შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 15:38

შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განუცხადა, რომლის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია "რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.
პროექტის განხორციელებისთვის, „საპარტნიორო ფონდს" თადარიგი უკვე დაჭერილი აქვს.
გარდა ამისა, EBRD-ისგან მიღებულ დაფინანსებას „რუსთავის აზოტი" ამიაკის წარმოებაში ახალი კომპონენტის ჩართვისთვის გამოიყენებს. ამასთანავე, ხდება „რუსთავის აზოტის" მრავალი წლის წინ აშენებული ქარხნის სრული მოდერნიზაცია და აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელიც იწყება 155 მილიონით, თუმცა მისი მასშტაბი გაცილებით დიდია.
„ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორში. კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, უკვე წელს, ივლისამდე ინვესტირებული თანხები სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს ევრობანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ეს არის განვითარებისა და საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, იზრდება ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი და ეროვნული ვალუტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გარემოს დაცვის ყველა სტანდარტთან შესაბამისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წაკითხულია 349 ჯერ

Related items

  • ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი 14-17 მარტს უფასოდ ისარგებლებს

    14-17 მარტს ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალებზე კომუნალური გადახდებით ლიბერთის ნებისმიერი მომხმარებელი უფასოდ შეძლებს სარგებლობას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად განვტვირთოთ ჩვენი სერვის ცენტრები იმისთვის, რომ მომხმარებელს ხელი შევუწყოთ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს. ლიბერთის თვითმომსახურების ტერმინალები ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 

    კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე ვრცელდება შემდეგ პროვაიდერებზე:

    • თბილისი ენერჯი
    • თელასი
    • თბილისის დასუფთავება
    • GWP - Georgian Water and Power
    • Energo-Pro Georgia
    • DIG_AIR ( დიდი დიღომი გაზი)
    • SocarGeoGaz
    • გაერთიანებული ქართული წყალი
    • ენერგოკავშირი
    • ვარკეთილი გაზი
    • Energo-pro
    • დასუფთავება
    • ბათუმის წყალი
    • RWC -რუსთავის წყალი
    • MWC -მცხეთის წყალი
    • ბორჯომის დასუფთავება
    • საჩხერე გაზი
    • saqorg gazsi
    • თელავის გაზი
    • საქართველოს მელიორაცია
    • GaskoSenakigaz
    • ქარელის დასუფთავება
    • საჩხერე წყალი
    • კასპის დასუფთავება
    • ხაშურის დასუფთავება
    • ფოთის დასუფთავება
    • ზუგდიდის დასუფთავება
    • ქობულეთის წყალი
    • დუშეთის დასუფთავება
    • გორის დასუფთავება
    • SG gaz company
    • ჩირაღდანი  XXI საუკუნე
    • ბათუმის დასუფთავება
    • რუსთავის დასუფთავება
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის გაიხსნა

    შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა. ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წელიწადში 4 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

     

    ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანმა. გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწნენ „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები.

    ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ტერმინალის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალი ობიექტის ფართობია 12 000 კვ2. ტერმინალის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ“ 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

    ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate. შდეგად, ჯამში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს 5 ჩასხდომის ხიდი და 6 Bus Gate. ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი, 5 ბარგის კარუსელი და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური