„საქართველოს ინტერესებშია, რომ თურქეთში იყოს სრული დემოკრატია“- გიორგი რუხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 23 ივლისი 2016 14:21

„ჯერჯერობით იმის შეფასება, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ან ვინ იდგა ამის უკან, ადრეა გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, თურქეთის ხელისუფლება ადანაშაულებს კონკრეტულ ადამიანს, ფეთულა გიულენს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და აცხადებს, რომ ის და მისი მხარდამჭერები დგანან ამ წარუმატებელი გადატრიალების უკან, თუმცა უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს აქვს სამხედრო გადატრიალებების მთელი ისტორია, 21-ე საუკუნეში ბუნებრივია დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ უძლებს გადატრიალების იდეა. ამდენად,  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილება მიუღებელია. საქართველოს ინტერესებშია, რომ თურქეთში იყოს სრული დემოკრატია და მსგავსი ინციდენტები ამ ქვეყანაში აღარ იყოს. რამდენად დემოკრატიულ სტანდარტებთან მიახლოებულად ჩატარდება გამოძიება და რამდენად მოახერხებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება იმას, რომ არ გასცდეს კანონის ჩარჩოს, ამაზე იქნება დამოკიდებული დიდწილად წავა თურქეთი თვითიზოლაციისკენ, თუ წავა დემოკრატიული განვითარებისკენ “ - განაცხადა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

 

წაკითხულია 705 ჯერ

Related items

  • ”პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

    “მე დავტოვე პარტია იმ მიზეზით, რომ ეს პარტია აღარ ეკუთვნის პაატა ბურჭულაძეს. იგი ვერ აკონტროლებს ამ პარტიას, ეს პარტია აღარ გვეკუთვნის ჩვენ - მის დამფუძნებლებს და რაც მთავარია, პარტია აღარ ემსახურება იმ იდეას, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. პარტია დაფუძნდა იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოგვეყვანა პოლიტიკაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები გამოგვეწვია. პარტიის დღევანდელი მდგომარეობით, როგორც იმართება, ის აღარც პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, აღარც ჩვენ და აღარც იმ იდეებს ემსახურება, რომლისთვისაც დაფუძნდა. შესაბამისად, ჩემს პარტიაში ყოფნას ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი.“ - განაცხადა „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

  • ივანიშვილმა ბურჭულაძე გაანადგურა, - გიორგი რუხაძე

    პავლე კუბლაშვილი  მთავარი მიზეზი, რის გამოც  გიორგი რუხაძემ  პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. 

    "პარტიას ვტოვებ, რაგან ეს აღარ არის პატა ბურჭულაძის გაერთიანება. ეს უკვე არი ზალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ბურჭულაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ უკვე ახალი არხი გაუხსნა "გირჩისა" და ახალი "საქართველოს" მეშვეობით, ამით მან პაატა ბურჭულაძე, როგორ პოლიტიკოსი გაანადგურა, '- განაცხადა  გიორგი რუხაძემ 

    ხათუნა ლაგაზიძის და მერაბ მეტრეველის შემდეგ გიორგი რუხაძე მესამე ადამიანია, რომელიც ბურჭულაძის პარტიას გაემიჯნა. 

     

  • „ხელისუფლების ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ოპოზიციას ებრძოლოს“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

    „ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ ორჯერ უკვე ვერ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემაზე...მინისტრების საბჭო ჩანიშნულია 9 ივნისს. რეალურად, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ 9 ივნისს. მანამდე ელჩები ვერ შეთანხმდნენ. ეს არის სიგნალი, რომ მინისტრები ერთმნიშვნელოვნად დადებით გადაწყვეტილებას მარტივად ვერ მიიღებენ. ახლა მთავარია, მუშაობა გაგრძელდეს. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მოდუნების უფლება. თუმცა რეალურად ხელისუფლება მოდუნდა. მან იმის ნაცვლად, რომ მთელი თავისი ენერგია მიემართა ქვეყნისთვის აი ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტაზე და ლობირება ინტენსიურად გაეგრძელებინა გნებავთ ელჩების, გნებავთ მინისტრების დონეზე, რეალურად ხელისუფლების ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ოპოზიციას ებრძოლოს, ჩაახშოს კრიტიკული აზრი.“ - განაცხადა მოძრაობა „სახელწმიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

  • „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერის გზავნილები არ იყო ძლიერი“ - გიორგი რუხაძე (ვიდეო)

    „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, ევროკავშირის (და არამხოლოდ) მასშტაბით პარლამენტის წევრები იქ არიან იმისათვის, რომ მოისმინონ ქვეყნის ლიდერის მთავარი გზავნილები. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეფექტურად ვერ გამოიყენა ეს დრო და გზავნილები, რომლებიც მან გააგზავნა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ დარჩენილიყო. ეს არ იყო ცუდი გამოსვლა, თუ შევადარებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მაგრამ ეს იყო სუსტი გამოსვლა. მისი გამოსვლა არ იყო ცუდი იქიდან გამომდინარე, რომ საკითხები, რომლებსაც პრემიერი შეეხო, მნიშვნელოვანია, თუმცა მისი გზავნილები არ იყო ისეთი ძლიერი, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო. მას ძთავადაც აკლდა დამაჯერებლობა და როდესაც რეფორმებზე საუბრობდა, ევროპელმა კანონმდებლებმა ვერ დაიჯერეს მისი. როდესაც დამთავრდა სიტყვით გამოსვლა, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასმული კრიტიკული კითხვები ეხებოდა მისი გამოსვლის სწორედ იმ ნაწილს, რომელშიც მან ამ ხელისუფლების როგორც წარმატებაზე ისე ისაუბრა.“ - განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო “star fm”-ზე, აქტუალური თემის შეკითხვებს გიორგი რუხაძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური