ანუკი არეშიძემ დახვეწილი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ გაიბრწყინა (ფოტოკოლაჟი)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:27

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მეუღლე , დიზაინერი ანუკი არეშიძე ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან წყვილად ითვლება. ანუკის დახვეწილი სტილი კი, განსაკუთრებით თვალშისაცემია, ოფიციალურ მიღებებსა და ღონისძიებებზე.

 

ანუკი არეშიძემ თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობით, სოციალური ქსელის მომხმარებლები კვლავ აალაპარაკა. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი"-ს გახსნაზე ქართველმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ამაზე ენერგეტიკის მინისტრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოც მეტყველებს.

 

წაკითხულია 2117 ჯერ

Related items

  • ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
    „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
    შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
    „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - კახი კალაძის ჩაშლილი შეხვედრა რესტორანში

    "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დღეს თბილისში მდებარე რესტორან "ბარაკონში" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. შეხვედრაზე კალაძე არ მივიდა. სავარაუდოდ, მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ "კურიერი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.

    მიუხედავად ამისა, ღონისძიება რესტორან „ბარაკონში“ არ გაუქმებულა. დარბაზი მთლიანად დახურული იყო და გამგეობების თანამშრომლებმა ადგილზე შეკრება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მათი დიდი ნაწილი დასაბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ჯერ კიდევ დარბაზში იმყოფებიან.

    10-მდე პირმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ იუბილარი იყო, დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ რესტორანში დაბადების დღეზე იყვნენ მისულები. მათ არ გაუსაჯაროებიათ, რომელი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • კახი კალაძისა და ანუკა არეშიძის უფროსი შვილის ახალმა ვარცხნილობამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

    ახი კალაძის და ანუკა არეშიძის ოჯახი ხშირად ხვდება სხვაფასხვა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში და ეს არცაა გასაკვირი.

    ენერგეტიკის მინისტრს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. შვილები გარეგნობით ძალიან ჰგვანან მშობლებს. უფროსი ბიჭი, ლევანი, როგორც ამბობენ, მამას უფრო ჰგავს.

    ანუკა არეშიძემ და კახი კალაძემ სოციალურ ქსელში უფროსი შვილის, ლევანის ფოტო ატვირთეს, სადაც ის ახალი ვარცხნილობითაა.

    „უსიმპატიურესიააა“.

    „რომ გაიზრდება, ეს რა იქნებაა“. 

    „რა ბავშვიაა, დახატული“.

    „უსიმპატიურესოო“, ვკითხულობთ ლევან კალაძის ფოტოს კომენტარებში. 

    Rating

    Rating

  • ანუკი არეშიძის არდადეგები ოჯახთან ერთად

    დიზაინერი, ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე ანუკი არეშიძე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე იტალიური არდადეგების ფოტოებს აქვეყნებს. არეშიძემ რომში შვილებთან და მშობლებთან ერთად დაისვენა.

    ანუკის გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი მოწონება და კეთილი სურვილები მოჰყვა.

    აღსანიშნავია, რომ სამი შვილის დედა იდეალურ ფორმაშია. მან განსაკუთრებული შარმით საზოგადოების კეთილგანწყობა ნამდვილად დაიმსახურა. 

  • "გაზპრომთან" დაკავშირებით დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები" - კახი კალაძე

    ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე ენერგეტიკულ თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რუსული გავლენები და რუსული პოლიტიკა.

    საუბარი შეეხო რუსულ ენერგო კომპანია გაზპრომს და მის გავლენებს რეგიონში. აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახი კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გაზპრომთანმოლაპარაკებით, ქართული ინტერესები არ დაზარალებულა.

    „კითხვა იყო დასმული ბატონი კანდელაკისგან, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი. გაზპრომთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები. ის, რაც საქართველომ გააკეთა იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

    ენერგო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც თბილისში მიმდინარე ფორუმს ესწრებიან.

    „ენერგო უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოების. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც მთავრობას ჰქონდა არც თუ სწორი სტრატეგიული პრიორიტეტი გაზპრომისშემოყვანისა რეგიონში, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ამ პროცესის შეჩერება მოხდა,“ - განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ბათუ ქუთელიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური