარის მზომი 7 ,,ჭკვიანი'' კამერა აამოქმედა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გორში 4 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი ჩაირთო.

    ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი.

    კერძოდ: ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

    აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 4.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

     

     
  • გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი შეზღუდვა დაწესდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 მაისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) სარემონტო სამუშაოების გამო.

    ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

  • გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

    გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108(მკვლელობის მცდელობა) მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

  • გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის

    გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ოქროაშვილმა სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები გააკრიტიკა და აღნიშნა,რომ ირაკლი ალასანიას კონკურენტად არ აღიქვამს . „ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველგვარი ირონიის გარეშე, მაგრამ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას, რომ დამარცხებისთვის არის განწირული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • ,,მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი'' - ირაკლი ალასანია

    თამაზ შიოშვილის ნაცვლად გორში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დებუტატობისთვის ირაკლი ალასანია იბრძოლებს. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გორში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.როგორც ალასანიამ განაცხადა, "ყველა ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება, მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი''.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური