შეუძლებელია საქართველომ აჯობოს მტერს რამით გარდა ელიტური ჯარისა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 28 მაისი 2015 13:01

"22 წელი არ არის დიდი დრო, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება მთელი ისტორია იყოს. ჩვენ შემთხვევაში, სწორედ მთელი ისტორიაა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ისტორიაა, რომელიც იყო წინააღმდეგობებით სავსე. ეს სკოლაც სწორედ ამ წინააღმდეგობების ნაწილია – რთული მაგრამ საამაყო ისტორიის.  შეუძლებელია საქართველომ აჯობოს მტერს რამით გარდა ელიტური ჯარისა, გარდა განათლებული თაობისა, რომლებიც მზად არიან საკუთარი პროფესიონალიზმით, საკუთარი განათლებით, განსაკუთრებული შესაძლებლობებით ტოლი არ დაუდონ არავის და გაიმარჯვონ ყველა რთულ ბრძოლაში.  აკადემიის კურსდამთავრებულთა ღვაწლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული და ფასდაუდებელია. ამაზეც ითქვა და პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც საკუთარი თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. აკადემია იუნკერთა სკოლის ღირსეული შთამომავალია. შეიარაღებული ძალების სამხედრო ელიტა აქ ყალიბდება, აქ იზრდება ის თაობა, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს ძლიერ, წარმატებულ ქართულ ჯარს", -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორში, თავდაცვის აკადემიის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

წაკითხულია 443 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური