კომპანია "ბოში" საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ბაზრის წილს აფართოვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 16:17

გასულ კვირას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კომპანია "ბოშის" წლიური შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გაიმართა. "ბოშის" წარმომადგენლებმა დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში კომპანიის დინამიკური ზრდის შედეგები მიმოიხილეს. "ბოშის" რეგიონალური წარმომადგენლობა თბილისში გასული წლის იანვარში გაიხსნა. იგი კომპანიის საქმიანობას კოორდინაციას უწევს, როგორც უშუალოდ საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ძირითადი ამოცანაა ბიზნესის განვითარება რეგიონის სამივე სახელმწიფოში.

2016 წლის თებერვლიდან კომპანია „ბოში“-ის ახალი ხელმძღვანელი რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთსა და კავკასიაში ხანსიურგენ ოვერშტოლცია. იგი ასევე დაინიშნა პრეზიდენტისა და აღმასურულებელი დირექტორის თანამდებობაზე „რობერტ ბოშ“ რუსეთში და „რობერტ ბოშ“ საქართველოში.
კომპანია "ბოში" წარმოდგენილია დსთ-ის ქვეყნებში, საქართველოში, მონღოლეთსა და უკრაინაში. ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროებში მსოფლიოს ლიდერი კომპანიის სავაჭრო ბრუნვამ 2015 ფინანსური წლის განმავლობაში დსთ-ს ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინაში 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა.
როგორც ხანსიურგენ ოვერშტოლცმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ევროში მიმოქცევა 20 %-ით შემცირდა. თუმცა ადგილობრივ ვალუტაში ცოტა უფრო გაიზარდა. „რუსეთი და დსთ-ს ქვეყნები კომპანია "ბოშისთვის" ძველებურად მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონად რჩება. სიტუაციის განვითარების პასუხად, ჩვენ ვაგრძელებთ წარმოების შემდგომ ლოკალიზაციას, ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ბიზნეს-მიმართულებით“, - დასძინა „ბოშის“ სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთსა და კავკასიაში.
მისივე თქმით, 2015 წელს საქართველოში „ბოშის“ ელექტროხელსაწყოების გაყიდვამ გასულ წელთან შედარებით 10 %-ით მოიმატა. თუმცაღა საამშენებლო ბაზარი მთლიანობაში 9 %-ით გაიზარდა. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს 14 მსხვილ ქალაქში 5 ჯერ გაიზარდა „ბოშის“ ინსტრუმენტების დისტრიბუციის ქსელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თბილისში „ბოშის“ მზა პროდუქციის მსხვილი საწყობის გახსნის შედეგად.
2015 წლიდან გაუმჯობესდა ბოშის პროდუქციის სერვისული მომსახურება, გაიხსნა ავტორიზირებული სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებებს. „ბოში“ საქართველოში 2018 წლამდე განვითარების პროცესის გაგრძელებას გეგმავს და შესაძლებელია, უკვე უახლოეს მომავალში ახალი სერვის–ცენტრიც გაიხსნას.
სამშენებლო სფეროს გააქტიურებას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებიც. კერძოდ, 2014 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მშენებლობაზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ სექტორში, სულ 181 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 36%-ს შეადგენს.
2014 წელს კომპანიის 4000-მდე თანამშრომელმა 774 მლნ ევროს ღირებულების საქონელი გაყიდა. კომპანიას გააჩნია 350 შვილობილი და რეგიონული კომპანია 60 მეტ ქვეყანაში და სერვის-პაქრტნიორები დაახლეობით 150 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში.
კომპანია „ბოში“ წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვან გლობალურ პროვაიდერს, რომელიც მოღვაწეობს საავტომობილო გადაწყვეტილებების, ენერგეტიკის, სამშენებლო / სამრეწველო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებში. 2013 წელს ჯგუფის 281 000-ზე მეტი თანამშრომლის მიერ განხორციელებული გაყიდვების მოცულობამ 46,1 მილიარდი ევრო შეადგინა. 2012 წელს კომპანია „ბოშმა“ დააფუძნა ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილება საქართველოში, სამშენებლო ელექტრო ხელსაწყოების განხრით. 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა რეგიონალური საწყობი საქართველოში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქონლის შეუფერხებელ მიწოდებას ადგილობრივი ბაზარზე. კომპანია „ბოში“ საქართველოს მაშტაბით რამდენიმე სადილერო კომპანიასთან თანამშრომლობს.
კომპანია ასევე აქტიურად საქმიანობს საავტომობილო, ენერგეო–, სამშენებლო, სამრეწველო ტექნოლოგიების და ფართო მოხმარების საგნების დარგებში. დღეისთვის კომპანია „ბოშ“–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ელიტ ელექტრონიქსი“ და „თეგეტა მოტორსი“ არიან. „ბოშის“ ელექტროხელსაწყოები კი წარმოდგენილია საქართველოს მთელი მასშტაბით, ქვეყნის 50-მდე სპეციალიზირებულ სავაჭრო ქსელში.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 1043 ჯერ

Related items

  • PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

    PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

    ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

    „სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

    „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

  • 2022 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

    შეთანხმებას ბრიუსელში, ეგმონტის სასახლეში ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და "ევროპალიას" თავმჯდომარემ ქაუნთ ჟორჟ ჟაკობ დე ჰახენმა.

    "ევროპალია საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები და კინოჩვენებები, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობის სახით, საქართველოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება სრული მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი.

    „ევროპალია“ 1969 წლიდან ბელგიის სამეფოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი დონის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა. ფესტივალების ციკლი 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს.

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა. 

    შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.  ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა. 

    ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. 

    ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

  • მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

    დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

    "ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

    „ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

    ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

    პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

    ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

  • CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური