რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა საზოგადოებრივი მომსახურების შესახებ?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 22:49

2016 წლის 27 ივლისს გაიმართა საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის კვლევის შედეგების წარდგენა.

კვლევაში მიმოხილულია მოქალაქეთა დამოკიდებულება გზების, საზოგადოებრივი საბავშვო ბაღების, დასუფთავებისა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ. კვლევაში ასევე განხილულია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითი“.

კვლევის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს ნილს სკოტმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, და თენგიზ შერგელაშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3,800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს. მასში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების ანალიზს.

კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში.

წაკითხულია 1076 ჯერ

Related items

  • საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ევროკავშირის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია

    ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია, და ის არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობა რესპონდენტების უმრავლესობა (60%) აღმოსავლეთ სამეზობლოში.
    მთელი რეგიონის მოქალაქეთა ორი მესამედი (70%) თვლის, რომ ურთიერთობები ევროკავშირს და მათ ქვეყანას შორის არის “კარგი”. აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
    ეს არის რამდენიმე შედეგი 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.
    ეს კვლევები აფასებს ევროკავშირის ზოგად აღქმას, მასთან დაკავშირებულ ფასეულობებს, ურთიერთობებს ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ეფექტურობას.
    საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე - COVID-19-ის კრიზისის დაწყებამდე - და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ამონარჩევში თითოეულ ქვეყანაში.
    დამატებითი ინფორმაცია:  

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

     

     

     

     

  • 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში ჩატარდა 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (COVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში. ყოველწლიური კვლევები უკვე მეხუთე წელია ტარდება; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შედეგები წარმოდგენილია ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში.

    ქვემოთ მოცემულია საქართველოში ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკის სახით და ანგარიშში, რომელთა ბმულები ასევე ქვემოთ არის მოცემული.

    ძირითადი შედეგები:

    • საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.

    • საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

    • საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.

    • საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

    ბმულები:

    • საქართველოს ანგარიში და ინფოგრაფიკა 2020:
    o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-georgia
    o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-gruziya
    o GEO: https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2020-c-sakartvelo

    • რეგიონული მიმოხილვა 2020 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა):


    o ENG: https://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/publications/opinion-survey-2020-regional-overview
    o RUS: https://www.euneighbours.eu/ru/vostok/stay-informed/publications/opros-obschestvennogo-mneniya-2020-regionalnyy-obzor

  • GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა

    ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.

    სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს, ისე ყველა იმ პროცესის თუ სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც საბოლოო ჯამში გარანტირებულად  უზრუნველყოფს პაციენტისთვის ეფექტური და სათანადო ხარისხის მედიკამენტის მიწოდებას.

    ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში  დანერგილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებების და პროცესების ყოველმხრივი შეფასება EU GMP რეგულაციებთან შესაბამისობაზე, იქნება ეს აუდიტები თუ წარმომადგენლობითი ინსპექტირებები სხვა ქვეყნების - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი - აუდიტორული კომპანიებისა და მარეგულირებელი სააგენტოების მხრიდან. აღნიშნული შემოწმებების სიხშირე და პერიოდულობა GM Pharma-ს ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და კომპანიის მხრიდან განიხილება როგორც პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობის მორიგი დემონსტრირება და მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაძლებლობა.

    TÜV SÜD-ის ისტორია 150 წელს ითვლის, მასში მუშაობს 24,500-ზე მეტი თანამშრომელი და ამჟამად კომპანია ემსახურება როგორც კერძო კომპანიებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს სერტიფიცირების, აუდიტის, ტესტირებისა და კონსალტინგის საკითხებში მრეწველობის (მათ შორის ფარმაცევტული წარმოების), ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის  ხარისხის მართვის ახალი ISO სერტიფიკატის მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგიური, აპარატურული და ხარისხის მართვის პროცესების სანდოობას.

    GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

    GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

  • ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის/საქართველო

    2018 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის შესახებ

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ფარგლებში საქართველოში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 1,000-კაციან რეპრეზენტატიულ ამონარჩევში. ქვემოთ მოცემულია ძირითადი შედეგები - დამატებითი დეტალები მოყვანილია ინფოგრაფიკაში და ანგარიშში, რომელთა ლინკები ასევე მოცემულია ქვემოთ.

    ძირითადი შედეგები

    • საქართველოს მოსახლეობის 49%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს უარყოფითი წარმოდგენა ევროკავშირზე, რაც რეგიონულ საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.
    • საქართველოს მოსახლეობის 83% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არის კარგი – ეს იგივე მაჩვენებელია, რაც 2017 წელს და გაცილებით აღემატება რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს - 63%-ს.
    • საქართველოში ადამიანების 70% ენდობა ევროკავშირს (4%-ით მეტი  2017 წელთან შედარებით). ნდობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ კვლავ დაბალია (24%).
    • საქართველოს მოსახლეობის 67%-მა (9%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით) იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 59% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.

     ლინკები

    საქართველო ანგარიში და ინფოგრაფიკა 2018:https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-sakartvelo

    რეგიონული მიმოხილვა 2018 (აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა): https://www.euneighbours.eu/ka/east/stay-informed/publications/sazogadoebrivi-azris-gamokitkhva-2018-c-regionuli-mimokhilva

    წანამძღვრები

    საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში 2018 წლის მარტ/აპრილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ყოველწლიური კვლევები ტარდება უკვე სამი წელია; პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს.

    კონტაქტი:

    სილვია გრანტი
    ჯგუფის ხელმძღვანელი და კამპანიის კოორდინატორი

    ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო 
    ურთიერთობა უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის: კავშირი მოქალაქეებთან მთელ აღმოსავლეთ სამეზობლოში (ევროკავშირის ღია სამეზობლოს პროგრამა)
    @: JLIB_HTML_CLOAKING

    ვებსაიტი: www.euneighbours.eu
    მოგვყევით საიტზე 
    პროექტს ახორციელებს 
    კონსორციუმი Ecorys-ის ხელმძღვანელობით 

  • გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

    საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

    პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    „ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

    „ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

    „1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური