თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, - პატრიარქი მინისტრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 13:02

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,“ - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვაზე მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.
 დღეს ჩვენ სამი ილიას დღესასწაული აღინისნება, ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღე. 

წაკითხულია 364 ჯერ

Related items

  • ილია მეორე - ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

    ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საახალწლო პარაკლისს აღავლენს.

    „გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საუკუნის "სახე(ლ)ების" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ მიერ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც საქართველოში The New York Times-ის ლიცენზიანტი საგამომცემლო სახლის „სახე(ლ)ები“ 2018 წლის გამოცემების წარდენა და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.
    ღონისძიებას, ასევე, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო.
    საგამომცემლო სახლის "სახე(ლ)ები" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოცემა The New York Times Turning Points-მა საქართველოს პატრიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც The New York Times-ი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებს ყოველწლიურად აჯილდოებს, შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: "თქვენო უწმინდესობავ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ მნიშვნელოვან და ჰუმანურ საქმეს თქვენი ლოცვა-კურთხევა და მატერიალური მხარდაჭერა წაუმძღვარეთ. ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქველმოქმედებას და ამავე დროს, გავიღებთ ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული წევრების მიმართ, გვქმნის და გვაყალიბებს ჩვენ საზოგადოებად იმიტომ, რომ იმ განსხვავებულობის ფონზე, რომელიც ამშვენებს თითოეულ ინდივიდს, ან საზოგადოებრივ ჯგუფს, ან ამა თუ იმ შეხედულებას, გამაერთიანებელი ღირებულებების მნიშვნელობა არის ის, რაც ქმნის და ამთლიანებს ერს. ასეთი ღირებულების ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენც.
    შარშანწინ ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად აღვნიშნეთ, ვისაც შესაძლოა ძალიან დიდი შემოსავალი, ან შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ გაზიარებისა და სხვებისთვის ცხოვრების შემსუბუქების სულისკვეთება.
    ყოველ ჯერზე, ასეთი წამოწყება აღმაფრთოვანებელია, ჩვენი ქართული საზოგადოიების ერთობას ქმნის და იმედს გვაძლევს მომავალში მისი გაძლიერების.
    პოლიტიკა - სფერო, რომელსაც მე წარმოვადგენ, პოლიტიკური ცხოვრება და ის პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც არსებობს საქართველოში, შეიძლება ითქვას, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუ სწორად გავაშუქებთ და წარმოვაჩენთ მსოფლიოს წინაშე. ჩვენი ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების, რომელიც თავის თავში ავითარებდა და იფარავდა ებრაულ თემს, უნარი ჩვენი მეფეებისა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები ურთულეს რელიგიურ ბრძოლებში და, ამავე დროს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიმართ გამოეჩინათ შემწყნარებლობა, ის უნარები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი შუასაუკუნეობრივი კულტურა და ტრადიციები, რასაც ჩვენ ვაჟა-ფშაველა გვიზიარებდა, ჩვენი ღირებულებები, ასევე ქართული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ტოლერანტობა გასაფრთხილებელია ისევე, როგორც ქართული ენა და ქართული ფოლკლორი, როგორც ნაწილი ჩვენი კულტურული იდენტობისა.
    დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის! გისურვებთ წარმატებას - შევეხიდოთ ერთმანეთს ბავშვთა და მოხუცთა სახლის შექმნაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. მაკა ჩიჩუას გამომცემლობისგან საყოველთაო სიმპათიის პრიზი გადაეცა.
    გამოცემის პრეზენტაციაზე გამომცემლობის „სახე)ლ)ები" სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, ასევე ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.
    ღონისძიების დასასრულს გამომცემლობის "სახე(ლ)ები" მიერ ცნობილი ადამიანების  წარდგენილი ნივთების ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლის მშენებლობა განხორციელდება. ასეთი სახლი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და ათწლეულის საუკეთესო იდეის სახელითაა ცნობილი. წლევანდელ აუქციონზე წარმოდგენილ 50-მდე ლოტს შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ კაკლისა და რცხილის ხისგან დამზადებული ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდიც იყო, რომელიც 5700 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გაიყიდა.

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება უკან

    დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.

    ,,დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ",- აღნიშნა მან.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღეების ფარგლებში დიასპორის ფორუმს "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მასპინძლობს. ფორუმი 27-28 მაისს იმართება.

  • ილია მეორე - ოჯახი არის სახელმწიფოს და ქვეყნის საფუძველი

    ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

    უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფლის ზეცად ამაღლების შესახებ იქადაგა. 

    „სახარებაში ვკითხულობთ ჩვენ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. 

    პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში  ჯვარი დაიწერეს. 

    სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი და სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილე პირებს დახვდებიან. უწმინდესი ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ერს დალოცავს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური