„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა“-ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
კვირა, 17 ივლისი 2016 00:22

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ფეისბუკის იმ მეგობრებს უკავშირდება, რომლელთაც წყენად მიიღეს ტელეწამყვანის დაფიქსირებული აზრი მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით.„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც.

იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო.

გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, აღსანიშნავია რომ მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო?

ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში სადაც მაგდას ეძინა!

„უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ“, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

წაკითხულია 1065 ჯერ

Related items

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური