"ჩვენ მონიშნული გვაქვს ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 14:48

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი მინისტრი უწყებაში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. ქეთევან ციხელაშვილმა მინისტრის რანგში პირველ სატელევიზიო კომენატარში სამუშაო გეგმებზე ისაუბრა."ჩვენ მონიშნული გაქვს ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. თქვენ იცით, რომ ჩვენი პოლიტიკის მთავარ ხაზს წარმოადგენს ის, რომ ეს არის მშვიდობიანი, პრაგმატული, შერიგებაზე მიმართული პოლიტიკა. მართალია, დღეს ჩვენ აფხაზებს, ოსებს ბევრი რამ გვაშორიშორებს, მათ შორის კილომეტრობით მავთულხლართები, ალბათ ის ტკივილიც, რაც ჩვენ გამოვიარეთ კონფლიქტისას, მაგრამ არის ბევრი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს და რასაც მავთულხლართებით ვერ გახლეჩ," - განაცხადა ციხელაშვილმა.    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილი პრემიერმა წარადგინა. მან პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა. 

წაკითხულია 289 ჯერ

Related items

  • ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

    ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.

    „ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და ფაქტობრივად წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს. 
    ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

  • ჩეხეთის ელჩმა ,,ლიდიცეს’’ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

    ჩეხეთის საელჩოში საქართველოში დღეს გაიმართა ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენაში ,,ლიდიცე’’ გამარჯვებული ქართველი ბავშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიჩკიმ, ჩეხეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

    როგორც ტომაშ პერნიჩკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ვინაიდან მასში 25 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკურსში ქართველი ბავშვები იმარჯვებენ“, - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.

    ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენა ,,ლიდიცე’’ დაფუძნდა 1967 წელს, ჩეხურ ლიდიცეში გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.

    კონკურსი საერთაშორისოდ 1973 წლიდან იქცა და მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

    ყოველწლიურად ლიდიცეს კონკურსზე 25 ათასზე მეტი მოსწავლის ნამუშევრები იგზავნება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.

    კონკურსის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიციის დათვალიერება მნახველს ლიდიცეს გალერეაში წლის განმავლობაში ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

  • ქეთევან ციხელაშვილი - 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება დიდ ტკივილს და დანაკარგს

    ეს არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება ძალიან დიდ ტკივილს და დანაკარგს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. ციხელაშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

    "ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მეორე დასკვნა, რაც 24 წლის თავზე შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში, ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესებს. დღეს ვითარება ძალიან მძიმეა. მიმდინარეობს ე.წ რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, რაც არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რეალობის გაცნობიერებით, გადავდგათ ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი და ეს არის მშვიდობის გზა, შერიგების გზა, იმიტომ რომ ამას არ გააჩნია ალტერნატივა”, -განაცხადა ციხელაშვილმა.

  • ქეთევან ციხელაშვილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.

    რაც შეეხება კანონის გაუქმებას, ციხელაშვილის თქმით, ეს არ მოხდება, ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება.

    „კანონის გაუქმება არ იგეგმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ კანონში ცვლილებები განხორციელებულა წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშავოთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, ვინაიდან პრინციპი ამ კანონის გახლავთ, ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობა და ეს იარსებებს; მეორე მხრივ, მის ამოცანას არ წარმოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელება. ამიტომ ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც ჯდება ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკაში, ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებაზე, მეტი სარგებლის მიწოდებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციიდან თუ ჩვენს პარტნიორებთან სხვა თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარე სარგებლის მოწოდებაზე - ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით გვქონდეს გარკვეული მსჯელობები, სიახლეები და ეს არ ეხება მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

  • სახალხო დამცველი ალექსანდრე ჯეჯელავას და ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის აფხაზური ენის შენარჩუნებისა და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

    სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 1600 (საყოველთაო აღწერის მონაცემებით განსხვავებული შედეგია) ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე ცხოვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ  ოჯახურ გარემოში შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, მაგრამ, განსხვავებულ ლინგვისტურ გარემოში აფხაზური ენის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობებს.  

    აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მეორე სახელმწიფო ენად. 2011 წლიდან ეს ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში იქნა შეტანილი. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან  სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში. 

    სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებითა და წინადადებით, 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების დასახლებათა სკოლებში შესაძლებელი გახდა ჩეჩნური, უდიური, ასურული, ოსური, ქურთული და ხუნძური  ენების სწავლება, რითაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული ენების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად და ასევე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური