თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ტურისტებზე არ ვეცელდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივლისი 2016 15:46

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით,  ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ჩასულ  ტურისტებზე არ ვეცელდება.

 2016 წლის 21 ივლისიდან მთელ ქვეყანაში სამი თვით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არის საკონსტიტუციო სამართლებრივი წესების ფარგლებში შემოღებული რეგულაციების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთოების ზომების გაზრდას მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების საფრთხეებთან სახელმწიფოს ბრძოლის საკითხში. აღნიშნული რეგულაციების პაკეტი არ ითვალისწინებს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას. დაწესებული უსაფრთოების ზომები არანაირ გავლენას არ ახდებს თურქეთის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და თურქეთში ჩამოსული სტუმრების გადაადგილებებსა და დასვენებებზე, არ ქმნის რაიმე სახის წინაღობას საერთაშორისო ტურიზმსა და საჰაერო გადაადგილებებზე. არ არსებობს რაიმე უარყოფითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას მოახდენს თურქეთის სხვადასხვა ადგილას მყოფ სტუმრების დასვენების უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში.

წაკითხულია 986 ჯერ

Related items

  • თელავის შუაგულში რესტორანი „ბატონთან“ გემოების ზეიმს გპირდებათ

    თელავი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. აქ მასპინძლობა და კერძების დაგემოვნებაც განსაკუთრებულია.

    შუაგულ თელავში, ქართული რესტორანი “ბატონთან” სწორედ, ის ადგილია, სადაც მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში უგემრიელესი კახური და ევროპული კერძების გასინჯვა შეგიძლიათ. რესტორანი ბატონის ციხის მოპირდაპირედ (მის: რუსთაველის გამზ. #2.) სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავის პირველ სართულზე მდებარეობს. რესტორნის ინტერიერი სადაა და კახეთისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვეობას. მენიუ მრავალფეროვანია და პასუხობს როგორც ქართული ტრადიციული, ისე თანამედროვე ევროპული სამზარეულოების მოყვარული გურმანების მოთხოვნებს.

    როგორც ამბობენ, კერძის ხასიათის და თავისებურების უკეთ აღსაქმელად გარემოს დიდი მნიშვნელობნა აქვს. რესტორანი „ბატონთან“ კი, თავისი ღია და დახურული სივრცეებით სწორედ, ამ ყველაფრისთვის იდეალური ადგილია. რესტორანი თანამედროვე და ვინტაჟურ სივრცეებს აერთიანებს, რომელიც იდეალურად შეეფერება „ბატონთან“ მენიუს კონცეფციას. 

    როგორც ჩანს, რესტორნის დამფუძნებელს განსაკუთრებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი კვების ობიექტი სადაც, როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა ძველებური ტრადიციებით მომზადებულ ოჯახურ კერძებს დააგემოვნებდა: ეს არის, ტრადიციული ქართული საოჯახო გემოვნული თვისებების მქონე რესტორანი. კერძების გამორჩეულ გემოს კი გარდა ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი პროდუქციისა
    პროფესიონალი პერსონალი ქმნის, რომლებმაც მოიძიეს და აღადგინეს ბევრი მივიწყებული ქართული კერძი. რესტორანი ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად თანამედროვე კერძების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ.

    რესტორნის შექმნელებმა ყველა ასაკის ადამიანებისთვის იზრუნეს. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს ლაუნჯ ბარი მასპინძლობს, ბავშვებისთვის კი ტერასზე შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ერთი სტიყვით, მობრძანდით „ბატონთან“ და თავი იგრძენით საკუთარ სახლში.

       

  • გიორგი ჯახუტაშვილი: არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ უახლოეს წლებში ყაზახი ტურისტების რაოდენობა 0.5 მლნ-მდე გაიზარდოს

    ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები აქვს ყაზახეთთან მიმართებაში.
    "პოსტპანდემიურ პერიოდში ფაქტობრივად მიახლოვებული ვართ ყაზახური ნაკადის სრულყოფილ აღდგენასთან, ვინაიდან პანდემიის შემდეგ დაემატა იაფიანი ავიახაზები და 4 ქალაქიდან ინტენსიური ფრენები. პანდემიამდეც ყაზახეთი იყო სწრაფად მზარდი ქვეყნების ხუთეულში, თუმცა ჩვენი ამბიციაა რომ გავხდეთ ლიდერები ამ მიმართულებით. ყაზახეთიდან საქართველოს მიმართ ინტერესი და ცნობადობა მაღალია, "– ამბობს ჯახუტაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს, კომიტეტის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლებს ვაჭრობის, ტურიზმისა და  ინვესტიციების მიმართულებით მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინა, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა. შეხვედრისმიზანი, საკანონმდებლო ორგანოსთვის სწორედ, ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო. კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით უკვე მეორედ ჩატარდა და აღნიშნული დოკუმენტი 2006-2021 წლების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
    გიორგი ჯახუტაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხოდმის შემდეგ ტურიზმის სექტორის შესახებ რეკომენდაციებზეც ისაუბრა.
    "ჩვენი რეკომენდაცია კომიტეტის წევრების მიმართ და ზოგადად სექტორის მიმართ არის შემდეგი, რომ დავიწყოთ ყაზახი ტურისტების პროფილის უფრო სიღრმისეული შესწავლა, მათი საჭიროებების და მოთხოვნების ანალიზი, რომ მომავალ წლებში შევძლოთ ამ ყველაფრის დაკმაყოფილება და დიდი ნაკადის გრძელვადიანად შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ყაზახი ტურისტების შემოსვლაზე რუსეთ–უკრაინის ომს გავლენა არ ქონია."– ამბობს გაერთიანების თავმჯდომარე.
    შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტების შემოსვლის მიხედვით, ყაზახეთი ყველაზე მზარდი ქვეყნების ხუთეულშია. 2019 წლამდე აღნიშნულის მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 26%-მდე იზრდებოდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ 2 ავიაკომპანია, Air Astana და SCAT-ი დაფრინავდა 3 ქალაქიდან. 2021-ში დაემატა FlyArystan 5 ქალაქიდან, შესაბამისად, როგორც გაერთიანების თავმჯდომარე აღნიშნავს, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რომ უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 0.5 მლნ-მდე ავიდეს.
    "ტურიზმის დღევანდელი პოლიტიკა გარკვეულწილად მიმართულია ევროპულ ბაზრებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ყაზახეთის ბაზარი. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია ტურიზმის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული ყაზახეთი და მინდობილია ავიაკომპანიის კეთილ ნებაზე, დახარჯავს თუ არა ინფოტურებზე რესურსს. ჩვენ შეიძლება ყაზახეთიდან გავზარდოთ ტურისტების ნაკადი, მაგრამ შემდეგ ინფრასტრუქტურისგან ან სხვა სერვისებით გამოწვეული უკმაყოფილება ისევ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რანგში დაგვტოვებს. მაგალითად, ყაზახების ინტერესი საქართველოს მიმართ გამოწვეულია ხელმისაწვდომობით, 3 საათიანი ფრენის რადიუსით, ენობრივი ბარიერით, უვიზო რეჟიმით, ლანდშაპტით და კულტურული მსგავსებით. ეს კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, აუცილებელი მიმართულებაა ბალნეოლოგია. სამწუხაროდ, საქართველოში 130 კურორტიდან 3 არის კონდიციაში, თუმცა არასრულყოფილად. საერთო ჯამში, ცნობადობის კამპანიენის მიღმა, აუცილებელია იმის გაგება თუ რა სჭირდება ყაზახ ტურისტს. ეს უკვე სამომავლო პოლიტიკაა, უნდა დავგეგმოთ ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომელიც 3-4 წელში ტურისტთა ნაკადს შესაბამის ინფრასტრუქტურას დაახვედრებს."-აღნიშნავს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე.
    მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარებ დავით სონღულაშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ფლაგმანი უწოდა, ამასთან, სამაგალითოდ შეაფასა მისი საქმიანობა, მიზნები და ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ წარმოადგინა. დავით სონღულაშვილმა ქვეყანას შორის არსებულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის. ამასთან, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობები ნამდვილად დიდია და მაქსიმალური კოორდინირებაა საჭირო, როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე.

     

  • „ყველა ჯიბეს მოერგება“ - რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები საქართველოში

    წლიდან წლამდე საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. ბოლო ხუთ წელიწადში ყოველწლიურად 25%-იანი ზრდა ფიქსირდება

    თუ 2014 წელს რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ სუსტი იყო, დღეს ისინი ქვეყნის ზამთრის და ზაფხულის კურორტებს ხანგრძლივი ვიზიტებით სტუმრობენ და ხანმოკლე უიკენდებზე სულ უფრო ხშირად ჩამოდიან.

    Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოხიდზე მოსკოვი-თბილისი ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვები რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მაია ლომიძეს. მან განმარტა, რით არის გამოწვეული საქართველოს ასეთი დიდი პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებში.

    The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა >>

    სწორი პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის მზადყოფნა

    ლომიძის თქმით, იმაში, რომ რუს ტურისტებში საქართველოს პოპულარობის ზრდაში ქვეყნის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი როლი ითამაშა.

    „საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოიყენა. წელიწადში რამდენჯერმე ტურისტული სააგენტოებისთვისა და ტუროპერატორებისთვის ეწყობოდა გაცნობითი ხასიათის ტურები. 40-50-კაციანი ჯგუფები მიემგზავრებოდნენ, მათ უჩვენებდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შესაძლებლობებს საექსკურსიო და საზღვაო დასვენებისთვის“, - განაცხადა ლომიძემ. 

    მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში გაცნობითი ტურები თითქმის უშედეგო იყო, მოგვიანებით მსხვილი ტუროპერატორები საქართველოთი დაინტერესდნენ. პარალელურად ხორციელდებოდა ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ორიენტირებული ინდივიდუალურ ტურისტებზე, რომელთა რაოდენობა ამჟამად საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისა.

    დიდი როლი შეასრულა ინტერნეტში განთავსებულმა რეკლამამ - ეს იყო მრავალფეროვანი რგოლები, ცნობილი ბლოგერების მიმოხილვები და ვიდეოკონტენტის განთავსება Youtube-ზე.

    „მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმა ფაქტორმა - პოპულარიზაციამ და ინფრასტრუქტურის მზადყოფნამ ტურისტების მისაღებად. იქ არის გზები, ყველანაირი საფასურის სასტუმროები... ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად ვხედავთ რუსი ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ 25%-იან ზრდას“, - აღნიშნა ლომიძემ.

    რუსების აღფრთოვანება

    ლომიძის თქმით, საქართველოში არ არსებობს ისეთი რეგიონი, სადაც ტურიზმის განვითარება არ შეიძლება. თუმცა, მისი თქმით, რუსი ტურისტისთვის ყველაზე პერსპექტიულ და მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს სვანეთი.

    „ყველაზე გამოცდილი ტურისტები, რომლებმაც რუსეთიდან სვანეთში მიაღწიეს, ამბობდნენ, რომ ასეთი რამ არსად სხვაგან არ უნახავთ. ამიტომ მესტია - ყველაზე პერსპექტიული რეგიონია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი, კახეთი და ბათუმიც ასევე მშვენიერია. პერსპექტივები ყველაზე ნათელია. ყველაზე მთავარია, რომ ეს პერსპექტივები ხორციელდება“, - განმარტა ლომიძემ.

    გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში განხორციელდება.

    ბახტაძის შეფასებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა სვანეთში მოხვედრა უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი.

    პრემიერის განცხადებით, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, იწყება ახალი საბაგიროების მშენებლობა, რაც ოჯახურ ბიზნესს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

    ბახტაძის თქმით, გზების მშენებლობაზე 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია ოთხი სეზონის კურორტი გახდა და კურორტ თეთნულდზე აშენებულმა საბაგიროებმა ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

    საერთო პრობლემები

    საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ გიდების პროფესიონალიზმთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ექსპერტების თქმით, არაკომპეტენტური გიდები ხშირად ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს და ტურისტებს ქვეყნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

    მაია ლომიძემ აღიარა ის ფაქტი, რომ რუსეთში ანალოგიური პრობლემები არსებობს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

    „მე გადმოვიღებდი ევროპულ გამოცდილებას გიდების მომზადება-მუშაობის კუთხით. იქ გიდების ატესტაცია რეგიონულ დონეზე მიმდინარეობს, გიდები სწავლობენ, აბარებენ გამოცდას და შემდეგ იღებენ შესაბამის „ბეიჯს“. ვისაც არ აქვს ეს ბეიჯი, ამა თუ იმ რეგიონში მუშაობის უფლება არ აქვთ“, - განაცხადა ლომიძემ.

    მისი თქმით, ევროპაში არსებობს ტურისტული პოლიცია, რომელიც ამ „ბეიჯებს“ ამოწმებს და, შესაბამისად, მისი არარსებობის შემთხვევაში დამრღვევებს საკმაოდ დიდი ჯარიმებს აკისრებს.

    „ეს, ჩვენი თვალაზრისით, ერთადერთი, თუნდაც ძალიან ხისტი, მაგრამ პროფესიონალური ხერხია, რათა ავიცილოთ რაღაც გაურკვეველი მოთხრობები და ისტორიები, რადგან იგივე პრობლემას ვაწყდებით ჩვენს რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია ადამიანებს ამ პროფესიის დაუფლების და, შესაბამისად, მემკვიდრეობითობის შექმნის მოტივაცია მივცეთ, რადგან ეს რუსეთშიც დაკარგული იყო“, - განაცხადა ლომიძემ.

    2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1 404 757-ჯერ მოინახულეს, რაც გასულ წელთან შედარებით 23,8%-ით მეტია. ხოლო 2017 წელს საქართველოში 1,3 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

     

  • შსს-მ ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე იასუბრა და განაცხადა, რომ გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო:

    „ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

    ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28 %-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი.

    2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით კი, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 28 % გაიზარდა.

    მხოლოდ მარტის თვეში, წინა წილის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან - 47%, ლატვიიდან - 45%, ლიტვიდან - 35% და საფრანგეთიდან - 25%. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირდაპირი რეისები, როგორც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ისე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით არის გაზრდილი. მე ძალიან გამიხარდა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი ამბავი, რომ ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებებით ახალი პირდაპირი რეისები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონური არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.

    ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მლრდ-ის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა ჩვენს ქვეყანაში 2, 75 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ ჩვენი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა სახით: სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე დახარჯული ფული, ტრანსპორტზე, საოჯახო სასტუმროებში დახარჯული ფული, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის შემოსავალი. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს ინვესტიციები 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ეს დახარჯული ფული პირდაპირი ამონაგების სახით მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება მაია ცქიტიშვილის ამ მიმართულებით.

    რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ ბოლო წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი შესრულდა, რაშიც ზურა ალავიძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.“- გაანცხადა კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური