ჯანდაცვაში მდგრადი პროგრესი გვაქვს და ამაზე არავინ დაობს, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 13:49

„ჯანდაცვაში  მდგრადი პროგრესი  ნამდვილად გვაქვს და ამაზე არავინ დაობს. თუნდაც ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ამბობენ, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია არის დასაფასებელი.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი, უმჯობესდებოდეს მუდამ ის სფერო, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის“ - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  


წაკითხულია 623 ჯერ

Related items

  • ჯანდაცვის სფეროს CzechAid-ს მეშვეობით ჩეხეთის მთავრობა 1,25 მილიონი ევროთი დააფინანსებს

    „საქართველოს პირველადი ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzechAid) და UNICEF საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.

    მემორანდუმს ხელი მოაწერა ელჩმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით და UNICEF საქართველოს დირექტორმა, ღასან ხალილმა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა თამარ გაბუნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

    მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და UNICEF-ი საკუთარ რესურსებს მოუყრიან თავს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, რაც CzechAid-ის პროექტის (ძირითადად ზრდასრულ მოსახლეობაზე ორიენტირებული) ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და ორსულებზე გავრცელებას მოიცავს. პროექტი საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, რაც ამ სფეროში არსებულ გადაუდებელ საჭიროებებს ასახავს.

    ჯამში, პროექტი პირველადი ჯანდაცვის 46 დაწესებულებას მოიცავს, მათ შორის დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სოფლის 146 ექიმსა და ექთანს. პროექტი 2020 წლის მაისიდან 2023 წლის ივნისამდე იმოქმედებს და მას CzechAid-ს მეშვეობით ჩეხეთის მთავრობა 1,25 მილიონი ევროთი დააფინანსებს, ხოო UNICEF- ის წვლილი 70 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მომავალში 85 000 აშშ დოლარამდე სეიძლება გაიზარდოს.

  • ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრ, კარენ კარაპეტიანს შეხვდა. როგორც „ნიუს დეი ჯორჯიას“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს შეხვედრა ერევანში გაიმართა.

    მხარეებმა კონკურენციის კუთხით თანამშრომლობისა და მომავალში საერთო კვლევების წარმოების მნიშვნელობა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული და სომხური კომპანიებისათვის კონკურენტული გარემოსა და ჯანსაღი პირობების ხელშეწყობას; ასევე ფასწარმოქმნის ფაქტორების დადგენისათვის აუცილებელი პროცედურების და შესაბამისი სასაქონლე ბაზრების შესწავლას; საქართველოსა და სომხეთის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და ა.შ.

    ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ბაზრების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.

    კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

  • ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს

     ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს სამსახურის მაძიებელთათვის . ერთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ამ დრომდე უმუშევრები არიან. ამ დროის მონაცემებით, 1400-მდე სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა.პროექტი ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება და აერთიანებს სახელმწიფო სექტორში არსებულ ბაზებს. პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და მასში ჩართულმა პირებმა უკვე გაუწიეს მომსახურება 1800-ზე მეტ სამსახურის მაძიებელ მოქალაქეს.

  • ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა

     

    ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა. მთავრობამ დადგენილება, 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ, 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ექიმების თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ 3 იანვარს გაიგეს. 

    როგორც ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა განაცხადა, თანხის შემცირება კლინიკების დახურვას გამოიწვევს. თუმცა დირექტორი კლინიკის დახურვის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განმარტებით, კლინიკაში პაციენტები მკურნალობას საკუთარი სახსრებით გააგრძელებენ. 

  • „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

    2016 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.
    როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.
    აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური