მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 16:39

მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ, ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ავრცელებს. მისი თქმით აღნიშნულ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია:

"დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა შემდეგ კოკაკოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება. 
P.S ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს."- წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუკზე.

წაკითხულია 770 ჯერ

Related items

  • აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

    ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ ქალაქ კოლორადო სპრინგსში დაბადების დღის წვეულებაზე მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილიც დაიღუპა. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, აშშ-ს პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათი შემთხვევის ადგილზე მისვლისას 6 ადამიანი დაღუპული იყო, ხოლო ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი იყო თავდასხმის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მსხვერპლის მეგობარი ბიჭი.

  • აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ორი სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჯის ბიზნეს ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

    თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, დაჭრილი დააკავეს.

    ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოძიება გრძელდება, დაშავებულთა შესახებ კი დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

    დედაქალაქ ვაშინგტონში, მეტროს სადგურთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ არ გაავრცელეს.

  • შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში. დაღუპულია 10 ადამიანი

    ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი მონაცემებით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაჭრილია.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

    მეორეს მხრივ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდეს.

  • შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში: დაღუპულია 8 ადამიანი

    ამერიკის შეერთებული შტატების, ჯორჯიის შტატში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმები შტატების  ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილას, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი, რობერტ აარონ ლონგი დააკავეს, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს.

    გამოძიება დარწმუნებულია, რომ სამივე ადგილზე თავდასხმა ერთმა და იმავე შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.

    სანამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდებოდა, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთაგან ექვსი, აზიური წარმოშობის ქალია.

     

  • "სიამოვნებით გავულამაზებდი უტიფარ სახეს" - ვის ემუქრება მერსი სულხანიშვილი

    მას შემდეგ რაც მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა, წყვილის გარშემო ინტერესი არ ცხრება. როგორც რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბღაშვილის დედამ განაცხადა, მისმა შვილმა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. თავად წყვილი დაშორების მიზეზზე საუბრისგან თავს ამდრომდე იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯიბღაშვილის საცოლემ ფეისბუქზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

    ნანიკო ნაცარიშვილის პოსტს "ფეისბუქზე" მერსი სულხანიშვილი ეხმურება:

    "თბილისი ძაალიან პატარა ასე თუ ისე... ეხლა ეს ქალბატონი ჯანმრთელია? კიდევ ხმას იღებს ცოტა სულ პატარა თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს შერჩენილი საერთოდ გაქრებოდა რადარებიდან. სიამოვნებით გავულამაზებდი უტიფარ სახეს.
    გამომივიდა სტერეოტიპების მგრეველი მოკლე თავისი მოკლე კჭკუით ტოჟე მნე... კაცი რა ასატანია მოღალატე და ქალი ხო საერთოდ უნდა დაბრიდო".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური