ამბულატორიულ მედიკამენტებზე და წამლებზე ისევ ბარიერია, - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 14:55

”სტაციონარულ სერვისებზე მიწვდომადობა გაორმაგებულია და ფასები მომსახურებაზე, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ანუ პროექტი გახდა უფრო ხარჯეფექტური. რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, ეს არის ის, რომ ამბულატორიულ მედიკამენტები, წამლები, რომლებიც ადამიანმა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიიღოს ქრონიკული დაავადებების გამო, რჩება ისევ მაღალი ბარიერი,“- ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

წაკითხულია 531 ჯერ

Related items

  • ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

    მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

    ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

    კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

  • სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

    2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

    მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

    მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

    დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა.

    მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

    „თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.

    ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

    ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

    ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

    ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.

  • PSP-მ ერთდროულად ორ რეგიონში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა

    6 თებერვალს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-მ ბრიტანული კონცეფციის აფთიაქები გახსნა. საზეიმო ლენტი რაიონის გამგებლებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს, წალენჯიხაში მერმა ბესიკ ფარცვანიამ და ჩხოროწყუში მერმა დათო გოგუამ. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები.

    PSP უკვე 25 წელია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურშია და 1994 წლიდან PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. 2017 წელს PSP-მ მომხმარებელს ახალი კონცეფცია - „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ შესთავაზა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის აფთიაქებიც ამ კონცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

    „დღეიდან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას საშუალება აქვს PSP-ში ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს მედიკამენტების, კოსმეტიკის, ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათეულობით ათასი პროდუქტი. ყველაზე ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად, უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი - გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს.

    ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. აფთიაქის გახსნა დაემთხვა ჩვენს ყოველი თვის აქტივობას - ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას, ვისაც საბავშვო პრდუქცია აინტერესებს, PSP-ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ  ბავშვის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.  ვცდილობთ, პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

    ქსელის განვითარება PSP-ს 2019 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს აფთიაქები 6 თებერვალს პირველად გაიხსნა. ქსელის გაფართოება და ახალი რეგიონების მოცვის პროექტის ფარგლებში 12 თებერვალს კიდევ ერთ ახალ რეგიონში - ჩოხატაურში პირველად გაიხსნება PSP-საფთიაქი.

     

     

  • PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია

    PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

    PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

    GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.

    საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.

    2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური