ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები,- თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:08

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. 

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ეს ღონისძიება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველწელს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ვისაუბროთ განვლილი წლის შედეგებზე და ხარვეზებზე, რომელიც მარტივად გამოსწორებადია. ასევე, რაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია გვაქვს შესაძლებლობა დავგეგმოთ შემდეგი წელი. ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტის ფონზე და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჯერ კიდევ გადასადგმელი ნაბიჯების გათვალისწინებით, სამი დღის განმავლობაში სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, უკვე ხვალიდან, დავიწყოთ მზადება ბრიუსელის მომავალი წლის სამიტისთვის. ეს დრო ძალიან სწრაფად გარბის და ასეთი ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები, ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ბრიუსელში არ იმართება. უზარმაზარია ორმხრივი ფორმატების როლი და როდესაც ყველა ელჩი ადგილზეა, გაცილებით უფრო ადვილია შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის განხორციელება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კონფერენციის მეორე დღეს, მეოთხე პანელი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი წარსდგება.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები დაესწრებიან.

წელს პირველად ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია გაიმართება საქართველოს ტექნოლოგიური პარკში. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.

წაკითხულია 483 ჯერ

Related items

  • არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული,... ვემსახურები საქართველოს! - თინა ხიდაშელი

    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ჰქონდა ფული, -  არჩევნებთან დაკავშირებით,  "რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

    ”ჩემო ძალიან კარგო ადამიანებო! სულ სულ სულ ყველაზე დიდი მადლობა, იმათ ვინც მგულშემატკივრობდა, მეხმარებოდა, 24/7 ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ამ სრულიად ფანტასტიური კამპანიის ენერგიას მაძლევდა. ჩვენ მართლა ძალიან მაგარი თვეები გავატარეთ ერთად! 
    დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამ პროცესში ყველაფერს აკეთებდით, რომ შესაძლებლობა მიგეცათ იმათთვისაც, ვისაც თავად არ გულშემატკივრობდით. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთები უფრო მეტი იყავით ვიდრე პირიქით! 
    განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველს, რომელიც უბნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. დიახ, აღმოჩნდა რომ ჩვენ იმაზე უფრო ცოტა ვართ, ვიდრე გვეგონა და განსაკუთრებით მიყვარხართ! 
    როგორ მინდა 2-3 კაცი მაინც ვიცოდე ბიზნესიდან, ვისაც მადლობას ვეტყოდი, მაგრამ ასეთები უბრალოდ არ გამოჩნდნენ. გამბედაობა არ ეყოთ მთავარ მტრად დანიშნული პოლიტიკური ძალისთვის თუნდაც მცირედი დახმარება აღმოეჩინათ. ალბათ ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია ამ არჩევნების.
    ეს არჩევნები მოიგო იმან, ვისაც ქონდა ფული. გარეთ დარჩა ყველა დანარჩენი. არაფერია გასაოცარია, სრულიად ლოგიკურია ღარიბი ქვეყნისთვის, სადაც პარტიებისადმი ნდობა დაბალია და არჩევნებს ადამიანების ნაწილი უყურებს, როგორც შესაძლებლობას ერთჯერადად მაინც მოიპოვოს პურის ფული. არჩევნების ბედი იმ სამრშრუტო ტაქსებში გადაწყდა მთელი დღე ამომრჩეველს რომ დააქროლებდა. 
    პროცესის დასასრულამდე აღარ შეგაწუხებთ. ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ეხლა ახალი რესპოდენტები გყავთ, ხალხის ახალი რჩეულები და მათ მიეცით შანსი და ასპარეზი!
    სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე ქვეყნის სამსახურში ვარ. სულ ასე იყო და ასე იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ საინეტერესო, ბობოქარი 24 წლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე. ვემსახურები საქართველოს!”- წერს თინა ხიდაშელი.

  • ხიდაშელი პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს

    საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი   პედაგოგების დაშანტაჟებასა და დაშინებაზე საუბრობს. ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავასა და ხელისუფლებას მიმართავს.
    "მინდა მივმართო განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებამდე, რეგიონებში რესურსცენტრების მხრიდან. ზუსტად ისევე მიმდინარეობს პედაგოგების შანტაჟი, დაშინება, ზუსტად ისევე ძალით მიჰყავთ პედაგოგები სხვადასხვა შეხვედრებზე და იძულებულს ხდიან, იმის შიშით, რომ მათ დაატოვებინებენ სამსახურს, გააკეთონ ხელისუფლებისთვის სასურველი არჩევანი. მე მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ბატონი ჯეჯელავა ამ ყველაფრის თანამონაწილე არ არის, მაგრამ განათლების რესურსცენტრები მის დაქვემდებარეობაშია და ჩემი ამოცანაა, გავაფრთხილო განათლების სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება ძალიან მკაცრად პასუხგაცემული. ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელში დავტოვეთ ის დრო, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ სამსახურებიდან გათავისუფლებით, აშინებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სოციალური, თუ თანამდებობრივი პასუხისმგებლობით, ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, სააკაშვილის გადმონაშთებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მძიმე მახასიათებლებს ნუ გაიმეორებენ. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომ მათ არჩევანს არ უტოვებენ, მე კარდკარს ვატარებ ზესტაფონში და პირადად შევესწარი ამ ფაქტს, რომ ჩემი თანდასწრებით იღებენ პედაგოგები მსგავს სატელეფონო ზარებს. განათლების მინისტრს მინდა პირადად მივმართო, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ის პრინციპულად განსხვავებული თვისებების, ხასიათის, ღირებულებების მატარებელი ადამიანია და ძალიან მკაცრად მოკიდოს ხელი მის დაქვემდებარებაში მყოფ რესურსცენტრებს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავალებები ბატონი ჯეჯელავასგან არ მიუღიათ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები განათლების სამინისტროს სისტემის თანამშრომლები არიან და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო”, - ნათქვამია თინა ხიდაშელის მიმართვაში.

  • "ამბასადორიალზე" ელჩების ყოველწლიური შეხვედრა დღეს დასრულდება

    საქართველოს ელჩების ყოველწლიური შეხვედრა დღეს დასრულდება.ამბასადორიალის მეხუთე დღეს ვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მთავრობის მეთაური შეხვდება.ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის პრიორიტეტების დეტალები და მიიღონ პასუხები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან საგარეო პოლიტიკის ყველა დეტალზე.ამბასადორიალი შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს.

  • „ამბასადორიალი 2016“ - დიპლომატები თემატურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ

    „ამბასადორიალი 2016“ გრძელდება. მე-3 დღეს სამუშაო შეხვედრები იმართება. დიპლომატები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში არსებულ და გლობალურ პრობლემებზე მსჯლეობენ. საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. დოპლომატები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრქტურებისკენ მისწრაფებას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ. დღის ბოლოს დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება, სადაც საგარეო მიმართულებით არსებული პროცესები განიხილება.

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

    დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

    ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

    ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

    ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

    “ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური