დუბაის აეროპორტში თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 14:04

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში "ემირატების" (Emirates) სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც NBC News-ი იტყობინება, მგზავრთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავ დაშვებისას ასაფრენ ბილიკს კუდით შეეხო.

თვითმფრინავი ინდოეთიდან მოფრინავდა.

წაკითხულია 887 ჯერ

Related items

  • ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების შექმნილი რეაქტიული სამგზავრო ლაინერის წარმოება

    ჩინეთში დაიწყო რუსი და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის წარმოება. ამის თაობაზე "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შანხაის კომიტეტის ოფიციალური გაზეთის Jiefang Daily–ს თანახმად, იმედოვნებენ, რომ თვითმფრინავი C929 კონკურენციას გაუწევს Boeing 787 Dreamliner-ს.

    თვითმფრინავის პროტოტიპი 2018 წლის ნოემბერში, ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში, ქვეყნის უდიდესი საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინეს.

    თვითმფრინავის ძირითადი ვერსია, სახელწოდებით CR929-600, განკუთვნილია 12 ათას კილომეტრამდე 280 მგზავრის გადასაყვანად.

     

  • შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორ ძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირები პარაშუტისტები იყვნენ. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტით გადმოხტომისთვის იყო შექმნილი, გაურკვეველი მიზეზების გამო აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

    ორებროს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა განაცხადა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 პილოტი და 8 პარაშუტისტი. ჰედელინმა ზუსტი ციფრები ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიღუპა.

    პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა მომხდარს "სრული ავარია" უწოდა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

  • "ტარზანის" როლის შემსრულებელი, ჯო ლარა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

    თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი, 59 წლის ჯო ლარა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფილმში "ტარზანის" როლის შესრულებით, კატასტროფა განიცადა და ტბაში ჩავარდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამერიკული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის შედეგად, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. 

    წინასწარი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ სმირნა ნეშვილის აეროპორტიდან აფრენილი პატარა კერძო სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა და პერსი პრისტის ტბაში ჩამოვარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ 7 ადამიანს შორის "ტარზანის" როლის შემსრულებელი ჯო ლარა და მისი მეუღლე გვენ შამბლინ ლარაც იმყოფებოდნენ.

    ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ცნობით, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა და  ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს. მაშველებმა კი ჯერ-ჯერობით ტბიდან მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები ამოიტანეს.

    1962 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჯო ლარა მუსიკალური კარიერის გარდა მსახიობობდა. ლარას, რომელიც ჰოლივუდის მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა, დიდი პოპულარობა მოუტანა 1989 წლის ფილმმა "ტარზანი მანჰეტენში" და 1996-1997 წლების სერიალმა, "ტარზანი: ეპიკური თავგადასავლები."

     

  • აზერბაიჯანმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25 ჩამოაგდო

    აზერბაიჯანის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სხვადასხვა პოზიციებზე თავდასხმების განმხორციელებელ სომხეთს ადეკვატურად პასუხობს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, მათი შეიარაღებული ძალების და  მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა  აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით რა, მტრის თავდასხმის ყველა მცდელობები აღკვეთილ იქნა, მათ უკან დაიხიეს  და სერიოზული დანაკარგები განიცადეს.

    თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებების დროს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 „გრადი“, 10 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 3 სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/11/02/azerbaijanma-somxet-is-kut-vnili-kidev-ert-i-su-25-ch-amoagdo-1520312

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური