„ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 31 ივლისი 2016 22:23

„ეს არის დადასტურება იმ მარტივი ჭეშმარიტების, რომ ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ ახერხებს, რომ მატარებელში თავის დროზე ჩაჯდეს და მუდმივად გასულ მატარებელს ახტება ხოლმე. ეს საქმე რომ აღძრულიყო პაპუაშვილის პირველი განცხადების შემდეგ, ხელისუფლებას ექნებოდა მორალური უპირატესობა და ასე მაღლა არ აიწევდა ეს თემა, მინი-კრიზისად არ ჩამოყალიბდებოდა. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც არჩია სირაქლემის პოზის დაჭერა. ლაპარაკობდნენ, რომ ეს იყო ჭორაობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, მათ მაინც მოუწიათ საქმის აღძვრა, მაგრამ მოუწიათ უკვე მათთვის წამგებიან მდგომარეობაში, როდესაც პაპუაშვილმა მოახერხა ამის უმაღლეს დონეზე ატანა და ფაქტობრივად, ეს იქცა საერთაშორისო სკანდალად. ეს არის ხელისუფლების პოლიტ-ტექნოლოგიური უგუნურება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

წაკითხულია 1623 ჯერ

Related items

  • საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს

    21 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი- თბილისის მიმართულებით.

    მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

    აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

    საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან,  ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 

    21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
     
    შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

    აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესს განაგრძობს

    დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან  მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
     
    მგზავრებს შორის არიან  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები,   ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
     
    საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან,ვენიდან,ამსტერდამიდან, ლონდონიდან,მათ შორის ათენიდანაც( "ეგეოსის ავიახაზები").
     
    უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები:
     
     10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,
    24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
     
    აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
     
    შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ სრულად გამოიძიოს აფგან მუხთარლის გატაცება
    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ბორის სილევიჩმა (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენმა (შვედეთი, პარტია 
     
    „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და მისი აზერბაიჯანისთვის უკანონო გადაცემის შესახებ მწუხარება
     
    გამოხატეს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გამოიძიოს ამ საქმესთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებები და საქმის კურსში ამყოფოს თანამომხსენებლები 
     
    გამოძიების შედეგებზე, რომელსაც ისინი გულდასმით ადევნებენ თვალს.
  • „მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები გაურკვევლობას იწვევს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

    „იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის თანხა, რაც მოგების გადასახადით უნდა ამოსულიყო ბიუჯეტში, ჩატოვონ ეკონომიკაში და ამით სტიმული მისცენ ეკონომიკის განვითარებას. თითქოს, იდეა კარგია, მაგრამ შეეშინდათ, რომ ეს ბიუჯეტში პრობლემებს გამოიწვევს და მეორე ხელით ადგნენ და აქციზების მომატებაზე ისაუბრეს. ერთი მხრივ ამბობენ, რომ სურთ ეკონომიკაში ფული ჩადონ, რათა განვითარდეს და მეორე ხელით იგივე თანხა (ან უფრო მეტი) ისევ ამოიღეს ეკონომიკიდან. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ეკლექტური მოქმედებები, ბუნებრივია, გაურკვევლობას იწვევს“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზვიად ხორგუაშვილი პასუხობს.

  • „ბუნდოვანი დარჩა, არის თუ არა პრემიერი გადაწყვეტილების მიღების უნარიანი“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

    „გამომდინარე იქიდან, რომ ძალოვან სისტემას გიორგი კვირიკაშილი არ შეხებია და ძალოვანი სისტემის მინისტრები მის გუნდად არ მოიაზრებიან, ბუნდოვანება დარჩა იმის შესახებ, თუ სად არის ძალის ცენტრი, სად მიიღება გადაწყვეტილებები, პრემიერ-მინისტრი არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების უნარიანი და შესაბამისად, არის თუ არა პროცესებზე პასუხისმგებელი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური