უმაღლესი განათლების კარგი ალტერნატივა არსებობს, - ალექსანდრე ჯეჯელავა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 14:57

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოფიციალურ გვედზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მინისტრი გამოეხმაურა იმ აბიტურიენტებს, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, მათ ალტერნატიულ გზებზე მიუთითა:

,,მინდა დავარწმუნო ჩვენი ახალგაზრდები, რომ კარგი ალტერნატივა არსებობს, ეს არის პროფესიული განათლება,ეს არის ტრეინიგები და რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ რომ სცადონ ,'' -  განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისონ და მეტი ალტერნატივა განიხილონ. ვიდეომიმართვისას ალექსანდრე ჯეჯელავამ შემდეგ წლებში ყურადღება პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ასევე სასკოლო მზაობის საკითხსაც შეეხო და  აღნიშნა ,რომ გრძელვადიან პერიოდში 5 წლის ბავშვებისთვის წინასასკოლო მომზადების შემოღებას განიხილავენ.

წაკითხულია 382 ჯერ

Related items

  • 2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის № 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

    „2019 წლის ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პირველი სესია ყველა საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო. არის ერთეული შემთხვევები, სადაც, შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები, თან იქონიონ პირდობის მოწმობა და დროულად გამოცხადდენ საგამოცდო ცენტრებში. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემდეგ გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან და, ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად იქნება მობილიზებული. საგამოცდო ცენტრებში განახლდა სველი წერტილები, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან. წელს დაგვემატა კიდევ ორი საგამოცდო ცენტრი ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან გასულ წლებთან შედარებით ცოტა მეტი, 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს,“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

    ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით  წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციის ორგანიზატორია, საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.

    ჰუმბოლდტის ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებსა და  სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა,  ისე აღიარებულ მეცნიერებს. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრები არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

    ჰაიკე პაიჩი. მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატები თამაზ გამყრელიძე (საქართველო), კონსტანტინ აზადოვსკი (რუსეთი) და ანილ ბჰატი (ინდოეთი).

    აღნიშნულ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას, რომელიც “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (HUMBOLDT-KOLLEG) სახელით არის ცნობილი, გერმანიის სახელმწიფოს ფონდი აფინანსებს. ყოველწლიურად HUMBOLDT-KOLLEG გერმანიის ფარგლებს გარეთ იმართება.

  • „სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება. მინისტრის განცხადებით, თავდაპირვეად საცდელი პროგრამა ჩაეშვება:

    "ეს იქნება ხელობის გაკვეთილი და პროფესიულ კოლეჯებს დავავალებთ, რომ მათ ჩაატარონ გაკვეთილები. ეს იქნება პროფესოული განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ხელობის მრავალფეროვნება, რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით"- განაცხადა ჯეჯელავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური