თეა წულუკიანმა ბერძენაულის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 ივლისი 2016 10:24

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და  საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ბერძენაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს, რომლის  მშენებლობა 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ბერძენაულისა და მიმდებარე სოფლების 8000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.
 
 

წაკითხულია 457 ჯერ

Related items

  • საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.

    მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები.

    საზოგადოებრივი ცენტრების სივრცე − საკონფერენციო დარბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, იუსტიციის სახლისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გამოყენებული იქნება კულტურული და სოციალური ღონისძიებებისათვის როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე დისტანციურ ფორმატში. ცენტრების საკადრო რესურსის გამოყენებით მოსახლეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ საჯარო სერვისების, არამედ საბანკო პროდუქტების შესახებაც.

    „ლიბერთი ბანკი“ რაიონების მცხოვრებთ, კონკრეტულად, მათი რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდიფიცირებულ ახალ მომსახურებებს შესთავაზებს, რომელთა დანერგვაც ამა თუ იმ ქალაქის, დაბისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ეს სერვისები, ისევე როგორც სხვა კერძო და საჯარო სექრტორის 250-ზე მეტი სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.

    საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, არეგისტრირებს უძრავ ქონებას და სარგებლობს კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალებით. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება; საზოგადოებრივ ცენტრებში იზრდება „ლიბერთი ბანკის“ სერვისების მრავალფეროვნება და ფართოვდება სოციალური და კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შესთავაზებს.

    საზოგადოებრივი ცენტრები მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისების დანერგვას.

  • საზოგადოებრივ ცენტრებში ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი

    იუსტიციის სახლის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით რეგიონებსა  და სოფლებში, ყველა საზოგადოებრივ ცენტრში  ლიბერთის სივრცეები 24/7-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სივრცეებში განთავსებულია ლიბერთის ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები  ( შორაპანის, დუშეთის და საწირის გარდა).

    დღეიდან, პენსიის მიმღებ პირებს შეეძლებათ გამოიტანონ საკუთარი პენსია ნებისმიერ დროს და ისარგებლონ გადახდის აპარატის მომსახურებით თავის საცხოვრებელ რეგიონებსა და სოფლებში

    იხილეთ მისამართები: 

    • ბოლნისის რაიონი, სოფელი კაზრეთი 
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ღორეშა
    • დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი არხილოსკალო
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი შაშიანი
    • ხაშურის რაიონი, სოფელი გომი
    • ყვარელის რაიონი, სოფელი შილდა
    • ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
    • ხობის რაიონი, სოფელი ჭალადიდი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხევი
    • თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი კოდა
    • თეთრიწყაროს რაიონი, მანგლისი, რუსთაველის ქ. 28ა
    • ნინოწმინდის რაიონი, სოფელი ფოკა
    • ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოეთი
    • წალენჯიხის რაიონი, ჯვარი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი იორმუღანლო
    • ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი
    • ქობულეთის რაიონი, სოფელი მუხაესტატე
    • გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი
    • წყალტუბოს რაიონი, სოფელი გეგუთი
    • გორის რაიონი, სოფელი მეჯვრისხევი
    • საჩხერის რაიონი, სოფელი კორბოული
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი ორსანტია
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი
    • ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კაბალი
    • ლენტეხი, აღმაშენებლის ქ. 11
    • ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი აბაშიძის ქ. 2
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი ხრეითი
    • გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი
    • სამტრედიის რაიონი, სოფელი დიდი ჯიხაიში
    • მარნეულის რაიონი, სოფელი სადახლო
    • ზუგდიდის რაიონი, სოფელი რუხი
    • ხარაგაულის რაიონი, სოფელი კიცხი
    • გორის რაიონი, სოფელი ტყვიავი
    • ჭიათურის რაიონი, სოფელი უსახელო
    • ახალციხის რაოინი, სოფელი ვალე, ვაჟა ფშაველას ქ. 4
    • ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული
    • ცაგერის რაიონი, სოფელი ლაჯანა
    • ახალქალაქის რაიონი, სოფელი კუმურდო
    • წალკა, არისტოტელეს ქ. 12
    • სიღნაღის რაიონი, სოფელი ნუკრიანი
    • ჩოხატაურის რაიონი, სოფელი კოხნარი
    • ვანის რაიონი, სოფელი ზეინდარი
    • ბორჯომის რაიონი, ბაკურიანი
    • ზესტაფონის რაიონი, სოფელი მეორე სვირი
    • დუშეთის რაიონი, დაბა ფასანაური
    • წალენჯიხის რაიონი, სოფელი ჯგალი
    • ოზურგეთის რაიონი, სოფელი ქვემო ნატანები
    • ლანჩხუთი, თბილისის ქ. 5
    • ახალციხის რაოინი, სოფელი აწყური
    • თელავის რაიონი, სოფელი ნაფარეული
    • ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი ლესიჭინე
    • თერჯოლის რაიონი, სოფელი ზედა საზანო
    • საჩხერე, მერაბ კოსტავას ქუჩა
    • სიღნაღის რაიონი, წნორი, ევდოშვილის ქუჩა
    • დმანისი, მ. ხერგიანის ქუჩა
    • ადიგენი, თორნიკე ერისთავის ქ. 32
    • ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი
    • მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი
    • საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო
    • შუახევი, რუსთაველის ქ. მესამე შესახვევი
    • ქობულეთი, 9 აპრილის ქ. 28
    • ხულო, თამარ მეფის ქ. 5
    • ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. 2-ის მიმდებარედ
    • ქედა, აბუსერიძის ქ. 16-ის მიმდებარედ
    • ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქ. 41-ის მიმდებარედ
    • თეთრიწყარო, დიდგორის ქ. 8
    • ცაგერი, რუსთაველის ქ. (სპორტული მოედანი)
    • მარნეულის რაიონი, სოფელი ყაჩაღანი
    • ამბროლაურის რაიონი, სოფელი ჭრებალო
  • "რუსთავი 2"-ის საქმე - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

    მისი თქმით "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილიარ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება. 

    „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და "TV საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა "TV საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    www.rustavi2.ge

  • „სტრასბურგში, პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ“ - თეა წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნის საკითხი შეაფასა. მინისტრი პირველი სიის ჩავარდნას იმ პროცესებს უკავშირებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა:

    „პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებას აკეთებს

    მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

    "ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური