წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა, - ჯანელიძე თავდაცვის სამინისტოს სკანდალზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 10:25

თავდაცვის ყოფილი მინისტრის  მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების სამხედრო ობიექტებიდან ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილ

" აბსურდული ბრალდებაა. ეს  პოლიტიკურ სპეკულაციას უფრო გავს, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა  და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო,  თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი," - აცხადებს მინდია ჯანელიძე.

წაკითხულია 334 ჯერ

Related items

  • ჯანელიძე: რეალობაა რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს გვაქვს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე

    საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს
    ღონისძიება ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით იმართება და მასზე მონაწილეები იმსჯელებენ 24 ნოემბერს ქ.ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირსა და პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე.
    „მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, მოიწვია ეს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გახსნილ არაფორმალურ დიალოგში განიხილონ სამომავლო ნაბიჯები”-განაცხადა მინისტრმა.
    მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასოცირებულ ქვეყნებს გააჩნიათ  ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგი, ასევე  პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის  დასახულია თანამშრომლობის გეგმა - 2020-სთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს  ჩვენი რეგიონის მეტი ინტეგრაცია ევროკავშირთან.
    „ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააგრძელოს ეფექტური ქმედებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მოძიებას და ასევე ქვეყნების ინტერესების შესაბამისად განვითარებას. დღეს უკვე რეალობაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ჩვენ გვაქვს განვითარების და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე. შესაბამისად, ასოცირებული ქვეყნების ერთობა, საერთო  პოზიცია  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენ საერთო ინტერესი გვაკავშირებს. ეს არის უფრო მეტი, ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირთან”-განაცხადა მინისტრმა.
    ქ. ტალინში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ასოცირებული ქვეყნების საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან.

  • მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის  შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.

    მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.

    მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე. 

  • მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ სენატორ ტოდ იანგს შეხვდა

    საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში სენატორ ტოდ იანგს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილეს. სენატორმა იანგმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის ურყევ მხარდაჭერას და მადლიერება გამოხატა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 
    მინისტრმა აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატასთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან არსებული ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
    სენატორმა ქართულ მხარეს აღუთქვა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.”საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე განვითარებას, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი”, - განმარტავენ სამინისტროში.

  • ჯანელიძე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია

    ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვია. აკადემიაში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ევროპისა და უსაფრთხოების პლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან. ასევე, წარდგა მოხსენებით თემაზე - „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორის მიღწევები და გამოწვევები“. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე.

  • მიხეილ ჯანელიძე თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება

    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ არჩევანს ასრულებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისიტრი ქვეყნის საგარეო კურსში თავადაც არ არის დარწმუნებული. 
    „ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიმართულება - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხო, მშვიდი და სტაბილური განვითარების გარანტია. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობა ასრულებს ხალხისა არჩევანს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური