ირაკლი ბოლქვაძის დოპინგ-სინჯებმა დადებითი პასუხი უჩვენა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 13:46

ირაკლი ბოლქვაძე რიოს ოლიმპიადაზე ვეღარ იასპარეზებს. მწვრთნელებმა მოცურავე მას შემდეგ ჩაანაცვლეს,  რა ბოლქვაძის დოპინგ-სინჯებმა დადებითი პასუხი უჩვენა. ქართველმალმა ცენზიანტებმარიოში გამგზავრებამდე   დოპინგკონტროლი გაიარეს.

ჯერ  მეორე სინჟის პასუხს ელოდებიან , თუმცა საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს.  რევიშვილმა  რიოს ოლიმპიადის B სალიცენზიო ნორმატივი ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.

წაკითხულია 660 ჯერ

Related items

  • რა დამოკიდებულებაა ევროპასა და აშშ-ში „ნებადართული დოპინგის“ მიმართ

    შეკითხვას, „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“ ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობამ უარყოფითი პასუხი გასცა, ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო სპუტნიკის დაკვეთით ჩატარდა.

    სპორტსმენების მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული მედიკამენტების გამოყენების წინააღმდეგ ხმა მისცა: პოლონეთში — მოსახლეობის 66%-მა, იტალიაში — 50%-მა, გერმანიაში — 50%-მა, ხოლო საფრანგეთში — 48%-მა. აშშ-ში ამ პოლიტიკის წინააღმდეგი გამოკითხულთა 45% იყო, ესპანეთში — 41%, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მხოლოდ 38%.

    გამოკითხვა: „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“
    გამოკითხული რესპონდენტების მეხუთედმა წამოაყენა წინადადება, რომ დოპინგი ყველა სპორტსმენისთვის დაიშვას, რათა ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი ამ მოსაზრებას დიდ ბრიტანეთში გამოუჩნდა — 22%, ესპანეთსა და გერმანიაში — 19%, აშშ-ში — 17%, ხოლო პოლონეთში — სულ გამოკითხულთა 11%.

    რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედს მიაჩნია, რომ სპორტსმენებს შეუძლიათ დოპინგის მიღება — მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. ამ მოსაზრებას დაეთანხმა: ესპანელთა 31%, ამერიკელთა — 28% და ბრიტანელების 27%. გარდა ამისა, ამ იდეას მხარს უჭერენ იტალიაში, საფრანგეთში და გერმანელთა 22%. ყველაზე ნაკლები მომხრე მას პოლონეთში გამოუჩნდა – 14%.

    გამოკითხვა საფრანგეთის სოციოლოგიური კვლევის უძველესმა კომპანიამ IFop-მა ჩაატარა 2016 წლის 22-26 ოქტომბერს. მასში სულ 7043 რესპონდენტი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. სიზუსტის ინტერვალი ზოგადად +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით.

  • 31 სპორტსმენს შესაძლოა, რიოს ოლიმპიადის ლიცენზია ჩამოართვან

    12 ქვეყნის 31 სპორტსმენს შესაძლოა ჩამოართვან რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება - ამის შესახებ საუბარია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (ვადა) მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება ჯერ კიდევ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე აღებული სინჯების განმეორებითი ტესტირების შედეგებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, ვადა-მ ამ დღეებში 454 სინჯი გადაამოწმა და ეჭვმიტანილთა სიაში უპირატესად სწორედ ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებსაც მოპოვებული აქვთ წლევანდელი თამაშების ლიცენზია. 31 შემთხვევაში დადასტურდა აკრძალული პრეპარატის გამოყენების ფაქტი, რასაც მომდევნო განხილვების შემდეგ სოკ-ისა და საერთაშორისო ფედერაციების ადეკვატური სანქციები უნდა მოჰყვეს.

    სოკ-ი უკვე დაუკავშირდა შესაბამის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და გადაუგზავნა ვადა-ს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. ეჭვმიტანილ ქვეყნებს შორისაა რუსეთი. მეტიც, მხილებულ სპორტსმენთა თითქმის ნახევარი - 14 სპორტსმენი სწორედ რუსეთის წარმომადგენელია, მათ შორის 9 მძლეოსანი 2008 წლის ოლიმპიადის მედალოსანია.

    სოკ-ის გადაწყვეტილებით, ასევე გადამოწმდება 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე აღებული 250 დოპინგ-სინჯი. ვადა-ს მიღებული აქვს დავალება, რომ საბოლოო დასკვნა რიოს ოლიმპიადის დაწყებამდე წარმოადგინოს. საინტერესოა, რომ პარალელურ რეჟიმში დოპინგ-ტესტს დაექვემდებარება იმ სპორტსმენთა სინჯები, რომლებმაც პეკინისა და ლონდონის თამაშებზე მაღალი ადგილები დაიკავეს და, შესძლოა, დისკვალიფიცირებული მედალოსნების ნაცვლად, პრიზიორებად ისინი გამოაცხადონ.

  • ქართველი მოჭიდავეები, დოპინგტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მის გასაჩივრებს აპირებენ

    ქართველი მოჭიდავეები, დოპინგტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მის  გასაჩივრებას აპირებენ. ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა. 

    მანუჩარ კვირკველიას თქმით, ტესტის საბოლოო ანუ B სინჯი დღეს გამოქვეყნდება. იმ შემთხვევაში, თუ ის პირველი კვლევის პასუხებს დაემთხვევა, სპორტსმენები მათთვის მინიჭებულ უფლებას გამოიყენებენ და გაასაჩივრებენ. 

    კვირკველიას განცხადებით, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრიდან, მხოლოდ ერთი აღიარებს, რომ ის მედიკამენტი მიიღო, რომელიც აკრძალულ პრეპარატებში ბოლო დროს შეიყვანეს და მისი აკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. 

    რაც შეეხება დანარჩენ 5 სპორტსმენს, ისინი აკრძალული პრეპარატების მიღებას არ ადასტურებენ. 

    კვირკველიას თქმით, მოჭიდავეები ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას ექიმებთან გადიან კონსულტაციას. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, იმ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადისთვის ემზადებიან, დოპინგის მიღება აღმოაჩნდათ. 

  • 6 ქართველ მოჭიდავეს დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებენ

    საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრი დოპინგის გამოყენებაშია დადანაშაულებული. შემოწმება ისევ გრძელდება და არაა გამორიცხული, ეს სია კვლავ გაიზარდოს. სპორტსმენთა ვინაობას არ სახელდება, რადგან ჯერ სპორტსმენებს ანალიზის პასუხები არ ჩაბარებიათ. ამას საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ. აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ბრალდებულთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. ერთ-ერთი სპორტსმენისთვის დოპინგის გამოყენების დამტკიცების შემთხვევაში მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციით ემუქრება.  ინფორმაციას sportall.ge-ავრცელებს.

  • "თბილისი 2015-ის" შეჯიბრებები დაიწყო

    ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები უკვე დაიწყო. ე.წ. ახალ თბილისში მდებარე აუზში სპორტსმენები  ერთმანეთს ცურვაში ეჯიბრებიან. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც.

    მზიურთან  ახლად აშენებულ  ჩოგბურთის კორტებზე თამაშები იწყება.  ანა მაქაცარია აზერბაიჯანელ სპორტსმენს, ნიკოლოზ დავლიანიძე კი უნგრეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური