,,ერთიანმა დემოკრატიულიმა მოძრაობა'' საქართველოში უბლოკო სტატუსის გამოაცხადებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აგვისტო 2016 12:53

"ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა''   საქართველოში უბლოკო სტატუსის გამოაცხადებას მოითხოვს. გიორგი ახვლედიანმა პარტიის წევრებთან ერთად   პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოთხოვნა შეიტანა.  პარტიას ინიციატივის განსახლველად 200 000 ხელმოწერაა სჭირდება. 

წაკითხულია 369 ჯერ

Related items

  • საკონსტიტუციო ცვლილებები - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    „ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ.

    ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს.

    მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისია გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში.

    რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.

    ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს სამპროცენტიან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის;

    ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • „ჩვენი საარჩევნო სისტემა არ ასახავს საზოგადოების განწყობას“ - ვახუშტი მენაბდე (ვიდეო)

     „ჩვენს კონტიტუციაში, ცხადია, არის დაუბალანსებელი მომენტები, თუმცა ეს იმიტომ, რომ პრემიერს აქვს იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ამ სისტემაში პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევას, ეს კიდევ უფრო დაუბალანსებელს გახდის ჩვენს კონსტიტუციას და კიდევ უფრო გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის როლს. დღეს ხალხი ირჩევს და არის თეორიული შანსი, რომ სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური გემოვნების იყოს უმრავლესობა. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში მთლიანად ეს იქნება უმრავლესობის გემოვნებასთან თანხვედრაში მყოფი“ - განაცხადა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

  • უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება იწყება

    “დემოკრატიული მოძრაობა” უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. 

    პარტიის წარმომადგენლები იმედევნებენ, რომ საპროცედურო კომიტეტი ხელმოწერებისთვის საჭირო ბლანკებს, უახლოეს დღეებში გადასცემს. 

     ნინო ბურჯანაძის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს შესასწავლად გადაეცა, თუმცა  კვორუმი ვერ შედგა და სხდომა ორჯერ ჩაიშალა.

  • უბლოკო სტატუსის ინიციატივას მოქმედი პარლამენტი ვეღარ განიხილავს

     უბლოკო სტატუსის შესახებ ბურჯანაძის ინიციატივას,საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩაშლის გამო მოქმედი პარლამენტი  ვეღარ განიხილავს. უბლოკო სტატუსის  ინიციატივაზე მსჯელობა მომდევნო მოწვევის პარლამენტს მოუწევს. ბოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა უკვე მესამედ  ჩაიშალა . დღევანდელ სხდომაზე 15 დეპუტეტიდან  მხოლოდ 3 დეპუტატი გამოცხადდა. 

  • საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება, - ნინო ბურჯანაძე
    „ყველას, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური განვითარება, მოვუწოდებ ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწორედ, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი და არც რუსეთის გუბერნია,"- ამის შესახებ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი სამშობლოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი რუსეთის გუბერნიობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური