რჩევები ბახმაროში მყოფ თეონა კონტრიძეს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:00

„2050 მეტრი ზღვის დონიდან“ - ასე ასათაურებს სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე. როგორც ფოტოებიდან ჩანს ის ოჯახთან ერთად გურიის მაღალმთიან კურორტზე ბახმაროში ისვენებს. „გემრიელი გოგო ხარ და ფოტოებიც გემრიელი გაქვს თეო“ - ვკითხულობთ კომენტარებში. „რა სილამაზეა. აწი აღარ მოეშვებიან შენები ბახმაროს... "კაიმაღი" გაასინჯე აუცილებლად“ - აძლევს რჩევას ფეისბუქელი მეგობარი.

წაკითხულია 2223 ჯერ

Related items

  • „ნიუ ჰოსპიტალსი“ განცხადებას ავრცელებს

    სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის მიერ ხდება ქართული კლინიკების, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სახელის ბოროტად გამოყენება და კლინიკის სახელით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სამკურნალოდ მიღებაზე დასტურის ყალბი დოკუმენტების დამზადება.

    აღნიშნული დოკუმენტები (ბლანკები ტექსტით, ხელმოწერით და სხვ.) არ არის გაცემული „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა არ წარმოადგენს ვალიდურ ხელმოწერას. დოკუმენტები გაყალბებულია და სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მათი მხრიდან საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას.

    სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ ცნობილი გახდა 2022 წლის 4 მარტს. ინფორმაციის მიღებისთანავე, კლინიკამ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ფაქტთან დაკავშირებით განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება. 

  • მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

    მიიღეთ მონაწილეობა EU4Energy ფოტოკონკურსში და მოიგეთ ელექტროსკუტერი!

    მიიღეთ მონაწილეობა #EU4Energy ფოტოკონკურსში 17-დან  23 ივნისამდე და მიიღეთ ელექტროსკუტერის მოგების შანსი.

    ვის შეუძლია მონაწილეობა?

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

    როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

    როგორი იქნება ენერგეტიკის მომავალი? იქნება ეს მზის და ქარის ენერგია, ან ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგეტიკა? თუ მომავალი გაცილებით უფრო ენერგოეფექტური იქნება ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით?

    გიწვევთ ფოტოკონკურსზე - გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ხდება ამჟამად მომავლის ენერგიაზე გადასვლა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე - ეს არის მზის ბატარეის პანელები, ქარის ელექტროსადგურები, მდგრადი ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა ბიომასა და ჰიდროენერგია, ელექტროავტომანქანები და სკუტერები, ენერგოეფექტური სახლები და ხელსაწყოები. მიმოიხედეთ ირგვლივ და გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა!

    თქვენ შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა შემდეგი გზით:

    1. თქვენი ფოტოს წარდგენა უშუალოდ ჩვენს ვებ-გვერდზე, ღილაკზე „თქვენი ფოტოს ატვირთვა“ ხელის დაჭერით.

    2. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის ან Twitter-ის თქვენს საკუთარ ანგარიშზე.

    3. თქვენი ფოტოს ატვირთვა ჰეშტეგით #EU4Energy Facebook-ის, Instagram-ის თქვენს საკუთარ ისტორიებში და @euneighbourseast გვერდის „დათეგვა“.

    კონკურსი გრძელდება 23 ივნისის 18:00-მდე ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით (CEST). თითოეულ მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარდგენა.

    რა პრიზებია კონკურსზე გათვალისწინებული?

    გამარჯვებულებს გადაეცემათ 10-მდე პრიზი ჟიურის მიერ შერჩევის და ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე. გრან-პრი - ელექტროსკუტერი - გადაეცემა ყველაზე პოპულარულ ფოტოს.

    ეს #EU4Energy ფოტოკონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში და მას აფინანსებს ევროკავშირი.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2ZlRKgT

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.EU4Energy.eu

  • „აი რაღაც სხვანაირ ბედნიერებას განვიცდი შენთან ერთად“ - თეონა კონტრიძე
    ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ დაბადების დღეზე უამრავთა მილოცვა, კეთილი სურვილები და სიყვარულის ახსნა მიიღო. „ჩემო დაო ნიუ“ - ასე მიმართავს მას თეონა კონტრიძე. თეონა კონტრიძე: „აი რაღაც სხვანაირ ბედნიერებას განვიცდი შენთან ერთად“ - მორზეს ანბანი და დელფინების დიალექტი...აბსტრაქცია ყვრლაფერში და ამ დროს აფთიაქარის სიზუსტე, აი ვინ ხარ შენ, კიდევ უფრო მყვარებიხარ, ვიდრე მეგონა. მავსებს იმაზე ფიქრი, თუ რამდენი ვნახეთ, ვიგრძენით, ვისწავლეთ და კიდევ რამდენი გვაქვს წინ ერთად... HBD - ჩემო დაო - NIU!“
  • „იყო გრანდიოზული კონფლიქტებიც, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდით შინ დაბრუნების გზას...“ - თეონა კონტრიძე

    მომღერალი თეონა კონტრიძე ქორწინების 8 წლის იუბილეს მეუღლეს სოციალური ქსელით ულოცავს და განვლილ წლებს იხსენებს. „8 წელია, რაც დავქორწინდით. რვა წელი არქეოლოგიის. ამ დროის განმავლობაში იყო ყველანაირი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში. იყო გრანდიოზული კონფლიქტებიც, რის შემდეგაც გვეგონა, რომ ვერ ვიცოცხლებდით, მაგრამ „დაცემულები" ვდგებოდით და ჩვენი იმუნიტეტი სულ უფრო ძლიერდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით შინ დაბრუნების გზას. არაფერია უფრო საჭირო და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი… და არ არსებობს უფრო ჩემიანი, ვიდრე ჩემი ქმარი, ჩემი ნიკოლაშა… მე ჭკუას ვკარგავ ჩვენ ბანდაზე… და მიყვარს გაცილებით უფრო ძლიერ, ვიდრე ოდესმე. შენ მე მსრულყოფ ამინ!''- წერს თეონა კონტრიძე.

  • „შოკში ვარ... გიჟები ხართ?... მოვითხოვ ჯარიმებს“ - თეონა კონტრიძე
    „ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს და ამდენი ავარია არ მინახავს არსად“ - წერს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში და აღშფოთებას გამოთქვამს.

    თეონა კონტრიძე: „ გიჟები ხართ, თუ რა გჭირთ? ინდოეთში, სადაც ძროხები ველოსიპედები, რიქშები, სკუტერები, მოტოები, მანქანები და ა.შ. ერთად მოძრაობენ ბევრად დალაგებული და ყურადღებიანი მოძრაობაა ვიდრე საქართველოს დედაქალაქში და მის მიღმა..... შოკში ვარ!!! მოვითხოვ უდუდეს ჯარიმებს სიჩქარეზე!!!“

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური