ოლიმპიადამდე ბრაზილიაში ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივლისი 2016 15:07

ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ბრაზილიის მოქალაქეა. მათი გეგმა ინტერნეტ-ჩატების მეშვეობით გამოვლინდა. როგორც ცნობილია, ყველა მათგანი ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ეჭვმიტანილი, თუმცა რამდენიმე წყარო ამ ინფორმაციას უარყოფს. ქვეყნის იუსტიციის მინიტრის, ალექსანდრე დე მორაესის ცნობით, დამატებით დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის არ გაასაჯაროვებენ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილში ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიადის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ბრაზილიის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები კი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად გაამკაცრა. ოლიმპიური თამაშები რიოში, 5-21აგვისტოს გაიმართება.

წაკითხულია 641 ჯერ

Related items

  • ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "TRT -ქართული" წერს.

    სააგენტო G1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროს ქალაქ პეტროპოლისში  წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა.

    ამავე ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროს სამოქალაქო თავდაცვის სამდივნომ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ამ დროისთვის 24 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო 705 ადამიანი თავშესაფრებში მოათავსეს. 

     

  • კაზაკოვა/რევიას წყვილმა პეკინის თამაშებზე გამოსვლა მე-19 ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის XXIV  ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში მედლები გაითამაშეს ყინულზე მოცეკვავეებმა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 67.08 ქულით და მე-18 ადგილით დაასრულა, დღეს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისას 97.25 ქულა დაიმსახურა, რაც მე-19 შედეგი აღმოჩნდა. ჩვენს დუეტს მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 164.33 ქულით ასევე-მე19 ადგილი ერგო.

    რამდენიმე დღით ადრე კაცთა ერთეულებში გამოსვლა მეათე შედეგით დაასრულა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.

  • საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა მე-6 საპატიო ადგილით დაასრულა
    დღეს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის პირველი ეტაპი და გამოვლინდა ის 5 გუნდი, რომელიც ფინალში გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისათვის.
    ეს გუნდებია:რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა და ჩინეთი. ქართველ მოციგურავეთა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საოცრად მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლეს ქულათა იგივე ჯამი (22 ქულა) დაეგროვებინათ , რაც ოლიმპიადის მასპინძელმა ჩინეთის ნაკრებმა. ვინაიდან მეხუთე გუნდის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი კრიტერიუმების ამუშავება, სადაც საუკეთესო ორი შედეგის ჯამი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონების სიუ და
    ჰანის წყალობით , რომლებმაც საკუთარ გუნდას მაქსიმალური 10 ქულა მოუტანეს , საქართველოს ნაკრები დარჩა ხუთეულს მიღმა და მე- 6 საპატიო ადგილით დაასრულა გუნდური ასპარეზობა. მსოფლიოს მასშტაბით მე- 6 ადგილს გამარჯვების ტოლფასი წონა აქვს, რამეთუ საქართველოს დებიუტანტმა ნაკრებმა ღირსეულად გაუწია კონკურენცია ისეთ ქვეყნებს , როგორიცაა რუსეთი, ამერიკის შერთებული შტატები, კანადა, რომლებიც წინა ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობის გამარჯვებულები დ პრიზიორები არიან. იაპონიისა და ჩინეთის ცალკეულ წარმომადგენლებს ხომ ცალკე რეიტინგული ისტორია აქვთ შექმნილი სპორტის ამ სახეობაში.
    " მორის ყვითელაშვილის, კარინა საფინა -ლუკა ბერულავას, ანასტასია გუბანოვასა და კაზაკოვა-რევიას წყვილის გამოსვლა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად და ღირსეულ შედეგად. ქართველმა მოციგურავეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე და სპორტის ამ სახეოაბში წლების მანძილზე ჩრდილში მყოფი ქვეყნის ნაკრები გუნდი ცნობადი და ანგარიშგასაწევი გახადეს.
    ვულოცავთ საქართველოს გუნდს მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში ღირსეული ადგილის დაკავებას, რაც მათთვის ერთგვარი სტიმული გახდება ინდივიდუალურ გამოსვლებში კიდევ მეტად შედეგიანი გამოსვლებისა. მადლობა საქართველოს ნაკრებ გუნდს და ყველა იმ ერთგულ ქართველ მაყურებელს, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში ასეთი თავდადებით გვგულშემატკივრობდნენ, რასაც ჩვენ ვგრძნობდით და ვაფასებთ" -ღნიშნულია საქართველსო ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის განცხადებაში.
  • მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

    როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

    „COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

    პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკვაშირებით

    20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად.

    ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური