ბასილაშვილის ფინალი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:02

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ავსტრიულ კიცბიუელში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ითამაშა და იტალიელ პაოლო ლორნენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.

"მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისათვის. ძალიან მწყდება გული დღევანდელი წაგებით და დიდი ხანი გამყვება ეს შეგრძნება. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ჩემს თავს, მითუმეტეს, ფინალში მაგრამ რა გაეწყობა. ეს უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თავდაჯერებულობაა, ეს გრძნობა კიდევ მხოლოდ შრომიდან მოდის. მინდა, ლორენცის და მის გუნდს წარმატება მივულოცო. მან გამარჯვება დაიმსახურა. შემდეგი ტურნირი პრაღაში მელის".

შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.

წაკითხულია 515 ჯერ

Related items

  • ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა

    ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

    პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
    მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

    ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

    ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.

  • ორი ქართველი ჩოგბურთელი, Australian Open 2018-ზე

    2018 წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 
    მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 
    აქამდე ბასილაშვილს მელბურნის კორტებზე ორჯერ უასპარეზია. როგორც 2016, ისე 2017 წელსაც, მისი მაქსიმუმი პირველი რაუნდი აღმოჩნდა. 
    ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ იქნება მისი პირველი მეტოქე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. 
    ბასილაშვილთან ერთად ტურნირიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის. 
    ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში როჯერ ფედერერია, რომელიც ტიტულის დაცვას წელსაც შეეცდება. 
    ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, აღნიშნული ჯილდო ავსტრალიელ როი ემერსონსა და ჯერ კიდევ მოქმედ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვთ მოგებული. 
    მათ ავსტრალიის 5 ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულით როჯერ ფედერერი მიჰყვებათ. 
    ქალთა ერთეულთა თანრიგში გასულ წელს პირველობა არავის დაუთმო სერენა უილიამსმა, თუმცა, ამერიკელი წელს მელბურნის კორტებზე ტიტულს ვერ დაიცავს, რადგან მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 
    ქალთა შორის კი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ,  ეს პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარგარეტ კორტმა ასწია. მას უკან სწორედ სერენა უილიამსი მიჰყვება, რომელსაც წლის პირველი მუზარადი 7-ჯერ აქვს მოგებული.
    2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დიდი დანაკლისით ჩაივლის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში. 
    ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, როგორებიც არიან: ენდი მარეი და კეი ნიშიკორი.
    აქვე ვთქვათ, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდებიან ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა. ორივე ჩოგბურთელს თითქმის 6 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.
    ტურნირის გამარჯვებული, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, 2000 ქულას ჩაიწერს. ტურნირის ცენტრალური კორტი "როდ ლეივერის" სახელობის არენაა, რომელიც 14 820 მაყურებელზეა გათვლილი.
    ტურნირი 1969 წლიდან იმართება. შეხვედრები თავდაპირველად კოიონგის ჩოგბურთის კლუბში იმართებოდა, თუმცა შემდეგ მელბურნ პარკის კორტებზე გადაინაცვლა. 
    როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში, ტურნირის გამარჯვებული 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2 მილიონ დოლარს მიიღებს ფინალისტი. 
    პირველი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
    მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
    და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

  • ბასილაშვილი როლან გაროსის 1/16 ფინალში გავიდა

    საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშილმა სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. 
    ქართველმა ჩოგბურთელმა სერბ მეტოქეს სამ სეტში, 7:6, 7:6, 7:6 სძლია და 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 
    ბასილაშილის შემდეგი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.
    რაფაელ ნადალ პარერა  დაიბადა 3 ივნისს 1986 წელს მანაკორი (მალიორკა)
    ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელსაც 14 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული. მოგებული აქვს საფრანგეთის ღია ასპარეზი 10-ჯერ (2005-08 და 2010-14 წლებში), უიმბლდონი (2008, 2010), ავსტრალიისა (2009) და ამერიკის (2010, 2013) ღია პირველობები. ამჟამად, მსოფლიოს მე-4 ჩოგანია.

  • ბასილაშვილმა მსოფლიოს მერვე ჩოგანი დაამარცხა

    ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
    ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი ორ სეტში  6:4, 6:4 დაამარცხა და მთავარი სენსაციის ავტორი გახდა.
    ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ავსტრიელ დომენიკ თიმს შორის შეხვედრა, საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
    მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი  მსოფლიოს 36-ე ჩოგანს, 27 წლის მარტინ კლიჟანს შეხვდება
    მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური