,,ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა'' - ანი მიროტაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 13:28

”ეროვნული ფორუმის”  ნაძალადევის ოფისის გაძარცვის ფაქტზე,პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა,მისი თქმით ოფისის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს,რომ წაღებულია და კომპიუტერებიდან წაშლილია საარჩევნო მასალები, მათ შორის პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ ინფორმაცია. ”ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა. იქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ჩვენი კოორდინატორების, აქტივისტების და ადამიანების, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა და ეს ინფორმაცია, მათზე ზეწოლისთვის არ დასჭირდათ '',-განაცხადა მიროტაძემ.

წაკითხულია 536 ჯერ

Related items

  • თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალი პრესკონფერენცია
  • ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ

    ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ - შესაძლოა ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ, - ამის შესახებ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე ”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა:

    ”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით. ჩვენ 2012 წლის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ  ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება გვაქვს, 2012 წლამდე სწორედ ამ პარტიებმა ზიდეს ოპოზიციური ტვირთი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სახით არსებობდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა,” - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.

  • ანი მიროტაძე - მაქსიმალური შედეგი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, უკვე სახეზეა

    ”ნაციონალურ მოძრაობას” თავისი პოლიტიკური ბუღალტერია აქვს და ”ქართულ ოცნებას” თავისი. ვნახოთ, როგორ შედეგებს მივიღებთ, - ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
    მიროტაძე გამოემხაურა ნაციონალური მოძრაობის ახალ კამპანიას ”+1”, თუმცა მისი თქმით, არ შეუძლია პროგნოზი გააკეთოს, რამდენად გაამართლებს ეს კამპანია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „+1“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მცდელობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება გარანტირებული მანდატი ჰქონდეს. ”ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური ბუღალტერია, ”ქართულ ოცნებას” თავისი და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ შედეგებს მივიღებთ. მე ვფიქრობ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება შეძლო და ასევე შეძლებს მეორე ტურში, რადგან მათ ამომრჩევლების მობილიზების პრობლემა რა აქვთ, თუმცა რამდენად გამოვა ”+1” კამპანია, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მაქსიმუმი რაც შეეძლო ამ პარტიას, შედეგი უკვე სახეზეა”, - განაცხადა მიროტაძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას ”+1” იწყებს. კამპანიის ფარგლებში პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები, მოვიდნენ არჩევნების მეორე ტურში და ”ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი.„აღნიშნული კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით“, - განაცხადა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

  • “საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის” - გიორგი ხეჩინაშვილი

    „როდესაც ჩვენ მივუერთდით კოალიციას 2012 წელს, ჩვენ ვქონდა „ქართულ ოცნებასთან“ შეთავაზება, რაც შეეხებოდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ქვეყნის ადგილის ძიებას, მის მნიშვნელობას, მის ფუნქციას, მის სამეზობლო პოლიტიკას. საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყნის კურსთან დაკავშირებით თავისი დასავლური არჩევანი გააკეთა ისტორიულად და ამაში სადაო არაფერი არის. მაგრამ საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის, ის უნდა იყოს თანამონაწილე იმ პროცესების, რომელიც ახალ პოლიტიკურ რეალობაში იქმნება. სამწუხაროდ ეს მიდგომა კოალიციურმა ერთობამ არ მიიღო, არ ჩათვალა პრიორიტეტად და , ვფიქორბ ეს ითვლება მის ერთ-ერთ უდიდეს სისუსტედ.“ განაცხადა „ ეროვნული ფორუმის „ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხეჩინაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი გიორგი ხეჩინაშვილი პასუხობს.

  • შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!

    შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!
    „პროტესტი გამოიწვია იმან, რომ თბილისში მიმდინარეობს ის პროცესები, რაც ეკოლოგიურ მდგომარეოასბ აუარესებს. ეს ადამიანები აპროტესტებმდედ არა მხოლოდ კონკრეტულ ტეროტირიაზე ხეების ჭრას, არამედ აპრორესტებდნენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც პროტესტის გამომთქმელი ადამიანების მიმერთ გქონდა თბილისი მერს.. ალბათ ბევრი ფიქრობს, ქართულ ოცნებაშიც კი, რომ ბატონი დავიოთ ნარმანია პატიოსანი კაცია, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ, ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ეროვნული ფორუმის წევრმა, შორენა ბუხრაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვიილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური