კლიმატის ცვლილების სფეროში ანგარიშგების სისტემის განვითარების შესახებ პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 12:29

კლიმატის ცვლილების სფეროში ანგარიშგების სისტემის განვითარების შესახებ პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მიმართა. პროექტის შემსრულებლებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ანგარიშგების სისტემის კონკრეტული საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს საქართველოსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისი ანგარიშგების სისტემა კლიმატის ცვლილების სფეროში.

წაკითხულია 379 ჯერ

Related items

  • კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად 17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დაწყების დღიდან, 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათასზე მეტი.

    IFRC-მ  კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის ეფექტების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც  ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ეპიდემიამ საზოგადოებები უფრო დაუცველი გახადა კლიმატის კრიზისის მიმართ.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ 681 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარებოდა ექსტრემალურ ტემპერატურას, ხოლო კოვიდ-19 ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათას 242.

  • კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მასობრივი მიგრაცია გამოიწვიოს

    უცხოელი სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა 2050 წლისთვის, შეიძლება მსოფლიოს 6 რეგიონში 216 მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    მსოფლიო ბანკმა გააანალიზა კლიმატური ცვლილების ზეგავლენა მიგრაციაზე სამხრეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ცენტრალურ აფრიკაში რა, 2018 წელს გამოაქვეყნა ანგარიში "Groundswell", რომელიც ამჟამად გააქტიურა და დაამატა ისეთი რეგიონებიც, როგორებიც არის ჩრდილოეთ აფრიკა, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანია, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია.

    ამ ანგარიშის თანახმად,  კლიმატური ცვლილება ზემოთ ხსენებულ 6 რეგიონში, მიგრაციის სულ უფრო მზარდი ეფექტური მიზეზი გახდება.

    კლიმატური ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე, ასევე სასოფლო -სამეურნეო პროდუქტიულობა და ზღვის დონის დღითიდღე მატება, საგრძნობლად შეამცირებს ზოგიერთი რეგიონის სიცოცხლისუნარიანობას.

    მოკლედ, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად დააზარალებს ღარიბ და დაუცველ რაიონებს და საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში 2050 წლისთვის 216 მილიონზე მეტი ადამიანის 6 რეგიონში შიდა მიგრაციას აიძულებს.

    ეს მაჩვენებელი შეესაბამება ხსენებული რეგიონების იმ პერიოდისათვის პროგნოზირებული მოსახლეობის 3 პროცენტს.

    ამავე ვარაუდით, 85,7 მილიონი კლიმატის მიგრანტი შეიძლება გამოჩნდეს ცენტრალურ აფრიკაში და ეს მაჩვენებელი შეადგენს რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 4.2 პროცენტს. ცენტრალური აფრიკა, რომლის მშრალი ადგილები და სანაპირო ზოლი კლიმატური ცვლილებების გამო უკვე დაზარალებულია, დღეს ყველაზე მყიფე რეგიონს წარმოადგენს.

    საერთო ჯამში კი, 48.4 მილიონი (2.5 პროცენტი) ადამიანმა აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში, 40.5 მილიონი (1.8 პროცენტი) სამხრეთ აზიაში, 19.3 მილიონი (9 პროცენტი) ჩრდილოეთ აფრიკაში, 17,1 მილიონი  (2.6 პროცენტი) ლათინურ ამერიკაში, 5.1 მილიონი (2.3 პროცენტი)  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სწორედ ამ კლიმატური ცვლილების გამო, შეიძლება შიდა მიგრაცია მოახდინოს.

    გარდა ამისა იმასაც ვარაუდობენ, რომ გვალვამ და წყლის სიმცირემ, ასევე ზღვის დონის ამაღლებამ შეიძლება მეტად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე და ნილოსის დელტაზეც, სადაც აფრიკის კონტინენტის ყველაზე მჭიდრო მოსახლეობაა

    მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ნათქვამია: "კლიმატის ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს სოციალურ-ეკონომიკური პირობები და საარსებო საშუალებები ისე, რომ აიძულოს ხალხს შიდა მიგრაცია. თუ ახლავე არ მომზადდება  ამის საწინააღმდეგოდ გეგმები, მაშინ, მიგრანტების გამგზავნი და მიმღები რეგიონებიც დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან. მოკლედ, 2030-იან წლებში, შიდა და გარე მიგრაციის გამო ცხელი რეგიონები შეიქმნება  და ამ რეგიონების რიცხვი  2050 წლისათვის კიდევ უფრო გაიზრდება.“

  • საქართველოსა და ევროკავშირი ერთიანდებიან კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად

    თბილისი, 2017 წლის 2 თებერვალი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “Clima East“-ის მხარდაჭერით, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი მეტი მზაობის მიღწევაში ეხმარება, გაიმართა სამუშაო შეხვედრა,
    სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ ევროპისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები პარიზის შეთანხმების განხორციელების, კერძოდ კი იმ ზემოქმედების განსახილველად, რომელსაც ეს შეთანხმება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებზე ახდენს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი კარლო ნატალე, ასევე კლიმატის საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და „Clima East“-ის პროექტის წარმომადგენლები.
    სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამთავრობო წრეების, ეკონომიკური სექტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (ბიზნეს გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების) მონაწილეობის გზით იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საერთო აღქმისა და ხედვის ჩამოყალიბებას, რომელსაც პარიზის შეთანხმება და საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების გამონაბოლქვის 15%-ით შემცირების შესახებ მოუტანს ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებას. კერძოდ, კონფერენციაზე განხილული იყო დარგობრივი პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებების კოორდინაციის შესაძლებლობები და მათი მეშვეობით ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის უზრუნველყოფა.
    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „Clima East“ ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაში კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთათვის რეგიონული სემინარების ორგანიზების, კონვენციის ვალდებულებების, მათ შორის პარიზის ხელშელრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების, ეროვნული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

    „Clima East“ არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული € 19.2 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: პირველ კომპონენტში შედის რიგი საპილოტე პროექტები, რომლებიც კლიმატის ცვლილების ეკოსისტემებზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებას უწყობს ხელს და ხორციელდება UNDP-ის მიერ; ხოლო მეორე - პოლიტიკის კომპონენტია და მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში კლიმატური ცვლილების პოლიტიკების, სტრატეგიებისა და ბაზრის მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობას რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის კლიმატის ცვლილების პოლიტიკებთან, კანონებთან და გამოცდილებასთან საინფორმაციო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, რაც ხორციელდება DAI-ის მიერ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური